დაბრუნდება ის შინ, გაოფლილი, მუხლებდატყავებული, დაინახავს შიმშილისგან მიძინებულ შვილებს და ატირდება. ერთადერთი დროა, როდესაც უფლება ექნება ემოციებისგან დაიცალოს. სარკის წინ დაჯდება, გაიხდის და იპკურებს სუნამოს, აუცილებლად, ჟასმინის, რომლის სურნელსაც ყველა იგრძნობს, ყველა საკუთარი თავის გარდა, ჩაიცვამს და გავა სახლიდან, აიღებს გეზს სტორივილისკენ, მისისიპის ტალახიანი სანაპიროების გავლით და ტრადიციულად ილოცებს, რომელიმე კლიენტთაგან თავისი ქმარი არ აღმოჩნდეს. საროსკიპოში შესვლისთანავე თვალს მოჰკრავს კუთხეში მიყუჟულ 14 წლის ფართოშარვლიან ბიჭს და ეს ბიჭი იგრძნობს ჟასმინს, გარდაქმნის მას ნოტებად, ჩაუქსოვებს ქალის მკერდზე მიმშრალი ცრემლების სურნელს და დაიბადება ჯაზი. ბოდიში ბადი ბოლდენს.
მხოლოდ 5 რამ სჭირდება კაცს ბედნიერებისთვის: ღამის 2 საათი, აივანი, წითელი ღვინო, მალბორო და ჩეტ ბეიკერი
პ.ს ამ წიგნს მინ. 100 გვერდი რო ამოაცალო, უკეთესი გამოვა, წესით.