ეს წიგნი, რომელსაც ტყუილად როდი ეწოდება "ჩაკლული სული", ცდილობს მხატვრულად წარმოაჩინოს ბოლშევიზმის ქვესკნელურაი გამხრწნელი ძალა მის ატმოსფერულ ზემოქმედებაში. წიგნი 1931 წლის მიწურულს დაიწერა. რაც ამასობაში მოხდა, ადასტურებს იმ შეხედულებას, რომელიც საფუძვლად უდევს ნაწარმოებს.
"ჩაკლულ სულში" მკაფიოდ არის ასახული სტალინური რეჟიმის დროინდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენები.
Grigol Robakidze [Georgian: გრიგოლ რობაქიძე] (October 28, 1882 – November 19, 1962) was a Georgian writer, publicist, and public figure primarily known for his exotic prose and anti-Soviet émigré activities.
ერთობ ექსპერიმენტულად ჩაიარა ჩემთვის ამ წიგნმა. ნახევარზე მეტი მოვისმინე, დარჩენილის 1/3 ინტერნეტში გავრცელებულ pdf-ში წავიკითხე, 2/3 - კი მნათობის გამოცემებში. რაც შეეხება წიგნს... ჩემთვის ყველაზე ლამაზი ავტორის მიერ პერსონაჟთა ემოციური მდგომარეობების აღწერა გახდა. ტექსტის მანძილზე არაერთ ბიბლიურ თუ უფრო ანტიკური ტექსტებიდან ვაწყდებოდი ალუზიებს, რასაც ავტორი კაცმა რომ თქვას არც მალავდა. ძალიან ლამაზი იყო ის სიყვარული და ის ვნება, რომელსაც გრიგოლ რობაქიძე აღმიწერდა. გარად ემოციების და გრძნობებისა წიგნმა საერთო ფონი შემიქმნა საბჭოეთზეც და სტანილის, ლენინის თუ ტროცკის პიროვნულ სახესხვაობებზე. (და აქვე დავსძენ, რომ აუდიო წიგნებს საკუთარი ხიბლი აქვთ, თან ძალიან დიდი)
ადამიანს, რომელსაც ფუნდამენტურად კარგად ესმის ფილოსოფია და ისტორია ასეთ წიგნებს უნდა წერდეს და უტოვებდეს შთამომავლობას. დატვირთულია ალუზიებით და წაკითხვის დროს მომწონდა მაგ ილუზიების აღმოჩენა და ერთგვარი გაშიფვრა. მომეწონა რეჟიმის მაგ კუთხით ჩვენება მთელი თავისი სიბინძურით, ტყუილით, სიმკაცრით. სტალინის დახასიათება საერთოდ ცალკე მცირე ნაწარმოებად გასვლასაც იმსახურებს, იმდენად დეტალურად აქვს ავტორს გამოხატული თუ როგორ დაიბადა ჩვენი საფიცარი იოსებ ბესარიონის ძე. ვარსკვლავს ვაკლებ იმაში, რო ასეთი ოსტატურად კარგი წიგნი მეტ ფურცელს იმსახურებს , მიუხედავად იმისა, რომ სათქმელი სრულებით ჩატეულია. ჩემი გულწრფელი მოწონება და რჩევა მომავალ მკითხველებს.
მახსოვს ქართულის მასწავლებელი ამბობდა: მე დიდად არ მომწონს გრიშა რობაქიძე ( გრიგოლს სახელს უმოკლებდა რატომღაც) რა დიდი მწერალი ეგ იყო? დიახ თქვენ ვერასდროს გაიგებთ მასწავლებელო ვერაფერს რადგან სტალინისტი ბრძანდებით.
თუ გაინტერესებთ რა იყო კომუნიზმი და როგორი გახლდათ კომუნისტური ყოველდღიურობა ეს წიგნი აღგიწერთ დეტალურად ყველაფერს. და განსაკუთრებით გამოვარჩევდი ქვეთავს „სტალინის ჰოროსკოპი“, სადაც "ბელადის" ყოვლისმომცველი პორტრეტია გადმოცემული.
რობაქიძე პირველად წავიკითხე. დიდი ხანია მაინტერესებდა. თავიდან საკაიფოდ დაიწყო, ბევრი საინტერესო რაღაც გავიგე. მე უფრო ისტორია მაინტერესებდა მარა ისტორია ნელა ვითარდებოდა. დოსტოევსკის თავმა დოსტოევსკის წაკითხვის მუღამი მომცა. მარა მივედი დოსტოევსკის წიგნებთან და ისევ დამეზარა. ბოლოსკენ ცოტა მომწყინდა მარა მაინც პატარა წიგნია და ადვილად იკითხება.
რა თქმა უნდა გრიგოლ რობაქიძე აკრიტიკებს საბჭოთა კავშირს, მარქსიზმს ლენინიზმს, ტროცკისა და სტალინს. მაგრამ ის არ ეხება მარტო ავტორიტარულ რეჟიმს - საბჭოთა კავშირს. ის გმობს და აღწერს მეოცე საუკუნის ტკივილს, ღმერთის კვდომას. “თუ ხალხში არ არსებობს ღმერთი როგორც მარადიული ცეცხლი, მაშინ უმჯობესია თვით ღმერთის იდეა მოკვდეს - ხალხი უღმერთო ცხოვრებას დიდხანს ვერ აიტანს, ოდესმე ურვისაგან მხეცივით გამძვინვარებული აღდგება, რათა ჯვარს ეცვას ღმერთისთვის.” სსრკ-ში ღმერთის ადგილას თვალი იკავებს. ხალხში გაბატონებულია ორპირობა, უგულობა, მიკიბ-მოკიბული საუბრები, შიში, უნდობლობა და დაბეზღება. დედები ტყუპებს აჩენენ ერთი აბელია, მეორე- კაენი. ახლობლები და ოჯახის წევრები ერთმანეთს აღარ ენდობიან. სინამდვილე და მოჩვენება ერთმანეთში ირევა, ჩაუდენელი ცოდვაც რეალურად აღიქმება, თუ ახლა არა მომავალში ჩაიდენენ, რადგან დღევანდელობასა და მომავალს შორის საზღვარი არ არის. ერთი მავნებელი კიდევ ათს წარმოშობს. როგორც ეჭვიან ქმარს ეჩვენება ღალატის მრავალი შემთხვევა. მაგრამ რობაქიძე უფრო სხვა მანკიერებებსა და უკეთურობაზე საუბრობს. რომელიც დასაბმს იღებს ინდუსტრიული რევოლუციიდან. ეს არ არის არც კერძოდ მემარჯვენების ან მემარცხენების პრობლემა. ჩემი აზრით ეს საკითხი კაპიტალიზმსაც და სოციალიზმსაც მოიცავს. რადგან მომხმარებლობაა ორივეს საფუძველი. ჩნდება ტრაქტორები, კოლექტივები. განაყოფიერების მაგივრად - ათვისება. მიწის მაგივრად- ფაბრიკა. ქარხანა ათასობით პროდუქტს, ნაწარმს შობს მაგრამ არა ნაყოფს. მიწას გული არ ამუშავებს. მსოფლიო რაციოთი მიაბიჯებს, რაც რენესანსის ეპოქიდან იღებს სადავეს. რაციონალისტები მაგაკითად დეკარტი, სპინოზა, ფრანსის ბეკონი და სხვა. გლეხი და საქონელი კოლმეურნეობას ვერ ეგუება. გზების გასაყვანად მთას აფეთქებენ და ანკარა წყაროებს სპობენ სადაც ჯერ კიდევ ძველი ტომები სახლობენ. კომუნიზმმა დაიწყო კოლექტივიზაცია და კომერციალიზმი მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ საბჭოთა კავშირი დასავლეთს ეჯიბრებოდა. 1626 წელს კოლონისტებმა 24 დოლარით ინდიელებისგან მოტყუებით შეისყიდეს მიწები და ამის შემდგომ მთლიანად დაიწყეს მიწების მიტაცება და ინდუსტრიალიზაცია. გაანადგურეს მკვიდრი მოსახლეობის კულტურა და მათი მიწები შეურაცხყვეს. კომუნიზმმა ფეოდალიზმი მოსპო, ყველა ერთ ფენაზე სიღატაკებმდე დაიყვანა. კაპიტალიზმმა გაამდიდრა ერთეულები. მაგრამ ორივემ მოსპო ღირებულებები, სული, მიწა, სამშობლოს იდეა, ეროვნულობა. მწერალი რევოლუციას მხოლოდ ერთ კონტექსტში ამართლებს როგორც საჭირო მოვლენას - “რევოლუცია ჩემთვისაც საფრთხეა, ოღონდ კაცობრიობამ უნდა გაიაროს ეს საფრთხე.” “უღმერთო კულტურა რევოლუციით თავდება” და ბოლოს - “რევოლუცია არნახულად წააქეზებს უღმერთობას, ხოლო შიშველი, უღმერთო ადამიანი ერთბაშად იგრძნობს სიცარიელეს და აღმაფრენით მოინატრებს დაკარგულს”. კომუნიზმი საჭირო იყო. ის ზიზღი რაც ათეულობით ათასობით წლები გროვდებოდა უნდა გადმოფრქვეულიყო და რევოლუცია მომხდარიყო. სხვათაშორის პირველი ამის მცდელობა ინგლისში იყო როდესაც, თავადაზნაურობის პარარელურად წარმოიშვა ახალი ფენა-ჯენტრი. ეს იყო პირველი ნაბიჯი ფეოდალიზმის მოშლის. ისინი მემკვიდრეობითა არ იღებდნენ მიწებს, იყვნენ განათლებულები და ფლობდნენ როგორც საეკლესიო მიწებას ისე სამეურნეოს. ჰქონდათ მამულები და მრეწველობასაც მისდევდნენ. რაც შეეხება ბერზინს ჩემი აზრით მას დოსტოევსკის პერსონაჟის, რასკოლნიკოვის შეხედულებები ჰქონდა, ნიჰილიზმი და ნაპოლეონიზმი. ეგონა მასაც რომ შეიძლებოდა ყოფილიყო ვინმე დიდებული, გენია. ეგონა განსხვდებოდა უბრალო ადამიანებისგან, იყო ექსტრაორდინალური რომლებთაც აქვთ უფლება კანონებს არ დაემორჩილონ, რადგან არიან მორალიზმზე მაღლა, მათი მისიაა შეცვალონ ისტორია ამიტომ კანონები მათზე არ მოქმედებს. მაგრამ რასკოლნიკოვი მოკლავს მოხუც მევახშეს და მის დას, შემდეგ ეწყება უდიდესი სულიერი ტანჯვა, სასტიკი სინდისის ქენჯნა, ეშინია საზღაურის, აქვს ციებ-ცხელებები, პოლიცია კატა-თაგვობანას ეთამაშება. თანდათან მონანიებისკენ მიისწრაფვის რადგან მისი პოსტმკვლელობის სიმპტომები მიანიშნებს რომ ის ჩვეულებრივი ადამიანია. და არ დგას მორალზე მაღლა და ვერასდროს გახდება ნაპოლეონი. ბოლოს მოინდომებს სულის გამოსყიდვას პოლიციას გაანდობს თავის დანაშაულს, მას გაუშვებენ ციმბირში მაგრამ იქაც მსგავსად იტანჯება, რადგან მას “დანაშაულის” გან ციმბირში გადასახლების “სასჯელი” არ გადაარჩენს. არამედ სიყვარული სონიასგან, რომელიც განასახიერებს ქრისტეს მსგავს წყალობას. სონიას როცა საიდუმლოს გაანდობს, მას არ შეზიზღდება არამედ შეეცოდება რადგან გაიაზრებს რასკოლნიკოვის სულის სიმძიმეს და ტკივილს, ცოდვას და ეხმარება მას სულის გამოსყიდვაში, გაჰყვება ციმბირში. ასეთივე შემთხვევა გვაქ “ჩაკლული სულის” ერთ-ერთ პერსონაჟ, ბერზინის შემთხვევაშიც. ვინაიდან მოგეხსენებათ რობაქიძეს ინსპირაცია როგორც ამავე ნაწარმოებში ასევე სხვაგანაც - იყო დოსტოევსკი. ბერზინი არის ამიერკავკასიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი, ცივსისხლიანი რევოლუციონერი რომელსაც გულში დემონურად აქვს ჩაებეჭდილი სტალინის ჩამოშორების სურვილი. (მასაც გონია რომ აქვს ამის ნება და მორალზე მაღლდა დგას რადგან გენია პიროვნებებს მიეკუთვნება) ამ ყველაფერს ნელ-ნელა გეგმავს მაგრამ ერთ-ერთი სიზმარი სადაც იგი აღმოჩნდება თეატრში სტალინის გვერდით და შეეცდება ჩანაფიქრის, მკვლელობის ასრულებას სტალინის მზერა და ულვაშებში მომაკვდინებელი ირონიის ჩაცინება გაანადგურებს ძირფესვიანად. ეძაბება სხეული, თვალები უსისხლიანდება. სტალინის ჩაღიმება კოშმარად ექცევა. იგი გრძნობს რომ “ხვლიკისთავა” მის აზრებს სწვდება თითქოს ორი გველი ერთმანეთს შეჰყურებს. ბერზინმა ასეთ მზერას ვერ გაუძლო წაიფორხილა, წაიქცა, გარშემო სიცილი შემოესმა, გაწითლდა, შერცხვა. ყველა მას შეჰყურებდა და იცინოდა. მას მიწა ეცლებოდა ფეხქვეშ. ქვესკნელში მიექანებოდა. ყბა აუცახცახდა, ტუჩებზე დუჟი მოადგა. ბოლოს კი გამოიღვიძა. ამ ჩვენების შემდეგ მან განიცადა ფერისცვალება. როგორც როდიამ აღმოაჩინა რომ უბრალო ადამიანი იყო, ბერზინმაც გაიაზრა რომ არანაირი დიადი პიროვნება არ იმალებიდა მასში, რადგან სტალინის უბრალიდ ჩაღიმებამაც კი მასში ძრწოლა გამოიწვია. მას მკვლელის მზერა გაუქრა, სერიოზულობა, ცივსისხლიანობა და თავდაჯერულობა დააკლდა, მისი ატმოსფერო რომელიც ძრწოლას იწვევდა გაქრა. ერთგვარად როგორც რასკოლნიკოვის სონია აქაც მხსნელად უნდა მოგვევლინოს ნატა, მაგრამ ნატა მის სიყვარულს უარყოფს რადგან რჩება ერთგული თავის ქმრის მიმართ. ბოლოს ბერზინსაც დაიჭერს გპუ… გრიგოლ რობაქიძე ძალიან მაგარია. განსხვავებული ნიჭი აქვს და ძალიან მიხარია რომ ქართველი მწერალია და ასე იცნობს ქართველ ერს. მომეწონა ალუზიები და ძალიან კარგი აღწერები. ცოტა ისტორია, მითოლოგია, ფილოსოფია, ნაციონალიზმი და რელიგია. ძალიან მიყვარს. ენგური💫💖
მართლაც წარმოუდგენელია ეს წიგნი საბჭოთა კავშირში არ აეკრძალათ, ის ხომ საოცარი სიზუსტით და სიმძაფრით აღწერს ტოტალიტარული რეჟიმის სულსა და რაობას. ახალგაზრდა მწერალი თამაზი ის ერთი, სულჩაკლული პიროვნებაა, რომელიც მრავალი ათასის სახე და სიმბოლოა; იმათი, ვინც საბჭოთა რეჟიმმა არა ტყვიით ან გადასახლებით ფიზიკურად მოსპო, არამედ გული დაუსერა და ამოგლიჯა, რაც თავად სისტემას და მის შემოქმედთ არ გააჩნდათ და რასაც, თავად ავტორი მისტიურად დაგლეჯილი ღმერთის ცოცხლადქცეულ ნაწილს უწოდებს.
ასევე, ავტორი თვალშისაცემი ოსტატობით გადმოსცეს ადამიანის ხასიათს, მისი ხილული და უხილავი გრძნობების ბნელ და ნათელ ხვეულებს. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ბერეზინის პორტრეტია, განსაკუთრებით მაშინ როცა ის ჯუღასთან დაკავშირებით მის სახიფათო გეგმაზე მუშაობს. აქ ავტორი შიშის, ჟინის, სტერილური რაციონალურობის განცდებით სულისშემძვრელ ფანტასმაგორიას გვთავაზობს.
მოკლედ, მშვენიერი საკითხავია თუკი მოგზაურობთ და დრამატულ განცდებს არ გაურბიხართ.
This entire review has been hidden because of spoilers.
მძიმეა, ამავდროულად შემეცნებითი და საბოლოოდ ძალიან ბევრიც მატირა. საოცარი ინტერესითა და სიმძაფრით იკითხება, ძალიან კარგად გამოსდის რობაქიძეს შენში გამოიწვიოს ერთგვარი კულმინაციის მომენტი, როცა მიდიხარ, მიდიხარ, კითხულობ და რაღაც უნდა მოხდეს, ელოდები. გივის და ლევანის მომენტები იყო ჩემთვის საოცრად მძიმე. “გუშინ მთვარე ვნახე.” ნატა, საოცარი, მარადიული, ზეციური ქალი. ნატას და ბერზინის მომენტებიც ძალიან საინტერესო და ფსიქოლოგიური იყო. სულ რომ არაფერი, ლენინს, ტროცკის, სტალინს, აღიქვამთ ისე თითქოს თქვენც ამ ყველაფრის ეპიცენტრში ხართ მოქცეული. საბოლოოდ კი, ჩვენს თამაზს ისე თანაუგრძნობთ, თითქოს ეს ყველაფერი თქვენ შეგემთხვათ. თამაზი-ადამიანი, რომელიც ამ ყველაფრის შემდეგ ის აღარ არის, ვინც აქამდე იყო. თავშივე მიიქცია ჩემი ყურადღება მისმა სიცოცხლისადმა და ყველაფერი ცოცხალისადმი სიყვარულმა, საბოლოოდ ეს წაართვეს.
ერთ წელზე დიდი ხანია რაც ამ წიგნს ვკითხულობ და ირონიულიულად მიჰყვებოდა სიუჟეტის განვითარება ქვეყანაში ტერორის გაძლიერებ��ს. დავამთავრე, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს თავიდან უნდა დავიწყო და რაღაც ვიპოვო მასში. ძირიდად სულ იმედდაკარგული ვარ მაგრამ ახლა, როცა ამ რივიუს პარლამენტის წინიდან ვწერ, გარშემომყოფების ენერგია იმედით მავსებს (მიუხედავად იმისა, რომ კითხვის პარალელურად რეალობას ერწყმოდა).
ორუელისეული პირქუში ატმოსფერო,ქართული ნაციონალური და მითოლოგიური მისტიციზმი,ღმერთი და დოსტოევსკი, დესტრუქციული სულისჩამკვლელი სისტემა ბოლშევიზმის, გპუს და სტალინის სახით.გემრიელი და საინტერესო წასაკითხია
საოცრად ამაღელვებელი ტექსტია, გულაჩუყებულს დაგტოვებთ. საბჭოთა რეალიებში გამომწყვდეული ადამიანის სულიერი მდგომარეობა უნატიფესადაა წარმოდგენილი, მრავალი მითისა და ავტორის გამოძახილსაც იპოვებთ. მხოლოდ ერთი ნაკლია. ქართული ვერსიის ადეკვატური pdf ვერ მოვძებნე, ნაწილ-ნაწილ მომიწია ,,მნათობის” კითხვა.
რევოლუციის შემდგომი საბჭოთა კავშირი, სადაც ჩამოყალიბებას იწყებს ტირანული იმპერია. ხალხი შიშით, ორპირობით, ღალატით ცხოვრობს. წიგნის მთავარი გმირი მწერალთა კავშირის წევრი თამაზ ენგურია, რომელსაც დოსტოევსკის რომან “ეშმაკნი”-ზე გაკეთებული მინაწერების გამო აპატიმრებენ და დროთა განმავლობაში სხვადასხვა ისტორიებსაც უხსენებენ. მათ შორის თავის მეგობარ ლევანისთან ერთად ბათუმში ყოფნასაც, რა დროსაც ისინი შეხვდებიან ევროპიდან ჩამოსულ დესპანს. გპუ ეჭვობს, რომ დესპანი ჯაშუშია და მეორე პირის ხელში ჩაგდება, დესპანის ზრახვებს გამოამჟღავნებს. “რა მოხდებოდა რომ ეღიარებინა? რას ავნებდა ეს ლევანს? თამაზი დარწმუნებული იყო, რომ ლევანიც ზუსტად იმასვე ფიქრობდა რევოლუციაზე, რასაც თვითონ. ბოლოს გამომძიებელმა ქურდულად, ლამის სასხვათაშორისოდ, დაუსვა ის შეკითხვა და თამაზმაც - ნება მოკვეთილი იყო ძირშივე - უბრალოდ და უგემურად, თითქმის აპათიურად დაასახელა ლევანი.
რამდენიმე დღეში ათავისუფლებენ, რის შემდეგაც ეს ცოდვა აღარ ასვენებს და მონანიების გზით ღმერთამდე მიდის.
This entire review has been hidden because of spoilers.
რამდენჯერმე დავიწყე ძალიან ადრე კითხვა და პირველივე თავების შემდეგ რატომღაც შევატოვე, მაგრამ ახლა, რომ დავამთავრე, იმდენად დიდი სიცარიელე და გულის წვა გამიჩნდა, ვხვდები ალბათ ვგრძნობდი ამას და მაგიტომ ვერასოდეს შევყევი კითხვას:დ
“რა ეშველება თავისუფლებას, ღმერთის ამ უმაღლეს საჩუქარს? როგორ შეიძლება კაცი მის აღმოფხვრას დაეთანხმოს? რა გაამართლებს თვით არსებობას თუ ერთი კაციც კი არ იქნება თავისუფალი? ან ვის სჭირდება არათავისუფალი სამყარო?”
“არ იყო ადამიანი, საკუთარი თავი არ დაეჭირა ამ კაცზე ფიქრში. ხანდახან მაცთუნებელი აზრი მოდიოდა: რა მოხდებოდა, ის რომ დაემხოთ? აზრს შიში კლავდა. ლენინს არ მოუგროვებია ამდენი ძალა თავის არსებაში. არც ერთ დიქტატორს მსოფლიო ისტორიაში ამდენი ძალაუფლება არ მოუპოვებია. ეს ფენომები აწვალებდა ყველას – კომუნისტსაც, არაკომუნისტსაც. ყველა გრძნობდა მის დემონურ ძალას”.