კოტე ჯანდიერი დაიბადა 1958 წლის 23 მაისს. მშობლები: რუსუდან გვარამია, ირაკლი ჯანდიერი. მეუღლე – ლეილა ჭიჭინაძე (1955). შვილი – სოფიო (1987). 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. ჰობი: მთაში და უცნობი ქალაქების ქუჩებში ხეტიალი, ახალი ნაცნობობანი.
ეს რა გადასარევი მწერალი ყოფილა და რა ცოტამ იცის მასზე. ყოველ შემთხვევაში, მე მხოლოდ ძალიან ვიწრო ლიტერატურული წრეებიდან მსმენია კოტე ჯანდიერის შესახებ და მართალია, რაც გამიგია, მხოლოდ კარგი, მაგრამ ეს საკმარისი სულაც არ არის - ისეთი იშვიათი ხიბლის მქონე ავტორია, გაცილებით ბევრი უნდა კითხულობდეს მის შემოქმედებას, ისეც ცოტას წერს, როგორც მივხვდი. თანაც მოთხრობებს, მაგრამ ისეთი გაქანების ტექსტებია, აბა, ბევრი რომანი დაუდგეს გვერდით.
ამ კრებულიდან თითქმის ყველა მოთხრობა მომეწონა, მაგრამ მათგან სამი - "საოჯახო ქრონიკა", "საყმაწვილო სენი" და "გლობალიზაცია" პირდაპირ გასაგიჟებელი იყო ჩემთვის.
ნაწარმოების სიდიადე ფურცლებისა და გვერდების რაოდენობით არ იზომება. კოტეს მოთხრობები კი ზუსტად იმის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება გრძელი სიტყვის მოკლედ თქმა საჭირო 'სიღრმის' დაკარგვის გარეშე.
მართალია, უგულოდ წავიკითხე, რადგან ერთ-ერთი იყო იმ სიაში, რომელიც ფინალური გამოცდისთვის უნდა მომემზადებინა, მაგრამ აუცილებლად მივუბრუნდები სხვა დროს! P.s. თან pdf ჩემი სტილი არაა.
ეს წიგნი, საქართველოს ბანკი რომ "სეკრეტ სანტას" გვათამაშებდა ხოლმე, ჩემმა სანტამ გამომიგზავნა. 🥹 აი, არ ვიცი, აქამდე რატომ და რა მიზეზით არ წავიკითხე. 🙈 დღეიდან მინდა მისი ყველა წიგნი წავიკითხო. 🩷