ეს რომანი მიძღვნილია ქართველ მეფეზე და მის პირად ცხოვრებაზე. დავითი თავის უახლოეს მეგობრებთან ერთად იღწვის ქვეყნის გაძლიერებისთვის, მაგრამ ეს ყოველივე დიდ ხარკს მოითხოვს რადგან უნდა შესწირონ მამულს ყველაფერი,თავიანთი პირადი ცხოვრება და სიცოცხლე.
Konstantine Gamsakhurdia was a Georgian classical writer of the 20th century and a famous public benefactor, Academician of the Georgian Academy of Sciences (GAS), Ph.D. of the Berlin University, and Laureate of the Shota Rustaveli State Prize of Georgia.
Konstantine Gamsakhurdia was born in 1893, in the town of Abasha (Samegrelo, region of Western Georgia). His father was Prince Svimon Gamsakhurdia. In 1911 Konstantine graduated from the Georgian Gymnasium of Kutaisi (Western Georgia) and in 1918 from the Berlin University (Germany).
In 1918 Gamsakhurdia became a member of the Board of the Constituent Society of the Tbilisi State University (TSU) and from 1920 - 1924 served as the Associate Professor of German literature at the same University. From 1918 - 1919 Gamsakhurdia was the 1st Secretary of the Embassy of the Democratic Republic of Georgia (DRG) in Germany and in 1920, the Plenipotentiary Envoy of DRG in Italy. Between 1912 - 1919 about 30 papers of Gamsakhurdia were published in the German Press. Gamsakhurdia published two books in German; "The Caucasus and the World War" (Weimar, 1916) and "The Oriental Politics of England and Russia" (Berlin, 1917). Konstantine Gamsakhurdia was also one of the leaders of the national-liberation movement of Georgia 1921 - 1930's. From 1924 - 1925 and 1926 - 1928 he was jailed by the GPU. Gamsakhurdia was the author of several outstanding Georgian novels including "The Hand of the Great Master," "Kidnapping of the Moon," the tetralogy of " David the Builder," etc. He was also the founder of the Georgian scientific school of study of life and works of Goethe.
Konstantine Gamsakhurdia was the father of the first democratically elected President of the Republic of Georgia, Dr. Zviad Gamsakhurdia.
"ეს დიდი ხნის ოცნებაა ჩემი: ქართული ქრონიკების კრებულს გვერდში ამოვუყენო რომანევის სერია, რომელსაც თავის დროზე ვუწოდებ "ქართლის ცხოვრებას"
ამ ციკლიდან იყო "დიდოსტატის მარჯვენა". ხსენებულ სერიაში ცენტრალურ ადგილს დაიკავებს ტეტრალოგია "დავით აღმაშენებელი, რომელიც დაახლოებით 80 სასტამბო ფორმას დაიჭერს ალბათ."
- ეს კონსტანტინე გამსახურდიამ წიგნის ბოლოსიტყვაში აღნიშნა. სამწუხაროა, თორემ ამ ნაწარმოებიდან მშვენიერ ისტორიულ სერიალს იხილავდა კაცი.
მსმენია ამ წიგნის ქება-დიდება, ისევე, როგორც ქართული წიგნების უმრავლესობისა და თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და ვფიქრობდი, რომ მორიგი გაბუქებული საშუალო დონის წიგნი იქნებოდა. ჩემი მოლოდინი 100 გამართლდა, უბრალოდ გმირთა ვარამსაც მაგრად აქებდნენ და მისი მიმართაც არ მქონდა დიდი მოლოდინი და იქაც გამართლდა, ამ წიგნთან დაკავშირებით მაინც მქონდა რაღაც იმედები, რადგან ბოლოს და ბოლოს ლევან გოთუას კი არა, კონსტანტინე გამსახურდიას დაწერილია და სად კონსტანტინე და სად ლევან გოთუა, მაგრამ უნდა ვაღიარო ჯერჯერობით გმირთა ვარამი ჯობია.
წიგნი არის დავით აღმაშენებელზე და არის მხატვრული ლიტერატურა, ჰოდა მოლოდინი გაქვს იმის, როგორ შექმნის მწერალი დავითის ლიტერატურულ სახეს, რომელიც იქნება ადამიანური და არა ისტორიის წიგნებში ამოკითხული პიროვნება. ნაჩვენები იქნება მისი გაცდები, შინაგანი სამყარო, შიში, ფიქრები და ტრანსფორმაცია. სამწუხაროდ, ამ წიგნში მსგავსი არაფერია. დავითის თვალით დანახული არც იმ დროინდელი საქართველო ჩანს, არც მისი პირადი მსჯელობები და ემოციები თუ როგორ აპირებს იმ ქვეყნის ის მიყვანას, სადაც მიიყვანა და არანაირ სხვაობა არ არის წიგნის დასაწყისში გაცნობილ დავითისა და წიგნის დასასრულს დავითს შორის. ერთფეროვანი და სწორხაზოვანი ფიგურა გამოძერწილი.
ცალკე აღნიშვნის ღირსია თუ რა საჭირო იყო მთელი ისტორიის გაკვეთილის მოყოლა, როდესაც მხატვრულ ლიტერატურას ქმნი და დისერტაციას არ იცავ ისტორიაში. ვისაც აინტერესებს წაიკითხავს ისტორიულ წყაროებს ჯვაროსნებზე, ბიზანტიაზე და ა.შ. ანდა მანცდამაინც იმ დროინდელი საქართველოს გარშემო რა ხდებოდა მაგის ჩვენება თუ გინდა, ეგ შეგიძლია გააკეთო ისე, რომ პერსონაჟების თვალით გვაჩვენო და დაგვიხატო იმ დროს არსებული რეალობა.
დავითის მამა ისე დახატა, როგორც ქართლის ცხოვრებაში ამოიკითხა, არადა გიორგიმ მაქსიმუმი დადო და სულაც არ ყოფილა ცუდი მეფე, უბრალოდ არ გაუმართლა, ხოლო ქართლის ცხოვრებაში დავითის ასამაღლებლად არის დაკნინებული გიორგი მეფე. სამწუხაროდ, გამსახურდიას თავი არ შეუწუხებია იმის გამოსაკვლევად თუ როგორ მოხდა გიორგის გადაყენება და 16 წლის დავითის გამეფება.
ნუ, ლიპარტი რომ ტიპიური ცუდი ბიჭის როლშია, ეგეც მინუსია, თან ზედმეტად რომ ზნედაცემული საგვარეულო გამოიყვანა. დედისიმედია :დ ამაზე იდიოტობა სახელი ძნელია იპოვო ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში.
3 მხოლოდ იმიტომ ვუწერ, რომ ბევრი შრომა გასწია და თან გამსახურდია და არ მიმაჩნია სწორად 1 დავუწერო.