წიგნში ავტორი მოგვითხრობს კნიაზ მაჩაბელის, კნიაზ ჭავჭავაძის და პანი პრესპიშევსკაიას მკვლელობის ისტორიებს ფაქტების და საკუთარი ფანტაზიის ურთიერთშერწყმის შესანიშნავი ხერხით.
2007 წლის ლიტერატურული პრემია "საბას" გამარჯვებული – წლის საუკეთესო პროზაული კრებული
დაამთვრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1982 წელს.
1985-2000წწ. მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში; 1997-2000წწ. პრეზიდენტის პრესსამსახურში - საქინფორმი; 2004-2006წწ. ტელეკომპანიაში "იმედი''. 2008 წლიდან არის თბილისის საკრებულოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი. არის ავტორი წიგნებისა: "ქართული ბესტსელერი"(1999), "იმიტაციური მწერლობა"(2000), "იესოს საქმე"(2001), "პატრიარქის ზაფხული"(2007) და სხვ. ასევე ავტორი კინოფილმების სცენარებისა: "გუშინ, დღეს, ხვალ"(1984), "ბარიერი"(1985), "კიდევ ერთი ქართული ისტორია"(2000), "მატარებელი"(2001), "სკამი"(2004) და სხვ. თანაავტორი სცენარისა სერიალისთვის "მგლების ხორუმი".
საკანდიდატო დისერტაცია თემა - "თანამედროვე ქართული ლირიკული პოემა", დაიცვა 1985 წელს.