Jump to ratings and reviews
Rate this book

ჩემი პატარა ქალაქი

Rate this book
„რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ჩემი ცხოვრების ერთ პატარა კუნძულზე ვტრიალებ. ეს ქალაქი ქუთაისია. იქ სულ 17 წელი ვიცხოვრე, მერე კი წავედი სამყაროში სახეტიალოდ. მაგრამ, მაშინაც კი, როდესაც პარიზზე ვწერ, მაინც ქუთაისზე დაწერილი გამომდის.

ქუთაისი ადრიატიკაა, ის უფრო ხმელთაშუაზღვისპირული ქალაქია, უფრო ლირიულია, რბილი, აქ უფრო იგრძნობა ბერძნული გავლენა. თბილისმა სხვა გზა გამოიარა. მასში სპარსეთიც იგრძნობა და ევროპაც. ქუთაისი უფრო მსუბუქი ქალაქია, ქუთაისელები მსუბუქად იღიმებიან, მსუბუქად ტირიან, მათი გრძნობები და ურთიერთობებიც უფრო მსუბუქია და იმ სამყაროშიც უფრო მსუბუქად მიდიან...“, – რეზო გაბრიაძე.

წიგნი გაფორმებულია რეზო გაბრიაძის ნახატებით. კრებულში შესულია შემდეგი მოთხრობები: „შერეკილები“, „ქუთაისი ქალაქია“, „ექიმი და ავადმყოფი, ანუ აკრძალული შობა“, „ალილო“, „ერმონია და რამონა“, „თეთრი ხიდი“.

374 pages, Hardcover

Published January 1, 2023

5 people are currently reading
29 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
21 (67%)
4 stars
5 (16%)
3 stars
4 (12%)
2 stars
1 (3%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 9 of 9 reviews
Profile Image for Kristina.
270 reviews9 followers
July 23, 2023
შერეკილები და თეთრი ხიდი ჩემთვის ისეთი მშობლიურია, ისეთი ახლო, რომ ზეპირად უნდა ვიცოდე მორჩილაძის ობოლესი არ იყოს. ქუთაისი იქ მცხოვრები, ბლის ნემსით მჭამელი ადამიანები და სამაკატკაა და ‘ბაღის კიდე’ - როგორც ქალაქის საპატიო მოქალაქე. ასევე ქუთაისი-თბილისის გზა და თეთრი ხიდი.

“ამოიღლიავა ყავარი და სასულეთში გადაინაცვლა, ვარდის ყანაში, ბუმბულის ბალიშზე, მურაბის ტაშტის სალოკავად”
Profile Image for Data Kupatadze.
60 reviews5 followers
June 4, 2024
სავსეა ქუთაისი ლამაზი, ცოტა სევდიანი და ამავდროულად მხიარული მოგონებებით. ძალიან სასიამოვნო იყო რეზო გაბრიაძის მოგონებებთან ერთად ქუთაისის სხვადასხვა ადგილის სტუმრობა.
Profile Image for la Maga De Rayuela.
137 reviews32 followers
July 18, 2024
ის, რასაც საქართველოს ვეძახით 🩷
Profile Image for Ilia Tchanturia.
Author 2 books51 followers
August 4, 2023
რეზო გაბრიაძე ჩემი საყვარელი მწერალია
Profile Image for Salome G..
36 reviews7 followers
July 20, 2024
“აი შენ მშობლიურ ქალაქში ხარ,შენ უნდა იგრძნო სევდა,გულის ტკივილი,სინაზე და სილამაზე”. აქეთ წავედი-ვერ ვიგრძენი,იქით წავედი-ვერ ვიგრძენი.ნოსტალგიის ძებნაში თეთრ ხიდზე აღმოვჩნდი-“მოდი გადავაფურთხებ,ეგებ რამე ნაზი,სათუთი შეეხოს ჩემს გულს მეთქი”,ასეც ვქენი მაგრამ ესეც არ გამოვიდა.რამდენჯერაც არ ვცადე ყველა მოღუნულად წავიდა ქვევით და ბოლოში არ აჩქარდა.”სულ სხვაა ახალგაზრდობაში “თეთრი ხიდიდან” გადაფურთხება”,-ყალბად დავღონდი მე :-) :-)
Profile Image for Dea.
13 reviews1 follower
October 15, 2024
ეს წიგნი მიყვარს და ალბათ მეყვარება სულ!

თუ გინდა, რომ ადამიანის არსი შეიყვარო, სიკეთის ხელახლა იწამო, ბედნიერების და სიყვარულის ცრემლები გაიგო რაც არის ან უბრალოდ მიხვდე, თუ როგორი უზადოა ადამიანში სიყვარული (რეზო გაბრიაძეს ვგულისხმობ), მაშინ დაუფიქრებლად უნდა წაიკითხო.

აგატირებს, შეგაძრწუნებს, დაგაინტრიგებს, გაგაბედნიერებს.

მოკლედ, ყველაფერს გიზამს, მართლა, მაგრამ ყველაზე მეტად - შეგაყვარებს. არა მარტო თავის თავს, ზოგადად, ყველაფერს შეგაყვარებს.
Profile Image for Anna Mikautadze.
10 reviews1 follower
April 6, 2024
ისეთი წიგნია, ყველა ქუთაისელს რომ უნდა ჰქონდეს წაკითხული ❤️
სხვა ქალაქს როგორ შეიძლება ჰყავდეს მფარველი ანგელოზი ერმონია, ან სად შეიძლება შეგვხვდეს ჩიტო-მანქანა, სხვაგან სად დაუბერავს ისეთი ჰაერი, რომელიც არც ქარია და არც ნიავია ჯერ, რომელსაც გლიცინიების სურნელი მოჰყვება და სურვილი გიჩნდება, ლიზიკო გაბუნია დაარქვა და ქუთაისის პედინსტიტუტში ჩარიცხო უგამოცდოდ 💞
Displaying 1 - 9 of 9 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.