გრიგოლ რობაქიძის რომანი „მცველნი გრალისა“ 1937 წელს გერმანულ ენაზე იენაში, დიდერიხის გამომცემლობაში დაიბეჭდა. ქართული საზოგადოება რომანს მხოლოდ ნაწილობრივ გაეცნო 1989 წელს ნაირა გელაშვილის პიესის – „გრაალის მცველნი“ – სახით, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე რეჟისორმა დავით ანდღულაძემ დადგა. „მცველნი გრალისა“ მოდერნისტური მწერლობის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს, მაღალესთეტიკური, უაღრესად შთამბეჭდავი სახეებითაა სავსე და ჭეშმარიტად ნიცშეანური პათოსითა და სიტყვაკაზმულობით გადმოსცემს უმნიშვნელოვანეს სათქმელს. წინამდებარე გამოცემა საშუალებას აძლევს მკითხველს, პირველად გაეცნოს რომანის სრულ ტექსტს ქართულ ენაზე. მასში შენარჩუნებულია ავტორისეული დასათაურება, რომელიც დასტურდება გრიგოლ რობაქიძის არაერთი პირადი წერილითა და თანამედროვეთა მოგონებებით.
Grigol Robakidze [Georgian: გრიგოლ რობაქიძე] (October 28, 1882 – November 19, 1962) was a Georgian writer, publicist, and public figure primarily known for his exotic prose and anti-Soviet émigré activities.
გრიგოლ რობაქიძის მსგავსი დახვეწილი და ლამაზი სამწერლო ენა ძალიან ცოტა ავტორს აქვს. თავის ჩვეულ მანერას არ ღალატობს ამ წიგნშიც და არაჩვეულებრივად აღწერს და ხატავს ქართულ თქმულებებს, საინტერესოდ შიფრავს სიტყვების წარმომავლობასა და ურთიერთკავშირს სხვადასხვა ცნებებთან. ძალიან კარგი საკითხავია❤
“მას ვინც თავს სწირავს უხვად, მთლიანად, ის არ იგემებს შხამს განშორების!”
“ სიყვარული ღვთაებრივია. ადრე თუ გვიან მიჯნურებს ურთიერთს სიკვდილი ართმევს. ის მონატრება, განშორებულთ რომ სტანჯავთ, ასევე ღვთაებრივი ბუნებისაა. სადღაც, ოდესღაც კვლავ შეხვდებიან ერთიმეორეს...”
“ დამეხმარე შენს პოვნაში, როცა ჩემს თავს სიკვდილი წაგართმევს”.
რთული ემიგრაციაში ყოფნა ზოგიერთი ადამიანისთვის და ასევე ასმაგად რთულია, როდესაც შენი ქვეყნის ოკუპაციას ახდენს ბოროტი ძალა და შენ ტოვებ იძულებით შენს სამშობლოს და ერს.
ამიტომ, მესმის რობაქიძის ეს ზედმეტი ფერება საქართველოს და ქართველი ხალხის, მაგრამ, ჩემი აზრით კარგი მწერალი ასეთებს არ უნდა წერდეს და არც დროს ხარჯავდეს.
ვერც ქვეყანას და ერს მოიტანს ასეთ წიგნები შვებას.
ძალიან სამწუხაროა, რომ ისეთი ენის პატრონი მწერალი, როგორიც რობაქიძე იყო ვერ გამოვიდა ამ ზედმეტი სენტიმენტებიდან და თავის ნიჭს არ მისცეს საშუალება ბოლომდე გამოევლინა თავი.
წიგნის ერთადერთი პლიუსი სწორედ ენაა, რომელიც ძალიან პოეტური და სადიმოვნოა, თან მიქსია ქართულ - ევროპულის. მაგრამ, სამწუხაროდ მეტი პლუსი ამ წიგნს არ აქვს.
ძალიან საპნის ოპერა სიუჟეტი, მარტივი სიმბოლოები.
სასიყვარულო ხაზი საერთოდ კატასტროფა. ცოტას რომ წაუდეპედოფილებს.
გავიგეთ, რომ ევროპელებს აცნობდა საქართველოს, მაგრამ ასე პრიმიტიულად არ ეკარება არცერთ მწერალს საკუთარი ქვეყნის გაცნობა.
ფილოსოფიური დიალოგები და მსჯელობებიც ძაან აბდაუბდა და აბჯასანდალი იყო.
This entire review has been hidden because of spoilers.
მესამე ტექსტია ამ ავტორის და ყველგან მსგავსი პერსონაჟები და დიალოგები მხვდება,რაღაც ეპიზოდებს თითქმის ზუსტად იმეორებს სხვადასხვა წიგნში,ჩვენი ამდენი ქება და ისტორიული ამბებიც ძირითადად ილუზიებში გადადის,სიყვარულის ხაზიც ისეთივე აქვს,როგორიც სხვა რომანებში.მოკლედ, გველის პერანგზე ჯობდა გავჩერებულიყავი.