დავით გაბუნია დაიბადა 1982 წლის 12 აპრილს ფოთში. 2003 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 2003 წლიდან მისი რეცენზიები და თარგმანები ინგლისური და შვედური ენებიდან იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალებში. ნათარგმნი აქვს სტრინდბერგის, იბსენის, შექსპირის, ასევე თანამედროვე დრამატურგების ნაწარმოებები. 2008 წელს მოიპოვა ახალგაზრდული თეატრალური ფესტივალის ”არდიფესტი” პრიზი საუკეთესო პიესისათვის. პიესების პირველი კრებული დაიბეჭდა 2010 წელს. 2013 წელს გახდა დამოუკიდებელი თეატრალური პრემია ”დურუჯის” ლაურეატი. მისი პიესები დადგმულია სამეფო უბნის, რუსთაველის, ფოთისა და ბათუმის თეატრებში.
სხვის შვილებს ვერ დავუმუღამე, დებილობად მეჩვენა, მეორე იყო პარალელურ რეალობაზე, სადაც საქართველო ფაშისტურმა გერმანიამ დაიპყრო და ჰოლოკოსტი აქაც დაიწყო. საინტერესო და ემოციური იყო.