აკაკი ბაქრაძე დაიბადა 1928 წლის 29 მარტს ქალაქ თბილისში. 1948 წელს დაამთავრა ოზურგეთის I საშუალო სკოლა. 1953 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი.
1955-1960 წლებში მუშაობდა კინოსტუდია ქართული ფილმის სასცენარო განყოფილების რედაქტორად და მთავარ რედაქტორად, ხოლო 1964-1968 წლებში სასცენო-სარედაქციო განყოფილების მთავარ რედაქტორად.
1973-1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის დირექტორი, კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი რედაქტორი (1968-1988), მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (1988-1989), რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი (1989-1991 წწ.). იყო სსრკ სახალხო დეპუტატი, სსრკ უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს წევრი ([1989-1991 წწ.).
1991-1996 წწ. კითხულობდა ლექციებს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1995 წელს აირჩიეს გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. გარდაიცვალა 1999 წლის 6 დეკემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ძალიან მაგარი ამონარიდი მიტრიალებს თავში ამ მერვე ტომიდან, ე.წ "შუამავალი განათლებისთვის". მოკლედ სსრკ-ს დროს იმისთვის რომ არ გაპარულიყო "აკრძალული ხილი" (ლიტერატურის სახით) იჯდა "კაცი იგი" (შუამავალს ვგულისხმობთ) კითხულობდა საეჭვო ლიტერატურას და შემდგომ ამისა საზოგადოებისთვის (უბრალო მოკვდავთათვის) უარყოფით რეცენზიებს წერდა, წლების შემდეგ რაც უფრო ჩაიკეთა სოციალისტური საზოგადოება მით უფრო მეტი აკრძალული ლიტერატურა დაგროვდა (ბუნებრივია), გაჩნდა იმის შიშიც რომ თვით შუამავალს არ გაეტანა მასებში ეს აკრძალული ხილი ("თვით დარაჯებს ვინ უდარაჯებს") ამიტომაც ამ შუამავლებსაც აეკრძალათ აკრძალული ლიტერატურის წაკითხვა და ისინი მხოლოდ იგონებდნენ (თხზავდნენ) უარყოფით რეცენზიებს, თვით შუამავალიც კი არ იყო საქმის კურსში რა იწერებოდა და რატომ კრძალავდნენ მას, აი ესეთი (უფრო სწორად კიდევ ერთი მრავალთაგან) უტოპიის მომსწრე ხდებოდა ჰომოსოვეტიკუსი ("გონიერი საბჭოელი").. გარდა ამისა ბატონი აკაკი დაუნდობლად ამხელს ბევრ მსგავს საბჭოთა მანკიერებას მის წერილებში, იკითხება როგორც საგაზეთო სტატია მაგრამ კრიტიკის ნიმუშია ერთერთი საუკეთესოთაგანი, მე ვფიქრობ "პათოლოგი" მკითხველი ქართველისთვის სამაგიდო წიგნი უნდა იყოს....