Jump to ratings and reviews
Rate this book

მეორე მხარე

Rate this book
"მე ვყვები ჩემს ამბავს და ჩემი ამბავი გრძელდება ასე"... გრძელდება ორიგინალურად, არა ისე, როგორც თავდაპირველად წარმოიდგენს მკითხველი.
მარი ბექაურის ახალი რომანი ემოციებით, განცდებით, სევდითა და მოლოდინით აღსავსე წიგნია, რომლის გმირიც სხვადასხვა დროისა და ამბის, სხვადასხვა თავგადასავლის პერსონაჟებს ესაუბრება; თავის თავგადასავალში ამ გმირების არსებობას აღიარებს და მათ საკუთარ ამბავში ისე რთავს, როგორც ყოველდღე შემხვედრს, რომელთან დიალოგიც გარდაუვალია და რომელთა ისტორიების ცოდნის გარეშეც საკუთარს თითქოს ვერასოდეს შექმნიდა. ეს არის რომანის მთავარი გმირისა და დანარჩენი პერსონაჟების მსგავსების ძირითადი საფუძველიც: "შენც ისევე იცხოვრე იმ მწერლის გამოგონილ ამბავში, როგორც მე ვცხოვრობ საკუთარ ამბავში."
ექვსი საფეხურის ჩავლის შემდეგ მკითხველი მთავარ მინიშნებას ბოლო აბზაცში ამოიკითხავს და ამბავიც სრულდება, სრულდება დასკვნით, რომ ურთიერთგაგება პატიების შედეგია, ორივე ერთად კი არის მთავარი რეალური თუ შეთხზული ამბების გზაჯვარედინზე, მთავარი, რის გამოც ღირს ისტორიების გამოგონება.

http://sulakauri.ge/books/single/847/

106 pages, Paperback

First published January 1, 2013

12 people want to read

About the author

Mariam Bekauri

9 books14 followers
Mari Bekauri, born on 8 January 1990 in Tbilisi, Georgia. She graduated from Tbilisi State University with a specialization in psychology. She actively appeared in the literary arena in 2009 when her story "Sisters" was published. Following this, she was published in various literary publications.

At the 2009 "autumn Legend" competition her short story "The Laundry Blues" was esteemed by the Tbilisi City Hall committee. In The same competition in 2010, she was nominated the "Jury's Favourite" for the short story "Walls".
She won the first prizes in the "Crane" 2010 literary competition and in the 2011 "Fresh Grass" literary festival. In 2012, the short story "Sisters" was included into the "Anthology of Georgian Prose" published in the U.S. under the title "Contemporary Georgian Fiction". Mari's short stories have been included into the "15 Best Short Stories of the Year" collection, published annually by Bakur Sulakauri Publishing in Tbilisi in 2009, 2010 and 2012. Her first short story collection "Electrogeneration" was published in 2012.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
4 (18%)
4 stars
6 (27%)
3 stars
9 (40%)
2 stars
3 (13%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 6 of 6 reviews
Profile Image for Beka Sukhitashvili.
Author 9 books211 followers
March 24, 2016
აი, ესეთი მარი მომწონს მე.

ყველასთვის ცნობილია, რომ ხელოვანის ქმნილება, მას შემდეგ რაც ის დღის შუქს იხილავს, დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს. დამოუკიდებელ ცხოვრებას კი ყველაზე მეტად წიგნი და მისი პერონაჟები იწყებენ ხოლმე. ასე გადმოინაცვლეს კორტასარის, ფოლკნერის, კუნდერას, გრასის, ოსტერისა და კრისტოფის წიგნის გმირებმა მარი ბექაურის ახალ რომანში - "მეორე მხარე".
რომანის მიმოხილვა ვრცლად: http://popularpopcorn.blogspot.com/20...
Profile Image for Levan Shakulashvili.
275 reviews
January 19, 2018
ძალიან ძლიერი ტექსტია, და არ ვიცი რა დავწერო. აი იმედია ერთხელ დიდ განხილვას გავაკეთებ, სადმე ან როგორმე, ბექაურის შემოქმედებაზე და...
Profile Image for Mikheil Samkharadze.
229 reviews35 followers
April 1, 2018
არ ვიცი, თქვენ რა მოგეწონათ ამ წიგნის, მაგრამ პირადად მე ვერაფერი გავიგე, სრული აბდაუბდაა imho.
Profile Image for Nika Vardiashvili.
252 reviews26 followers
December 14, 2020
საინტერესო სიუჟეტი ქონდა წიგნს. სოციალური პრობლემის, ქალებზე ძალადობის, მრავალი სახე დავინახე ამ ძალიან მცირე რომანში (ან ვრცელ მოთხრობაში).
მიუხედავად იმისა, რომ ავტორი კარგად წერს და სიუჟეტის მცირე დეტალები კარგადაა განვითარებული, ბოლოს ერთი აჯაფსანდალი რჩება მკითხველს.
რატომ გვიყვებოდა ამ ისტორიებს, რისი თქმა უნდოდა, ჩემთვის გაურკვეველი დარჩა.
ჩემი აზრით შეიძლებოდა ამ სიუჟეტის თუ სტილის ბევრად უკეთ განვითარება (და თან იმის ფონზე, რომ როგორც აღვნიშნე ავტორს კალამი ნამდვილად მოსდევს).
და ალბათ ლიტერატურული ალუზიებიც ჯობდა, რომ შედარებით ნათელი ყოფილიყო.
Profile Image for Pat Holman.
17 reviews
Read
October 31, 2016
მარი ერთ-ერთი თანამედროვე ავტორია , ვის შემოქმედებასაც ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობი. "ბებია , რეი და ამერიკა" ''ელექტროთაობაზე'' უკეთესი მგონია , ''მეორე მხარე '' კი ორივეს მირჩევნია . ეპიგრაფად წამძღვარებული ფრაზების შესაბამისი წიგნებიდან ყველა არ წამიკითხავს . არადა ასე გაცილებით ადვილი იქნებოდა .
Profile Image for Sandro Mikeladze.
84 reviews3 followers
January 6, 2025
ქალების მიმართ ჩაგვრასა და ძალადობაზე, როგორც მნიშნელოვან საზოგადოებრივ (სოციალურ) პრობლემაზეა ამ ტექსტში საუბარი.

მართალია მარი ძალიან კარგად წერს და კითხვის პროცესში ტექსტი ძალიან სასიამოვნოდ იკითხება, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ბევრი კითხვა დამიტოვა ამ წიგნმა. კითხვის პროცესში რამდენჯერმე ავირ-დავირიე და ბოლოსაც ვერ გავიგე რისი ჩვენება და თქმა სურდა ავტორს.
Displaying 1 - 6 of 6 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.