What do you think?

ქართულის რვეულები - XIX საუკუნის სურათები
ეს წიგნი XIX საუკუნის საქართველოს მნიშვნელოვან მოვლენებსა და პიროვნებებს აცოცხლებს. აქ ვერ შეხვდებით ფაქტების დეტალურ აღწერას, ზუსტ თარიღებს, წყაროების მიხედვით დამოწმებულ ინფორმაციას. ავტორი მოგვითხრობს იმას, რაც უფრო მნიშვნელოვნად მოეჩვენა, ისტორიული თუ დოკუმენტური წიგნების კითხვისას გონებაში დაელექა და გულში ჩარჩა, რადგან როგორც თავადვე წერს: "მთავარი ხომ მაინც ის არის, რაც გულს სამუდამოდ დააჩნდება."
წიგნს ახლავს ხუთი ჩანართი – ისტორიული პიროვნებებისა და ადგილების ფოტოები, რომელთაგან ბევრი შეიძლება უცნობიც კი იყოს მკითხველისთვის.
წიგნს ახლავს ხუთი ჩანართი – ისტორიული პიროვნებებისა და ადგილების ფოტოები, რომელთაგან ბევრი შეიძლება უცნობიც კი იყოს მკითხველისთვის.
- GenresNonfictionGeorgian
264 pages, Paperback
First published January 1, 2013
About the author
აკა მორჩილაძე
55 books312 followersაკა მორჩილაძე დაიბადა 1966, წელს თბილისში. 1998 წლიდან დღემდე "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ მისი ოცი რომანი და მოთხრობების ორი კრებულია გამოცემული. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია. მისი ნაწარმოებების მიხედვით რამდენიმე ფილმი და სპექტაკლია გადაღებული და დადგმული. რომანი "სანტა ესპერანსა" გამოცემულია გერმანულ ენაზე პრესტიჟული გერმანული გამომცემლობის მიერ. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ლონდონში.
Born in 1966 in Tbilisi, is arguably the most outstanding, recognized and talented contemporary Georgian author of literary fiction. He studied and later taught Georgian History at Tbilisi State University; worked as a sports journalist in a sports daily newspaper and participated in Literature Express within Europe in 2000. Aka Morchiladze’s twenty novels and three books of short stories have been published by Sulakauri publishing since 1998. In 2005-2006 he was an author and presenter of one of the most interesting TV programs to date concerning literature. Several films and plays have been based on his works. Like Milorad Pavic, his favourite author, Morchiladze believes that a novel does not necessarily need to start at the beginning and proceed in a straight line to the end; instead, he takes Umberto Eco’s theory of the emancipated reader seriously. Currently, he lives and works in London, UK.
LITERARY PRIZES AND AWARDS
Literary award SABA 2012 in category the best novel for Obolé
IliaUni literary prize 2010 for the best novel of the year for Mameluk
Literary award SABA 2008 in category the best novel for Maid in Tiflis
Literary award SABA 2006 in category the best novel for Venera’s Dream
Literary award SABA 2005 in category the best novel for Santa Esperanza
Literary award SABA 2003 in category the best novel for Your Adventure

Ratings & Reviews
Friends & Following
Create a free account to discover what your friends think of this book!
Community Reviews
Displaying 1 - 28 of 28 reviews
December 31, 2021
ძალიან საინტერესო პერიოდია და კარგია ასეთი არაფორმალური სტილით მოთხრობილიც რომ არსებობს, ჭორების გაგებაც საინტერესოა, მარტო დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტების არა :დ
მაგრამ არ შემიძლია ასეთი სენტიმენტალური ტონით თხრობა და ზედმეტად გარომანტიზება. ამას რომ კითხო ყველა კაი კაცი იყო და აბა ამდენი ყლე სად ჰაერიდანღა მოდიოდა.
მაგრამ არ შემიძლია ასეთი სენტიმენტალური ტონით თხრობა და ზედმეტად გარომანტიზება. ამას რომ კითხო ყველა კაი კაცი იყო და აბა ამდენი ყლე სად ჰაერიდანღა მოდიოდა.
March 28, 2022
აუცილებლად წასაკითხი ამბებია
August 14, 2014
კარგი იქნება, სასკოლო ლიტერატურაში თუ შეიტანენ ამ წიგნს!
February 10, 2021
ჩემი შეფასება _5, მიუხედავად იმისა, რომ დიდად არანაირ სამწერლო ოსტატობას ეს წიგნი არ მოითხოვდა და უბრალო ისტორიული ფაქტების გადასხვაფერებული კონსტანტირებაა. აქ თავმოყრილ ძველ ამბებს, მე-19 საუკუნის თბილისში(და არა მარტო) გადავყავართ, რაც ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტი ხანისა და ტოპონიმის შერწყმაა. ამ ამბებიდან ზოგი შეიძლება იცოდეთ კიდეც, თუმცა , ალბათ, მრავალ ახალსაც შეიტყობთ, როგორც მე. წიგნში გამოყენებული მიკიბულ-მოკიბული, არათანმიმდევრობითი და უშუალო ენა კი შინაურულ გარემოს ქმნის, თითქოს ტყის ფიცრულ სახლში ბუხრის წინ აკასთან ერთად ზიხარ, ის კი წარსულის ამბებს წლების გადასწორებებით იხსენებს. მეტად მკაფიოდ წარმოგიდგებათ ქართველი გაიდეალებული მოღვაწეების სახე, როგორც ერთ-ერთი ჩვეულებრივი ადამიანისა. რაც შეეხება ენაგამართულობას, იყო რამდენიმე ცხადი ხარვეზი, რაც რედაქტორის კისერზე დავტოვოთ. ამ სამყაროში აუცილებლად უნდა იმოგზაუროთ, ასე რომ, წაიკითხეთ, წაიკითხეთ, სანამ შუბაშევივით სახრჩობელის თეთრ სუდარას ჩაგაცმევენ.
January 12, 2020
აქ ისეთი ამბები წერია რო, ქართველი კაცი 5ზე ნაკლებს ვერ დაუწერს..❤️
June 15, 2022
ისეთი ცხადი და უბრალო იყო ყველაფერი... მთელი წიგნი ის შეგრძნება მქონდა, რომ მე და აკა ძველი თბილისის ქუჩებში ვსეირნობდით და როგორც კარგ მეგობარს მოუყვები ამბებს ყოველგვარი გადაპრანჭულობისა და ზედმეტობებისგან დაცლილი ენით, ისე მომიყვა მე-19 საუკუნის საქართველოს ამბები. აკა კიდევ ისეთი მთხრობელია, რომ ცხადად ვხედავდი, როგორი ენთუზიაზმით ხატავდა დუქანში ნიკალა, (ცრემლებიც უკითხავად მოებჯინნენ თვალებს), როგორი გატაცებით თარგმნიდნენ ილია და მაჩაბელი “მეფე ლირს”, იმ ანკარა წყლის სიცივე და სიცოცხლეც ვიგრძენი, ლუკას რომ მიუტანეს სიკვდილის წინ..
ემოციებიც მოიტანა ამ ამბების მოყოლისას, თბილი, ძველებური, ქართული სული, ამავე დროს ბევრი ცრემლი, სევდა, გულის შეტოკება.
“მოდი და, ერთი მიგვიხვდი ქართველებსა.”
ემოციებიც მოიტანა ამ ამბების მოყოლისას, თბილი, ძველებური, ქართული სული, ამავე დროს ბევრი ცრემლი, სევდა, გულის შეტოკება.
“მოდი და, ერთი მიგვიხვდი ქართველებსა.”
September 5, 2024
აკას და საქართველოს სიყვარული, ნამდვილი სიყვარული: აი რომ გიყვარს და თან იცი ყველა ნაკლოვანება, მაგრამ მაინც გიყვარს და აღგაფრთოვანებს. გწყინს, გულიც გიტყდება მაგრამ მერე ისევ გიბრუნდება და ძველებურად ტკბები. (ქალების ამბები დამაკლდა მაინც).
February 6, 2025
შესანიშნავი, “მეგობრული” ენით მოთხრობილი საინტერესო ისტორიები.
July 11, 2019
მხოლოდ აკას წიგნების ელ ვერსიას აიტნას ჩემი თვალები
February 10, 2020
3.5 უფრო.
წინგნში არის ძალიან საინტერესო ისტორიები... თუმცა აი ხომ უცნაურია, მარა აქაც კი ჩანს 90-იანების რაღაცნაირი რომანტიზაცია. ხოდა, აღარ დამთავრდა?
წინგნში არის ძალიან საინტერესო ისტორიები... თუმცა აი ხომ უცნაურია, მარა აქაც კი ჩანს 90-იანების რაღაცნაირი რომანტიზაცია. ხოდა, აღარ დამთავრდა?
August 8, 2021
5 ვარსკვლავზე მეტიც ეკუთვნის...
მთელმა ეპოქამ სისხლივით გაიარა ვენებში...
მთელმა ეპოქამ სისხლივით გაიარა ვენებში...
Read
October 9, 2020“მოდი და, ერთი მიგვიხვდი ქართველებსა” ♥️
November 6, 2020
ამ წიგნით აკა თავიდან აღმოვაჩინე.
April 27, 2017
კაცს ქართველი რომ გქვია ამ წიგნს 5-ზე ნაკლებს ვერ დაუწერ მაგრამ რევოლუციონერების თავში 1905 წლის ამბოხზე რომ არის იქ ხარება და გოგიაზე როგორ არ დაწერა ვერ ვხვდები.
Read
September 21, 2021თბილისური სურნელით და კადრებით გაჟღენთილი ჭიგნის კონა
June 30, 2022
აწი სკოლაში მე-19 საუკუნის საქართველოს ისტორიაზე ამ წიგნს შევიტან.
September 30, 2023
ამ წიგნმა მართლა დამარწმუნა, რომ აკა მორჩილაძე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენაა ჩვენს დროში. ამ წიგნში აკა ძალიან მიწიერი და ყოფითი თვალით გვიყვება ცნობილი ავტორებისა თუ პოეტების თუ უბრალოდ საზოგადო მოღვაწე ქართველი ადამიანების პირადი ცხოვრების, ჩვევეულებების, ყოველდღიურობის შესახებ. ამ ადამიანების არაჩვეულებრივი ნაწარმოებებისა და ნამუშევრების მიღმა ჩვეულებრივი, ჩვენნაირი პრობლემებით სავზე ცხოვრებები და ჩვეული ყოფა არსებობს. ეს ნაწარმოები ადასტურებს, რაც არ უნდა ერთი შეხედვით წარმატებული და კეთოლშობილი, შეძლებული იყოს ცნობილი პიროვნება, მას პირადი, შესაძლოა უღირსი და გაღატაკებულიც, რეალობა ეჭიროს ხელებში.
June 19, 2020
რომ შემეძლოს, ექვს ვარსკვლავსაც დავუწერდი და უფრო მეტსაც. შეიძლება იმიტომ, რომ ამ სტილის წიგნს დიდი ხანია ვეძებ.
შეიძლება იმიტომ, რომ აკა ეგოისტურად მომწონს.
ანდაც, იმ ლტოლვის გამო, ამ პერიოდის საქართველოსთან რომ მაკავშირებს.
ყველა შემთხვევაში, ისეთ ადამიანებზე, ისე კარგად არის მოთხრობილი, იმედგაცრუებული ვერ დარჩება მკითხველი.. კითხვის პროცესი მაქსიმალურად გავწელე და მაინც, კიდევ ერთხელ მინდა გადავიკითხო.

September 17, 2022
უცნობი ისტორიები აკა მორჩილაძის არაჩვეულებრივი მანერით გადმოცემული. სხვა ილია, სხვა ფიროსმანი, სხვა ვაჟა, სხვა ნოე ჟორდანია და თითქოს XIX-XX-ს 20-იანი წლებიც სხვანაირი, იმისგან განსხვავებული, ვიდრე ისტორიის წიგნებში გვასწავლიდნენ.
სკოლის პროგრამაში შევიტანდი, ათასი სისულელით რო გვიძეძგავენ თავებს, იმათ ნაცვლად.
ჩემი საქართველო აქაა, არაფრით გამორჩეული სამყაროსთვის, მაგრამ რაც მთავარია - ჩემი.
"მოდი და, ერთი მიგვიხვდი ქართველებსა"

April 7, 2022ამ წიგნში ჩემთვის არაფერი იყო ახალი, მაგრამ, ვისაც ეზარება, რომ რამდენიმე სხვადასხვა წიგნი წაიკითხოს ამა თუ იმ პიროვნების თუ მოვლენის შესახებ და მერე გონებაში ააწყოს ერთ ისტორიად, იმისათვის სასარგებლო მზა-მზარეული წასაკითხია. რაღაცას მაინც გაიგებენ.
უფროსკლასელებს განსაკუთრებულად ვურჩევდი წაკითხვას.
უფროსკლასელებს განსაკუთრებულად ვურჩევდი წაკითხვას.
December 15, 2020
.
This entire review has been hidden because of spoilers.
January 27, 2022
მაგარი წიგნია!
February 22, 2024
წაიკითხეთ !
December 9, 2024
ძალიან საინტერესო, დეტალური მაგრამ მხატვრული.
February 12, 2020
საოცარი წიგნია.მეგობრის მქონდა და ისე მომეწონა,ვიყიდე და საკუთრად მაქვს.მგონია,რომ ყველას უნდა ქონდეს სახლში.
March 24, 2020
დროის მანქანაა ეს წიგნი - კითხულობ და XIX საუკუნის საქართველოს ყოველდღიურობაში იწყებ მოგზაურობას.
January 8, 2022
ძალიან საინტერესო, უცნობი ფაქტები ცისფერყანწელებზე და არა მარტო მათზე. ჩემი ნება რომ იყოს აუცილებლად შევიტანდი ამ წიგნს სასკოლო სახელმძღვანელოში… რაღაც ნაწილს მაინც!
Read
July 1, 2018i think it is a good book for reading and i want to read it to be flesh!
Displaying 1 - 28 of 28 reviews