Lit.ge-ს უფასო წიგნები ძირითადად ქართული კლასიკაა, მე კიდე 90-იანების შემდეგ დამრჩა მომჭირნეობისა და ჟმოტობის კომპლექსი - ამ შემთხვევაში გამოიხატება იმით, რომ ელექტრონულ წიგნებში თანხას არ ვიხდი და მარტო უფასოს ვკითხლობ. შესაბამისად, მინდა-არმინდა ვკითხულობ ქართულ კლასიკას... ყოველ შემთხვევაში კლასიკას თუ არა, კლასიკად რაც ითვლება იმას. ეს წიგნიც ამიტომ წავიკითხე.
შერეული გრძნობები მაქვს და დაიწყოთ კარგით. მაგარი იყო ის, რომ კითხვისას გონებაში ვცდილობდი გურული დიალექტით მეკითხა და ძალიან ძალიან ძალიან ასწორებდა! :) აი სცადეთ თქვენც:
აბა ჩვენგან თუ ხეირი იქნება ამით, მიხთი! ბიჭო, თქვენ უბედურო, ბრუსულოვთან არ ვიყავითო, ვინ გითხრა! მარა რომ მიყავით, რეიზა ვიყავით, არ იკითხავ? ამბაკო შალიკაშვილმა , ბესიამ, პეტრიამ და ათარმიზამ გაგვაგზანეს, მიდით ნაჩალნიკთან, ვითამ და მისი ფხარი ხართ, ჩუმათ-ჩუმათაი ამბავი შეგვიტყვე, რას აპირობს ნაჩალნიკი ბრუსულოვი, მერე გამეიპარეთ და ჩვენთან მოდითო. გადავდევით თავი და წავედით. ღმერთმა თქვენს მტერს აჭამოს იმისთანაი შიში, რაც ჩვენ იქინეი მისლაზე ვჭამეთ! დაგვიჭირეს რუსებმა და შტიკზე აცმას გვიპირობდნენ, ვეხვეწეთ, ვეხვეწეთ ჩვენ მტერი არა, ნაჩალნიკი ნადა, შენი ჩირიმე, გაგვიშვიო. აგვწიეს, შენ ხარ ჩემი ბატონი, და წაგვიყვანეს ნაჩალნიკთან. გამობრძანდა ბრუსულოვი და დააბაკუნა ფეხები: ყაძახი მამაძაღლი ახლავე დახვრიტეთო. შენ მტერს და დამაწყევარს იმისთანაი, ჩვენ გაგვაცივა და გაგვაცხელა. აგია გაგვათავესო, ვიფიქრეთ, მარა გიშველა ღმერთმა! დევინახეთ ბატონიშვილი. იმან ჩუურუსულა ბრუსულოვს. თურმე უთხრა ჩემი ბიჭებია, ნუ ერჩიო. ხარაშოვო, თქვა ბრუსულოვმა და გააშობია ჩვენი თავი.
მერე კიდე, აი იმინნა გურული იუმორის შედევრებია. დუმბაძის შემდეგ ასე მაგრად არ მიკაიფია გურულ იუმორზე. კითხვისას ის ეპიზოდიც სულ მახსენდებოდა, ილარიონი თბილისში ზურიკელას ბიბლიოთეკას რომ ათვალიერებს და ეგნატე ნინოშვილი საადააო, რომ საყვედურობს :) თქვენც ისიამოვნეთ ცოტა (გაითვალისწინეთ მაინც, რომ XIX საუკუნეა):
"აი, ასეთი კაცი იყო პეტრია სალოსი, რომელსაც ისე შემოეხვივნენ აჯანყებულები და ხარხარებდნენ მის ლაპარაკზე. პეტრია თითქოს განზრახ ხალხის შესაქცევად მოსულიყო, ათასგვარ სასაცილო რამეებს ამბობდა. ის უსინჯავდა ყველას თოფ-იარაღს. თუ ვისმე უვარგის თოფს უნახავდა, ეტყოდა: "აგი ყველას სჯობს; ამისთანა იარაღის ორ კაცს ეშინია". თუ ვისმე კეტს დაუნახავდა ხელში, ჩააჩემდებოდა: "სადაური იარაღია აგი, ინგლისის? ამით მთელ რუსეთს დეიპყობ". "აა, ივანე ივანე; შენ მორეკე აგი ჯოგი? მე და ჩემმა ღმერთმა შენ მატყლსაც მეიხმარ და ტყავსაც!" - [...] "ბესო, ბესო! ბიძავ, მამაშენთან მოგეცადა, იგი ჯობდა, თვარა რუსებმა ბევრ შენისთანას მოხსნეს თავი კისერზე და შენც რომ იი ფაფარიანი თავი მოგაძრონ და ისე მარტო შიშველი ყელით მოხვიდე შინ, დედაშენის სიმღერას და ჭიანურს ვერ გადავურჩებით მაშვინ".
ისიც ძალიან კარგია, რომ ფრიად თანამედროვე ნაწარმოებია რაღაცნაირად - ევროპული აზრის პროპაგანდაც კია ფაქტიურად... პრინციპში, არცაა გასაკვირი 1889-შია დაწერილი. და აი აქ იწყება ჩემი აზრით მინუსები. პირველ რიგში ის, რომ ნახევარი საუკუნით მაინცაა დაგვიანებული ამის დაწერა. კიბატონო, 1841 წელს მომხდარ ამბავს რაღაც დრო დაჭირდებოდა გასაანალიზებლად, მაგრამ თვალში საცემია ერთი გარემოება - ძალინ დიდი დოზითაა ბატონყმობის ძაგება და იმის მტკიცება, რატომაა ეს ძალიან ცუდი და არაბუნებრივი რამ. ოღონდ, ამის წერის მომენტისთვის ბატონყმობა უკვე თითქმის 40 წელია უკვე გადავარდნილია და ეს ყველაფერი ძალიან გავს ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევას.
მერე კიდე - ისე გამოდის თითქოს რუსეთი მთლად სქართველოს საშველი თუარა, თურქეთზე ბევრად კაი ტიპია. არ ვიცი, იმ მომენტში შეიძლება მასეც იყო საჭირო.
მთავარი მინუსი, რაც პრინციპში ზოგადად XIX საუკუნის მთლიან ლიტერატურას თან გასდევს არის თითქოს ხელოვნური ტრაგიზმი, გამუქებული ყველაფერი, თითქოს ესაა ყველაზე დიდი ტრაგიკული ამბავი, რაც კი კაცობრიობის განმავლობაში ადამიანს დამართნია. თითქოს ამ დროს არაფერი პოზიტიური არ შეიძლება არსებობდეს. .
მოკლედ - შეიძლება ჩემი აზრი მოსაზრებები საერთოდაც უაზროა, რადგან ზუსტად არ ვიცი კონკრრეტული ეპოქიქის და კონკრეტული სიტუაციის კონტექსტი. ჯამში - რა თქმა უნდა ღირდა წაკითხვა!