Jump to ratings and reviews
Rate this book

ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისთვის

Rate this book
"ეპიგრაფები დავიწყებული სიზმრებისათვის" პირობითად შეიძლება ეწოდოს რომანი. იგი შედგება 1500 აბზაცისაგან, რომელიც წარმოადგენს 1500 ლექსს, რომლებიც, სრულიად კანონზომიერად, "თავიანთ ჩარჩოში ვერ ეტევიან"...

320 pages, Paperback

First published January 1, 2005

1 person is currently reading
43 people want to read

About the author

Besik Kharanauli

21 books22 followers
ბესიკ ხარანაული დაიბადა თიანეთში 1939 წლის 11 ნოემბერს. მისი წინაპრები მაღაროსკარის თემის სოფელ კუჭეჭადან (ფშავი) გადასულან ივრის ხეობაში და, კერძოდ, თიანეთში.
1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ჰობი: ფეხით სიარული, რომ მიდის და მილაპარაკობს.
ბესიკ ხარანაულის თითქოს არატრადიციულმა, მაგრამ, სინამდვილეში, ფშაურ კილოსთან და ხალხურ ლექსთან დაახლოებულმა, ირონიულმა და იმავდროულად, მოდერნისტულმა შემოქმედებამ თვისობრივი სიახლე შეიტანა მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების და შემდგომი დროის პოეზიაში. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე, რაც გვიდასტურებს, რომ ამ ავტორის მაღალმხატვრულ პოეზიას თავისი თაყვანისმცემლები ჰყავს უცხოეთშიც.
ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
20 (83%)
4 stars
3 (12%)
3 stars
1 (4%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 4 of 4 reviews
Profile Image for Torsten.
277 reviews12 followers
June 13, 2019
ეს წიგნი რომ პირველად ჩამივარდა ხელში, 16 წლის ვიყავი. მახსოვს "ჰაე ჰუ, კრრ,ძიბა ძიბას" საკმაოდ დიდ აღწერას რომ მივუახლოვდი, ეგრევე დავხურე და მივაგდე. ეს რა ჯანდაბის მწერლობაა-მეთქი. მერე ბაბოჩემსაც წავაკითხე და პაპაჩემსაც. აი, ეგ არიო, ძველათ მაგას ვინ დაბეჭდავდა, ყველა გიჟს ყველა ნაგავს უბეჭდავენო და ისაო და ესაო. ჰოდა, ჩემი ლიტ-გემოვნებაც სხვა იყო (ეხლა რო მერცხვინებასავით), რობაქიძეს ვკითხულობდი და საერთოდაც, სამყაროსადმი მეტად სერიოზული და, ამავდროულად, არტისტული დამოკიდებულება მქონდა, გაჯერებული უზარმაზარი პათოსით. წიგნში რო ტრაკი და ფეხსალაგი შემხვდებოდა, მე იმას აღარ წავიკითხავდი. ბევრ რამეს დრო უნდა. დრომ უნდა დაგიმსხვრიოს ის ტოტალური ხედვა ცხოვრების მიმართ, რაც გაგაჩნია. და რო დაგიმსხვრევს, იქნებ მერე უფრო გაიაზრო მთლიანობა რა არის. ხარანაულის შემოქმედებაც ასეა, ნამსხვრევების მთლიანობაა, ფრაგმენტულობაა, რომელშიც ნაცადია ტოტალურობის გადალახვა, შე-ლახვა, მიღმა გასვლა ისე, რომ გამოღმა რაცაა, იმას არაფერი დააკლდეს.
ჰაიდეგერისეულად თუ ვიტყვით, ესაა ჭეშმარიტი პოეზია, სადაც ყოფიერების ჭეშმარიტებაა დაფუძნებული. სოფლის კაცის უბრალო და ბრალიან-მაგიური ენით გვიხმობს და თავს გვთავაზობს. ერთგან ამბობს ხარანაული, არ მახსოვს მოვისმინე თუ წავიკითხე, ისეთი წიგნი მინდა დავწერო, ავტორი რომ არ ეყოლებაო. მხოლოდ ტექსტი და მეტი არაფერიო. ეს ავტორის სიკვდილზე უფრო მეტია, ეს სურვილია რომ თავად ყოფიერება ირეკლებოდეს ამ ტექსტში მთელი სისავსით. კონკრეტულმა ამ ტექსტმა ეს მისია შეასრულა.

"თქვენდა სახმარად იყოს, თქვენდა გასაგონად
ჩემი ენით ნათქვამი, ჩემი ხელით ნაქნარი,
თვალით დანახული, ყურით გაგონილი
აიმ მთათა თავისათა, აიმ წყალთა თავისათა
წაიღონ და წამოიღონ ეს ჩემი სიტყვა,
ეს ჩემი ნათქვამი."
Profile Image for Tamari.
57 reviews5 followers
July 1, 2018
"სიბრძნე მხოლოდ თაროებს უხდება"
Profile Image for nemesssis.
126 reviews4 followers
July 6, 2025
ვიცნობდი პოეტ ბესიკს, გავიცანი პოეტური პროზის ბესიკი - და ორივე ძალიან, ძალიან მიყვარს ❤️
Displaying 1 - 4 of 4 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.