ალექსანდრე სულხანიშვილის "მოგონებები შეფიცულთა რაზმზე" მოგვითხრობს საქართველოში ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით "შეფიცულთა" რაზმის ბრძოლაზე საბჭოთა ხელისუფლებისა და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. ავტორი ამ რაზმის წევრი და ქაქუცას უახლოესი მებრძოლია. მისი მოგონებები აგებულია ცოცხალ ფაქტებზე დაყრდნობით, რისი მოწმე და უშუალო მონაწილეც თავადაა. ამდენად, წიგნი ძვირფასი ისტორიული წყარო და შენაძენია ქართული საზოგადოებისთვის.
ეს წიგნი წლების წინ წავიკითხე და იქიდან მხოლოდ შეგრძნება შემომრჩა, ნაღდი იყო და სასტიკი. ისეთი როგორიც უნდა იყოს აჯანყებული და იარაღიანი კაცის მოგონებები, რომელიც ცდილობს სიმართლე გაიხსენოს, შეულამაზებელი მგონებები ხომ ყველაზე რთული დასაწერია.
ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემაა. გაგვიმართლა, რომ შეფიცულთა რაზმის წევრის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლის მოგონებები გვაქვს და შეგვიძლია 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა ყოველდღიური ცხოვრების დეტალებს თვითმხილველის მონათხრობიდან გავეცნოთ.