Goderdzi Chokheli (Georgian: გოდერძი ჩოხელი) (October 2, 1954 – November 16, 2007) was a Georgian novelist, scriptwriter, and film director. Born in the village Chokhi in then-Soviet Georgia, he graduated from Tbilisi State Theatre Institute in 1979, and debuted in cinema in 1978. Some of his most successful films are The Resurrection (1982), Human Sadness (1984), Easter Lamb (1988), The Children of Sin (1989), The Birds of Paradise (1997), The Gospel According to Luke (1998), and The Chained Knights (2000). He also authored several novellas and collections of stories such as Letter to Fir-trees, Twilight Gorge, People Melancholy, Wolf, Fish's Letters, Priest’s Sin, Keep me Motherland, Pursuer Fate, Going to Heaven, and The Life of the Grass.
LITERARY PRIZES AND AWARDS
- Grand Prize for the film “Easter”, International Short Film Festival Oberhausen, Germany, 1982 - “Silver Nymph” and prize of International Catholic Church for the film “Children of Sin”, Monte Carlo Film Festival, 1991 - Special Prize at Japan Film Festival (1991) - Prizes for the Best Script and Best Film Producing at Tbilisi “Gold Eagle” Festival, 1992 - Grand Prize at Anapa festival for the film “Turtle-Doves of Paradise”, 1997 - Prize for the best script at Anapa Festival for the film “Gospel According to Luke”, 1998
საოცრება იყო, როდესაც მოლოდინით გაფერმკრთალებულ მთებს, სათოვარი ღრუბლები გადმოადგებოდნენ თავზე, გადაეკვროდნენ მთელ ცას, პირშეკრული ზეცა, ქვემოთ, ხეობის სიღრმისაკენ ნელ-ნელა, სვენებ-სვენებით ჩამოიწევდა და წიფლიანი ტყეების ზემოთ შეჩერდებოდა, დაიმუხტებოდა. დედამიწაც, ზეცის მოახლოვებას გრძნობდა და იმის გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა. გაყუჩდებოდა ყველა სულდგმული. ასეთ დროს ჩიტიც კი არ გადაფრინდებოდა ხიდან ხეზე, სიო რა არის, სიოც კი არ შესძრავდა ხეს, მარტო აქა-იქ ხის კენწეროზე სემორჩენილი ფოთლები თრთოდნენ, ცხროდნენ, კანკალებდნენ და ისინიც უხმოდ. დიდი, იდუმალი სიმშვიდე იდგა მთელს ხეობაში ერთ წამს, შეიძლება ერთი საათიც კი. არ ვიცი, ასეთი ზეციური სიმშვიდის დროის გაზომვა შეუძლებელიც კია, ასეთ დროს შეიძლება წამიც საუკუნოდ მოგეჩვენოს. ზეცაა დედამიწაზე ჩამოსული და დედამიწა ყურს უგდებს, ჩუმადაა, და ამ ღვთაებრივ სიჩუმეში უცებ კრთებოდა მოძრაობის წამი და მიწისკენ შრიაკით წამოვიდოდა თოვლის ფანტელები. ეს ხმა კი ჰგავდა ზეციურ საგალობელს, რომელსაც ყურს უგდებდა დედამიწა. უცებ, ამ დროს, საიდანღაც ამოფრინდებოდა ყვავი და ყრანტალით გააყრუებდა იქაურობას. მერე სხვა ყვავებიც წამოიშლებოდნენ, მერე იწყებდნენ ფრენას, ხის კენზეროებიდან თოვლის ფიფქებით დამძიმებული ყვითელი ფოთლები ცვიოდნენ და ფანტელებთან ერთად ისინიც ჰაერში დაფრინავდნენ. ეზოებში ბალღები ატეხდნენ სირბილს. დედამიწა ნელ-ნელა თეთრდებოდა და ხეობაში თანდათან მკვიდრდებოდა ზამთარი.
"ასეა თუ ისე, ყოველთვის რაღაცაში დამნაშავე გამოდიხარ."
"მგელს საზარელი თვისება აქვს, სისხლით გაუმაძღარია, სისხლით გაუმაძღრობა კი ყველაზე ამაზრზენია."
"მწერთათვის ასე დაუწესებია ღმერთს, ზოგი ფუტკრად და ჭიანჭველად გააჩინა, ზოგი წურბელად და ზოგი ობობად. ერთნი სულ ჯაფაში არიან, მეორენი სხვის სისხლსა სწოვენ,სხვანი კი ერთთავად მახეს აგენებ.ზოგი კიდეც პატარა ციცინათელად გაუჩენია, ანათებს,თავისტვის იწვის, ცეცხლი უკიდია. არაფერს კი არ წვავს თავისი თავის მეტს, მთელღამეს კი ათბობს იმისი შუქი. ასე დაუწესებია დამბადებელს.ყველანი იმად არიან დღემდე რამაც გააჩინა გამჩენმა. მერე ვინ იცის, ზოგი მგლად ვიქცევით, ყოგი ობობად, ყოგიც ციცინათელად ზოგი ფუტკრად, იმისდა მიხედვითთუ ვინ როგორ ვცხოვრობდით ამ ქვეყანაზე."