სიყვარული რომ ამოუხსნელი საიდუმლოა, - ამაზეა ეს წიგნი. საიდუმლოსგან გაძარცვული ცხოვრება მხოლოდ მოჩვენებითად რომ არის ცხვორება - ამასაც ეს წიგნი შეგვახსენებს.
Naira Gelashvili (Georgian: ნაირა გელაშვილი) (born October 28, 1947) is a Georgian fiction writer, philologist, Germanist, and civil society activist.
Gelashvili graduated from the Faculty of Western European Literature, Tbilisi State University, in 1970. She has published a series of stories and the novel dedis otakhi (დედის ოთახი; "The Mother’s Room", 1985). She is one of the most ardent followers of European existentialist prose in modern Georgian literature.[1][2] Gelashvili has also studied folklore of the Caucasian peoples and heads the cultural NGO The Caucasian House.
ნაირა გელაშვილი დაიბადა 1947 წლის 28 ოქტომბერს სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში. 1970 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენების და ლიტერატურის ფაკაკულტეტი, პროფესიით გერმანისტი, მთარგმნელი.
1973 წელს დაამთავრა ასპირანტურა დასავლეთ ევროპის და ამერიკული ლიტერატურის განხრით . საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის "კავკასიური სახლის დირექტორი".
თსუ საზღვარგარეთის ქვეყნების ლიტერტურის ისტორიის ლექტორი 1975-82წწ. მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის რედაქტორი 1982-93წწ. "კავკასიური სახლის" დირექტორი 1993 წლიდან. ჟურნალ "აფრას" დამფუძნებელი და რედაქტორი 1997 წლიდან. გაზეთ "ალტერნატივას" დამფუძნებელი და თანარედაქტორი 1998 წლიდან.
გამოცემული აქვს წიგნები: „მოთხრობები“, „დედის ოთახი“, „მთვარით განათებული ბაღი“, „ტრაგიკული გრადაცია“, „წინწკლების ქოხი“, „სარკის ნატეხები“, „ამბრნი, უმბრნი და არაბნი“, "მე ის ვარ" და სხვა.
2010 - საბა საუკეთესო რომანისთვის „პირველი ორი წრე" 2013 - საბა საუკეთესო რომანისთვის „მე ის ვარ"
ერთმა თქვა ასეთი უნდა იყოს ნამდვილი სიყვარულიო. როგორი?! მე ვერ ვხედავ ამ წიგნში სიყვარულს. ერთი ნახვით შეყვარება და მსგავსი ზღაპრები არ ვიცი )) ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ეს იყო ვნება. არც მერციას პერსონაჟი მომეწონა. არაფერი არ მომეწონა. არაფრის მომცემი სისულელეა ჩემი აზრით ეს.
“ყველაზე მეტად მაშინ შეიძლება ელოდო ადამიანს, როცა მისი მოსვლა მართლა შეუძლებელია” ახლახანს დავასრულე, ცრემლები თავისით მომდის.. (ბანალური სიუჟეტის მიუხედავად, მაინც ძალიან სასიამოვნოდ იკითხება❤️)
ამ წიგნის კითხვისას რატომღაც ხელოვნურობის განცდა მქონდა. ვფიქრობ, შინაარსი ძალიან ბანალურია მიუხედავად მერციას პერსონაჟის თითქოსდა "განსხვავებული" ხასიათისა.რამდენიმე ფრაზა მომეწონა, მხოლოდ ამის გამო სამი ვარსკვლავი ჩემგან.
სასიამოვნო ენაზე დაწერილი წიგნია,კითხვა რომ დავიწყე თავი არც ამითია ისე მოვრჩი.შეიძლება ზოგისთვის ეს ისტორია,სიყვარულის ამბავი მართლაც ზღაპარივით იყოს,ერთეულებს თუ სჯერათ მხოლოდ ერთი ნახვით სიყვარულის.თუმცა,ჩემი აზრით, ამ წიგნში მთავარი უფრო სხვა რამეა .მთავარი გმირი დაკარგული იყო ,თითქოს წყვდიადში,მას ვერ გაერკვია ვინ იყო და რაუნდოდა ამ ქვეყნად,ეს სიყვარული კი საკუთარი თავის პოვნაში და აღმოჩენაში დაეხმარა.თუმცა იმდენი რამ განიცადა ერთად რამდენიმე დღეში,რომ ალბათ მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე არ ჰქონია ასეთი გამოცდილება.ვნება,სიხარული,ბრაზი,გულის ტკივილი ყველაფერი ერთბაშად დაატყდა თავს.ალბათ ბევრი დაადანაშაულებს მას,როგორც ზრდასრულ მამაკაცს ,მაგრამ სიყვარულმა მასში თითქოს ჩამკვდარი ბავშვი გააღვიძა და სიცოცხლე ისევ მოანდომა.
არის წიგნების რაღაც კატეგორია, რომელიც ხელში აგიყვანს, დაგკუჭავს, ყველა ემოციას გამოგაცლის და მიგაგდებს, ეს მოთხრობა ზუსტად ასეთია. თუ ცხოვრებას ორ ნაწილად დავყოფთ - გამოყენებულ და გამოუყენებელ შანსებად, მაშინ ეს მოთხრობა აუცილებლად წასაკითხია და უფრო იმათ უნდა წაიკითხონ ვისაც სასიყვარულო შანსი გაუმაზავს ცხოვრებაში, ეგაა და ეგ . (+)
ერთ-ერთია იმ იშვიათ წიგნთაგან, ერთი სული რომ მქონდა, დამთავრებულიყო და დარწმუნებული რომ ვარ, აღარასდროს დავუბრუნდები. ეს ერთი ვარსკვლავიც მენანება, ისე.
სიუჟეტი ნამდვილად არ არის იდეალური, არც ლიტერატურულ შედევრთა სიაში შეიყვან ამ წიგნს, თუმცა, როდესაც ემოციებისგან გინდა დაიცალო, ცრემლებად დაღვარო, ეს წიგნი ამის შანსს გაძლევს… წაკითხვის შემდეგ, რამდენჯერმე გადმოვიტანე თაროდან და გადავიკითე ის ნაწილები, სადაც ცრემლები ვერ შევიკავე, დღემდე ამჩნევია ფურცლებს ცრემლების წვეთები… და მაინც როგორ მინდა მეც გავექცე ხოლმე რეალობას და მქონდეს სადმე წასასვლელი, სადაც მთის ქალი, ტრადიციულ, სევდით განსჭვალულ სიმღერებს მიმღერებს და არ მკითხავს რატომ გავიქეცი…
“თქვენ ფიქრობთ,რომ მოლოდინი ასეთი ლოგიკურია?მხოლოდ მაშინ ელოდებიან,როცა შესაძლებელია მისვლა?გეტყობათ,არავის არასდროს არ ელოდებოდით..თორემ მიხვდებოდით...რომ ყველაზე მეტად მაშინ შეიძლება,ელოდო ვინმეს,როცა მისი მოსვლა მართლა შეუძლებელია...თანაც ასეთ დროს,როცა კვდები...ეს უკვე ნატვრაა..
“ყველაზე მეტად მაშინ შეიძლება ელოდო ადამიანს, როცა მისი მოსვა მართლა შეუძლებელია”_ფრაზა რომელიც წიგნიდან დამამახსოვრდება. საერთო ჯამში, მეტს ველოდი. ჩემი აზრით, ბანალური ისტორია იყო, მაგრამ ადვილად წასაკითხი და ცოტა ემოციურიც.
“თქვენ ფიქრობთ, რომ მოლოდინი ასეთი ლოგიკურია? მხოლოდ მაშინ ელოდებიან, როცა შესაძლებელია მისვლა? გეტყობათ, არავის არასდროს არ ელოდებოდით…თორემ მიხვდებოდით…რომ ყველაზე მეტად მაშინ შეიძლება ელოდო ვინმეს, როცა მისი მოსვლა მართლა შეუძლებელია…”
სამ და ოთხ ვარსკვლავს შორის ვყოყმანობდი. ძალიან კარგად დაიწყო. იქნებ ბანალურად დასრულება არ გადაეწყვუტა ავტორს. ისე მალე მომიკლა მთავარი პერსონაჟი, ჯერ რომ სიღრმემდე გათავისებული არც მქონდა მათი სიყვარული. ისე, კარგი იყო, ოთხ ვარსკვლავს დავუწერ, რაღაცნაირად მოვიდა ცოტა მაინც ჩემამდე.
This entire review has been hidden because of spoilers.
მასწაცლებელმა მირჩია, წაიკითხეო. თავიდან დიდი ენთუზიაზმით ვკითხულობდი,მაგრამ რამდენიმე გვერდის მერე სრულიად გამეწელა,ერთფეროვანი და მოსაწყენი გახდა ეს ერთი ვარსკვლავი, მხოლოდ ბოლო რამოდენიმე ფურცლის გამო
"ყველაზე მეტად მაშინ შეიძლება ელოდო ადამიანს, როცა მისი მოსვლა მართლა შეუძლებელია.." ახლახანს დავასრულე კითხვა და ცრემლები თავისით მომდის.. გავგიჟდი.. გირჩევთ ყველას, რომ წაიკითხოთ.. აუცილებლად.
ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ამბავია... განსაკუთრებით ბოლო ფურცლები.. და ვინ იცის, მთავარი პერსონაჟის მსგავსი, რამდენი ქართველი კაცი დაიარება დედამიწაზე..