Jump to ratings and reviews
Rate this book

დედის ოთახი

Rate this book

458 pages, Hardcover

First published January 1, 1987

16 people are currently reading
272 people want to read

About the author

Naira Gelashvili

23 books76 followers
Naira Gelashvili (Georgian: ნაირა გელაშვილი) (born October 28, 1947) is a Georgian fiction writer, philologist, Germanist, and civil society activist.

Gelashvili graduated from the Faculty of Western European Literature, Tbilisi State University, in 1970. She has published a series of stories and the novel dedis otakhi (დედის ოთახი; "The Mother’s Room", 1985). She is one of the most ardent followers of European existentialist prose in modern Georgian literature.[1][2] Gelashvili has also studied folklore of the Caucasian peoples and heads the cultural NGO The Caucasian House.


ნაირა გელაშვილი დაიბადა 1947 წლის 28 ოქტომბერს სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში. 1970 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენების და ლიტერატურის ფაკაკულტეტი, პროფესიით გერმანისტი, მთარგმნელი.

1973 წელს დაამთავრა ასპირანტურა დასავლეთ ევროპის და ამერიკული ლიტერატურის განხრით . საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის "კავკასიური სახლის დირექტორი".

თსუ საზღვარგარეთის ქვეყნების ლიტერტურის ისტორიის ლექტორი 1975-82წწ. მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის რედაქტორი 1982-93წწ. "კავკასიური სახლის" დირექტორი 1993 წლიდან. ჟურნალ "აფრას" დამფუძნებელი და რედაქტორი 1997 წლიდან. გაზეთ "ალტერნატივას" დამფუძნებელი და თანარედაქტორი 1998 წლიდან.

გამოცემული აქვს წიგნები: „მოთხრობები“, „დედის ოთახი“, „მთვარით განათებული ბაღი“, „ტრაგიკული გრადაცია“, „წინწკლების ქოხი“, „სარკის ნატეხები“, „ამბრნი, უმბრნი და არაბნი“, "მე ის ვარ" და სხვა.

2010 - საბა საუკეთესო რომანისთვის „პირველი ორი წრე"
2013 - საბა საუკეთესო რომანისთვის „მე ის ვარ"

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
79 (63%)
4 stars
30 (24%)
3 stars
12 (9%)
2 stars
2 (1%)
1 star
2 (1%)
Displaying 1 - 8 of 8 reviews
Profile Image for Zura.
Author 3 books125 followers
August 30, 2016
რომანის პირველი ნახევარი ძალიან მომეწონა, საინტერესოდ იყო არეული ერთმანეთში აწმყო და წარსული, ნაწყვეტ-ნაწყვეტ მოყოლილმა ოჯახურმა ისტორიამ ძალიან ჩამითრია, დედის იდუმალებამ მომხიბლა, ჩავვარდი ერთ ამბებში, მაგრამ როგორც კი მათემ დედის რვეულები იპოვა და კითხვა დაიწყო, მაშინვე ინტერესი დავკარგე, მიუხედავად იმისა რომ ავტორისეული თხრობაც და დედის მოგონებებიც გიჟურად არის დაწერილი, მაინც გული მეტკინება, დედის იდუმალი სახე რომ დაიკარგა და ყველა საიდუმლო გამოაშკარავდა და ასე გულუხვად და სწრაფად რომ გახსნა ავტორმა ყველა კვანძი.
ზოგი სიუჟეტური ხაზი სულ შუა გზაში მიაგდო(დალის და მათეს ამბავი), თხრობის თავდაპირველ მანერასაც უღალატა და ყველაზე იდუმალი და საინტერესო პერსონაჟი აამეტყველა და ძალიან დიდი კოზირიც დაკარგა, ჩემი აზრით, სხვანაირადაც შეიძლებოდა მათეს და დედის კონფლიქტის მოგვარება.
მაგრამ ეს ყველაფერი რა ენაზე მოსატანია, როცა საქმე გვაქვს ბოლო 50 წელში დაწერილ ერთ-ერთ საუკეთესო რომანთან, სადაც ავტორი ძალიან ბევრ თემას ეხება და მე ვფიქრობ, მარტო ქართველი მკითხველისთვის არ არის საინტერესო და ახლო რომანში წამოჭრილი პრობლემები და იგივე წარმატებით და გულის ხეთქვებით წაიკითხავდა სხვა ნებისმიერი კულტურის და ტრადიციების მქონე ხალხი.

ხოდა ჩემი დიდი სიყვარული ნაირა გელაშვილს, ჯერ მოთხრობები რა იყო და ახლა ეს გადასარევი რომანი, ქალური სიმძიმით და სილამაზით დაწერილი.
Profile Image for Luka Fadiurashvili.
170 reviews
July 29, 2016
"–ადამიანს მოთხოვნილება აქვს ვიღაც უყვარდეს და ენდოს, სხვას, მეორეს. თუ არავინ შეიყვარა, არავის ენდო და სიფრთხილესა და ეჭვებში დაიხარჯა, თავის თავს გაძარცვავს, დაასახიჩრებს.. ისე, რომ თვითონ უფრო დაზარალებული გამოვა.. ბოლოს..
– არა, არა. რატომ უნდა გაგაბრიყვონ. გაგასულელონ! მერე მთელი ცხოვრება ნაჭრილობევით იარო. არავისაც ენდო, შენი თავის გარდა.. შენთვის უნდა იყო. მარტო. მარტო. მარტო.
– ადამიანს არ შეუძლია მარტო ყოფნა, – ფიქრში წავიდა დედა.
– ადამიანს სხვასთან არ შეუძლია ყოფნა, მეორესთან!
– არც სხვასთან შეუძლია, არც მარტო. მაგრამ მაინც სხვასთან უნდა, მეორესთან, – დედამ საფერფლე გააცურა ხავერდის სუფრაზე, – და ეგებ შეძლოს ვინმემ სხვასთან ერთად ყოფნა როდესმე"

ასეთი მრავალშრიანი და ღრმა ეგზისტენციალური რომანი ბევრი არ წამიკითხავს.. მართლაც ქართული ლიტერატურის ერთ–ერთი უმაღლესი მწვერვალია, რომლის შესახებ ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის.
Profile Image for Oto Bakradze.
657 reviews42 followers
July 29, 2021
მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით მარტივი ტექსტია, ძალიან გამეწელა წაკითხვა. მაგრად მღლის ეს ახლებური ენა და პოეტური პროზა ლიტერატურაში, მაგრამ ინტერესის გამო და იმის გამოც, რომ დადროპვა არ მიყვარს, გავედი ბოლოში. არ იყო მთლიანობაში ცუდი, მაგრამ გაცილებით უკეთესის მოლოდინი მქონდა.

3.5/5
Profile Image for Salome Nodia .
86 reviews7 followers
September 8, 2018
იმდენი რამის დაწერა მინდოდა დავიწყე და ბევრჯერ წავშალე. მხოლოდ ეს ციტატა იყოს:

"–ეჰ, ადამიანს მოთხოვნილება აქვს ვიღაც უყვარდეს და ენდოს, სხვას, მეორეს. თუ არავინ შეიყვარა, არავის ენდო და სიფრთხილესა და ეჭვებში დაიხარჯა, თავის თავს გაძარცვავს, დაასახიჩრებს...ისე, რომ თვითონ უფრო დაზარალებული გამოვა...ბოლოს...
– არა, არა. რატომ უნდა გაგაბრიყვონ. გაგასულელონ! მერე მთელი ცხოვრება ნაჭრილობევით იარო. არავისაც არ უნდა ენდო, შენი თავის გარდა...შენთვის უნდა იყო. მარტო. მარტო. მარტო.
– ადამიანს არ შეუძლია მარტო ყოფნა, – ფიქრში წავიდა დედა.
– ადამიანს სხვასთან არ შეუძლია ყოფნა, მეორესთან!
– არც სხვასთან შეუძლია, არც მარტო. მაგრამ მაინც სხვასთან უნდა, მეორესთან, – დედამ საფერფლე გააცურა ხავერდის სუფრაზე, – და ეგებ შეძლოს ვინმემ სხვასთან ერთად ყოფნა როდესმე."
November 24, 2019
ესა წიგნი რომელიც დასაწყიში გაუგებარია მაგრამ ნელნელა გითრევს ინტერესის მორევში , იდუმალებით მოცული დედა ყველასთვის საინტერესო პერსონაჟია , რომელიც შემდეგში საინტერესოს ვითარდება და გვანახებს მის იდუმალების მიზეზს , ესა წიგნი გაუცხოვებაზე თუ როგორ და რამ აიძულა დედა ყოფილიყო ასეთი.


მწერალს კარგად აქვს გადმოცემული იმ დროინდელი საზოგადეობრივი პრობლემები ,მანკიერი მხარე ,რომელიც დღესაც არ კარგადვ აქტუალობას .
Profile Image for Nitsa Pkhaladze.
37 reviews
Read
August 7, 2025
არ მახსოვს, ბოლოს როდის იმოქმედა რომელიმე ტექსტმა ასე ღრმად ჩემზე.
ნაირა გელაშვილის დედის ოთახი არის რომანი, რომელიც სიჩუმით ყვირის, და სადაც თითოეული წინადადება თითქოს ფარდას ხდის ადამიანის გულში ჩაკარგულ განცდებს.

ეს არ არის მხოლოდ მოთხრობა დედაზე, ოჯახზე ან ერთ ოთახზე – ეს არის ფაქიზი დაკვირვება ცარიელ სივრცეებზე, წასულ ადამიანებზე და დარჩენილ სიცარიელეზე. გელაშვილი თითქოს მიგვითითებს, რომ ყველაზე მძაფრი ემოციები უთქმელობაშია მოქცეული.

წიგნმა ჩემში გამოაღვიძა მელანქოლია, თუმცა არა დამთრგუნველი – არამედ ისეთი, რომელიც გაფიქრებინებს, განგაცდევინებს და დაგაბრუნებს შენსავე არსთან. თითქოს საკუთარი “დედის ოთახის” ძებნას იწყებ.

ეს ტექსტი უნდა წაიკითხო არა სიმხიარულის ან დასვენების დროს, არამედ მაშინ, როცა მზად ხარ შეხედო საკუთარ დანაკარგებს, სიჩუმესა და სიყვარულს, რომელიც სიტყვებს მიღმაა.
Displaying 1 - 8 of 8 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.