კინოსცენარი რომლის მიხედვითაც
,,ტყეების მეფეზე " ფილმი უნდა გადაეღოთ ერთ წიგნად აკინძა ავტორმა ,როგორც ჩანს დაენანა მისი უკვალოდ დაკარგვა , თუმცა ფილმს დღის სინათლე დღემდე არ უხილავს .რადგან კინოსცენარია აკლია წიგნისთვის დამახასიათებელი ემოციურობა,გრძნობები ,
ზოგიერთი მომენტი ზედმეტად ზედაპირულია, დიალოგები იმდენად თანამედროვე ლექსიკითაა დაწერილი ეჭვი მეპარება ასე ესაუბრათ დავითის ეპოქაში , თხრობის სტილიც ზღაპარივითაა ...
,, მამამისიც ტყეების მეფე იყო და მამამისივით ველზე ვერც ეგ გამოვა. ტყისპირებიდან იცის მოსვლა..."
არ მინდა ხმამაღლა გამომივიდეს მაგრამ ასეთ ეპოქაზე მსგავსი წიგნი აგდებულ დამოკიდებულებასა და უბრალოდ დაკისრებული მოვალეობის შესრულებას უფრო ჰგავს.
________
●,,ყველამ თავის ომში უნდა ნახოს ადგილი. ჩემს ომში შენ ვერ იბრძოლებ, შენს ომში კი მე არ გამოგადგები, ეგეთია წუთისოფლის კანონი."
●,,სამშობლოსათვის სიცოცხლე უფრო ძნელია, ვიდრე სიკვდილი, მაგრამ სამშობლოსათვის ზოგჯერ სიკვდილი უფრო ფასეულია, ვიდრე სიცოცხლე."