Jump to ratings and reviews
Rate this book

მართლმადიდებლური ეთიკა და არათავისუფლების სული

Rate this book
გიორგი მაისურაძის მორიგ კრებულში "მართლმადიდებლური ეთიკა და არათავისუფლების სული" შესულია რადიო "თავისუფლებისთვის" სხვადასხვა დროს დაწერილი ტექსტები, რომლებიც ავტორმა ამ გამოცემისთვის საგანგებოდ განავრცო და გადაამუშავა.

"კითხვის პროცესში, შესაძლოა, წიგნში თავმოყრილი ტექსტები ჩვენს რეალობაში გამეფებული ფობიების, ტაბუების თუ ნევროზების ერთგვარ კალეიდოსკოპად წარმოგიდგეთ – პირდაპირ და უკომპრომისო დისკუსიად ისეთ მგრძნობიარე და „უხერხულ“ თემებზე, როგორებიცაა, მაგალითად, ნაციონალისტური მითები, რელიგიური ობსკურანტიზმი, პატრიარქის კულტი, სტალინიზმის და მართლმადიდებლობის ურთიერთმიმართება, ჰომოფობია თუ არმენოფობია. მაგრამ წიგნის დამთავრების შემდეგ ეს „კალეიდოსკოპი“ გაერთიანდება და საქართველოში ბოლო ათწლეულების განმავლობაში არსებული კულტურული, პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ სოციალური გარემოს ერთ მთლიან სურათს შექმნის; სურათს, რომელიც, გიორგი მაისურაძის თანახმად, „არათავისუფლების სულით“ სუნთქავს".

© სალომე ასათიანი

192 pages, Paperback

First published January 1, 2013

46 people want to read

About the author

Giorgi Maisuradze

12 books20 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
27 (62%)
4 stars
9 (20%)
3 stars
5 (11%)
2 stars
2 (4%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 6 of 6 reviews
Profile Image for Michael.
117 reviews39 followers
February 9, 2015
ქართულ რეალობაში ძალიან იშვიათია არსებული მდგომარეობის ღრმა ანალიზი. კიდევ უფრო იშვიათი კი საყოველთაოდ აღიარებული შეხედულებების, ნორმების და "ჭეშმარიტებების" განსხვავებული ხედვა და კრიტიკაა. გიორგი მაისურაძის "მართლმადიდებლური ეთიკა და არათავისუფლების სული" სწორედ ამ იშვიათობას და გამონაკლისს წარმოადგენს. არადა როგორ გვჭირდება ასეთი სილის გალაწუნებები. დოგმებზე, უმეცერებაზე, ჩაკეტილობასა და ფობიებზე ფიქრის დაწყება.
წიგნში წარმოდგენილი წერილები ეხება საქართველოს უახლოეს წარსულში მომხდარ სოციალურ პოლიტიკურ მოვლენებს, რელიგიურ აზროვნებას და დამოკიდებულებას. მაისურაძე არ შემოიფარგლება მხოლოდ სამღვდელოების სიბნელის კრიტიკით, ის თავად მართლმადიდებლურ და ზოგადად ქრისტიანულ მსოფმხედველობაში ხედავს პრობლემას. ეს არის რელიგია (მართლმადიდებლობა) რომელშიც მთავარი ლიტურგიაა, რიტუალის შესრულება და ტრადიციისადმი მორჩილება და არა საკითხის არსი, "ეთიკა იწყება შეკითხვით- რატომ? რატომ უნდა ვიქცეოდე ან არ უნდა ვიქცეოდე ასე, რატომ მაქვს ან არ მაქვს რაღაცის უფლება? ეს სწორედ ის კითხვებია რომელიც ეთიკას ეთოსისგან განასხვავებს. ეთოსი ბერძნულად წეს ჩვეულებას ნიშნავს, რომელიც მხოლოდ ნორმატიულ წესებს გვთავაზობს და არ სვამს კითხვებს, ამ კუთხით თუ შევხედავთ, ეთიკა წინააღმდეგობაში მოდის რელიგიურ ეთოსთან, რომელიც ნორმატიულ წესებს არა რაციონალურად არამედ მთლიანად საკრალურ, ღვთაებრივ ავტორიტეტებსა და ავტორიტეტისადმი უსიტყვო მორჩილებაზე აფუძნებს" ამიტომ "არ არსებობს მართლმადიდებლური ეთიკა" - ამბობს გიორგი მაისურაძე.

ნიშნანდობლივი და საინტერესოა უახლოესი წარსულის ლიდერების ურთიერთობები რელიგიასთან, გამსახურდიას წარმოუდგენელი მესიანიზმი, სააკაშვილის რელიგიური ნარატივები, პატრიარქის მიერ საკუთარი კულტის მშენებლობა. ასევე ნაციონალიზმის არმენოფობიის და კულტურული დეკადენსის წარმოშობის მიზეზები და გავლენა სოციუმზე.
ეს არის წიგნი მათთვის ვინც მზად არის საკუთარი საზოგადოების სახეს უკომპრომისოდ, ცივი გონებით და რაციონალურად შეხედოს. თუ ჩვენი თავისთვის და საზოგადოებისთვის უკეთესი მომავალი გვინდა, მაშინ უნდა შეგვეძლოს ეროვნული სენსიტივები გვერდით გადავდოთ და რაციონალურად შევაფასოთ ვინ ვართ და რას ვაკეთებთ. ეს წიგნი სწორედ ამ უკანასკნელის მცდელობაა.
წიგნი უნდა წაიკითხოს ყველა გონება გახსნილმა ადამიანმა რომელიც სულ ცოტათი მაინც მზადაა მიიღოს კრიტიკა.
Profile Image for Luka Fadiurashvili.
170 reviews
December 24, 2018
სწორი აქცენტები, ზოგჯერ რადიკალური კუთხიდან, ზოგჯერ ცოტა ზედაპირულიც მაგრამ მნიშვნელოვანი.
Profile Image for Kristina.
270 reviews10 followers
October 25, 2018
ისტერიის ჟანრში დაწერილი ესეები. როგორც ჩანს თითოეული მათგანი ცხელ გულზეა შექმნილი. ამ გადმოსახედიდან კი საინტერესოა იმდენად რამდენადაც, იმდროინდელი მოვლენების რეფლექსიას აღწერს საზოგადოების გარკვეულ წრეებში. ეკლესიასთან დაკავშირებით რამდენიმე ძალიან საინტერესო ჰიპოთეზას აყალიბებს, რომელთაც სრულიად ვეთანხმები.
Profile Image for EleneB.
58 reviews3 followers
July 14, 2019
თავიდან ბოლომდე ერთი დიდი პამფლეტია, რომლის შინაარსის ალბათ 90%-ს ვეთანხმები, მაგრამ არ ჩემიძლია ვთქვა, რომ წიგნი ღირებულია.
მიუხედავად ამისა, საინტერესო იყო ტერმინოლოგიის და ირონიულ-სატირული შედარებების მხრივ.
Profile Image for g.balakhadze.
12 reviews9 followers
July 11, 2019
წიგნი ძალიან საინტერესო საკითხავია, სუფთა ჰაერივითაა დაჭაობებული თანამედროვე საქართველოს რეალობის კრიტიკული გააზრებისთვის.
Displaying 1 - 6 of 6 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.