Jump to ratings and reviews
Rate this book

დეგენერატების ქალაქი

Rate this book
"დეგენერატების ქალაქი" ახალგაზრდა მწერლის მეორე წიგნია. ავტორმა სათქმელის გამოხატვის ორიგინალური ხერხი აირჩია. მოქმედება უცნაური ქალაქში ვითარდება; უცნაურ ქალაქში კი, ბუნებრივია, უცნაური ამბები მოხდება. გაუკუღმართებულ სივრცეში რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანის ტრაგიკული ისტორია ბევრ დამაფიქრებელ ეპიზოდსა თუ დეტალს შეიცავს.
"ამ რომანს ვერ ექნება "ჰეფი ენდი", რადგან ბოლოს არავინ ქორწინდება. სურვილი იქით იყოს და, ამის შანსიც კი არავის მისცემია... ის კვირა ცა სტაბილურად რუხი იყო – თითქოს წვიმას აპირებდა, სინამდვილეში კი ერთი წვეთიც არ ჩამოვარდნილა. როცა, ცის შემხედვარე, შფოთი გიპყრობს, მიწიდან კარგს არაფერს უნდა ელოდო", – ასე იწყება ამბავი, რომელიც უამრავ მოულოდნელ პასაჟად იშლება. ქაოსური თხრობა ავტორის თვითმიზანია, მისი ჩანაფიქრის გამოცნობა კი უკვე მკითხველზეა დამოკიდებული. გაუკუღმართებული დრო და გაუკუღმართებული ადამიანები ლაშა მილორავას ახალ, საშინელებათა ჟანრის რომანში მკითხველის შეფასებას ელის.

124 pages, Paperback

First published January 1, 2013

25 people want to read

About the author

Lasha Milorava

5 books20 followers
Lasha Milorava, born on August 11, 1995 in Rustavi, Georgia, is a horror and satire writer.
His career began when his short story ''From tomorrow I'm gonna be the conformist'' (''ხვალიდან მე კონფორმისტი ვიქნები'') was included into the book ''The best 15 georgian short stories of 2013''.
In May 2013 was published his first novel ''Grandpa Bukowski'' (''ბაბუა ბუკოვსკი'').
In October 2013 was published his second novel, the first Georgian Zombie Horror ''The city of stupid'' (''დეგენერატების ქალაქი'').
In 2014, horror short story "The house in Shishtville" ("სახლი შიშთვილში") was included in ''The best 15 georgian short stories of 2014''.
Also his short story ''American vitamins'' was included into the collection of short stories ''Almanakhi'' (''ალმანახი'').
His third, satirical novel "Two Fleshes" ("ორი ხორცი") was published in July 2016.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
4 (15%)
4 stars
7 (26%)
3 stars
7 (26%)
2 stars
6 (23%)
1 star
2 (7%)
Displaying 1 - 3 of 3 reviews
Profile Image for Beka Adamashvili.
Author 2 books422 followers
July 6, 2021
თანამედროვე ქართული ნაწარმოებების დიდ ნაწილს ერთი "სენი" სჭირს. დასაწყისი და ზოგადად, პირველი თავები ბევრად უკეთესია ხოლმე, ვიდრე - დანარჩენი. შეიძლება იმიტომ, რომ სანამ წერას გააგრძელებ, ყოველ ჯერზე კითხულობ და არედაქტირებ პირველ ნაწილს, ან შეიძლება იმიტომ, რომ ეფექტური დასაწყისისას რაც შეიძლება მალე დასრულებისა და გამოქვეყნების ცდუნება გიჩნდება.

ამ მცირე რომანმაც იგივე განცდა დამიტოვა. კარგი და მსუყე სატირით დაიწყო და ნელ-ნელა იმ გადასხვაფერებული, ყოველივესგან დაცლილი არსებების სენმა შეიპყრო, რომელთა შესახებაც მოგვითხრობდა. თუმცა, თუ ავტორის წიგნისგამოქვეყნებისეულ ასაკს გავითვალისწინებთ, საკითხავად ნამდვილად არ იყო ურიგო.
Profile Image for Beka Sukhitashvili.
Author 9 books211 followers
March 24, 2016
ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შენ სოციო-კულტურულ გარემოში დაბადებული ადამიანი გელაპარაკება მხატვრული ენით იმ პრობლემებზე, რაც ასე გვაწუხებს ახალგაზრდებს და რის ნაკლებობასაც განვიცდით ქართულ ლიტერატურაში. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საშინელებათა ჟანრში ყველაზე უკეთაა შესაძლებელი მსგავსი ქვეტექსტის ჩადება, ხოლო რამდენად დაინახავს ამ ქვეაზრს მკითხველი მის "გადეგენერატებული" მდგომარეობის ხარისხზეა დამოკიდებული, თუმცა დარწმუნებული ვარ, კარგი მკითხველი იგრძნობს ამ ყველაფერს.
ტექსტმა შაილამანის "The Happening" გამახსენა, რომელში გადმოცემული პრობლემაც ახლოსაა "დეგენერატების ქალაქთან".
1 review
May 12, 2014
პირველი წიგნისგან განსხვავებით ეს ძალიან მომეწონა. მიუხედავად იმისა რომ ჰორორი, როგორც ასეთი ცოტა დამაკლდა, წიგნის სატირულმა შემცველობამ და ქვეტექსტმა მომხიბლა. დამაკმაყოფილებლად წარმოჩენილი პერსონაჟები, არაფერი ზედმეტი, გამართული და ორიგინალური წერის სტილი, დახვეწილი და საინტერესო სიუჟეტი და სათქმელის გადმოცემის ყველაზე კარგი საშუალება - სატირა, მითუმეტეს თუ თან bloody ჰორორ ერთვის. პირველი ქართული საშინელებათა ჟანრის რომანის კვალობაზე ურიგო ნამდვიალდ არააა. მოკლედ, კარგი დასაწყისია, მტკიცე ნაბიჯი.
წარმატებები ავტორს და მეტი, კიდევ უფრო მეტი მსგავსი და უკეთესი ტექსტები:)
Displaying 1 - 3 of 3 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.