Jump to ratings and reviews
Rate this book

ინტერვიუ მამასთან

Rate this book
„რთულ პირობებში, უხარისხო აპარატურით, ჯერ მეოთხე სამმართველოს ვაკის საავადმყოფოში, მერე კი ჩემი მშობლების ბინაში კამოს ქუჩაზე 1989-92 წლებში მოვახერხე მამაჩემის ცხრასაათიანი ინტერვიუს აუდიო და ვიდეოფირებზე დაფიქსირება. ნაწყვეტები ამ ინტერვიუდან გამოყენებული იყო „რუსთავი 2“-ის 2004 წლის სატელევიზიო ფილმში სახელწოდებით „ქართველები კრემლში და მის გარეთ“. მამაჩემთანსაუბრების შეჯერებულ ვარიანტს დღეს უკვე სრული სახით წიგნად გთავაზობთ.
კანდიდ ჩარკვიანის, როგორც ისტორიული წყაროს, სასარგებლოდ ისიც უნდა ითქვას, რომ მას სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ჰქონდა კარგი მეხსიერება, იყო განათლებული ადამიანი, საფუძვლიანად ფლობდა გერმანულ ენას, ერთნაირად კარგად წერდა ქართულად და რუსულად, 30-იან წლებში მუშაობდა ჟურნალისტად – „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქტორად. მამაჩემი არ ყოფილა რეპრესირებული. შესაძლოა, სწორედ ამის გამო, მიუხედავად იმ სასტიკ, მარად სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მიმდინარე პოლიტიკურ კონკურენციაში მონაწილეობისა, იგი ნაკლებად ავლენს მიკერძოებას. მისი შეფასებები მთლიანობაში მოკლებულია გესლსა და ქილიკს.
პოლიტიკური მოღვაწეების შვილები თავიანთ ნაწერებსა თუ ზეპირ გამოსვლებში, უმეტესწილად, ცდილობენ, მამები განადიდონ ან მათი ქმედებები გაამართლონ. მე ამგვარ მიზანს არ ვისახავ და არც რაიმე ილუზიები მაქვს. რაკი წარმოვიდგენ 30-იანი წლების საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ რეალობას და ამ კონტექსტში მამაჩემის წარმატებული პარტიული კარიერის ელვისებურად აღმავალ ტრაექტორიას, ეჭვი არ მეპარება, რომ მაშინაც და შემდეგაც მას არაერთ მორალურ კომპრომისზე მოუხდებოდა წასვლა. და მაინც, ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: კანდიდ ჩარკვიანის შვილობას ჩემთვის პრობლემა არასდროს შეუქმნია...

128 pages

First published January 1, 2013

3 people are currently reading
42 people want to read

About the author

Gela Charkviani

11 books27 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
12 (24%)
4 stars
21 (42%)
3 stars
14 (28%)
2 stars
2 (4%)
1 star
1 (2%)
Displaying 1 - 12 of 12 reviews
Profile Image for Oto Bakradze.
658 reviews42 followers
August 14, 2023
რაღაცეები საინტერესო იყო.
განსაკუთრებით რატომ წავიდა საქართველოდან 700 000 ქართველი ომში, რაც მოსახლეობის 17% შეადგენდა.
ეს იმდროინდელი სამხრედრო წრეების ქართველებისადმი შოვინისტური დამოკიდებულებით "გაპრავდა".
ისიც თუ როგორ ხდებოდა სახელების დარქმევა ქალაქების, რაიონების თუ ქუჩებისთვის.
კიდევ რამდენიმე დეტალი.

მთლიანობაში ერთხელ წაკითხვად ღირს.


მეორე წაკიხთვა

პირველი რივიუს დროს კი მიწერია,რომ ერთხელ წაკითხვად ღირსთქო, მაგრამ აკაკი ბაქრაძის “მწერლობის მოთვინიერების” შემდეგ მეორედაც წავიკითხე. მაინტერესებდა ვაჟა-ფშაველას გაშავების ამბავი თუ ჰქონდა გამოკითხული და რითი ახსნიდა. ჰქონია. აღარ მახსოვდა.
Profile Image for Mariam Keshealshvili.
206 reviews
August 7, 2021
სტალინზე მეტად ამ წიგნში ბერიას ისტორიები იყო. ყველამ ვიცოდით მისი დანაშაულის და პიროვნების შესახებ თუმცა გავამახვილებ ყურადღებას პირად საუბრებზე და მის სახეცვლილებას საუბრებში სტალინის სიკვდილის შემდეგ. მოკლედ და ლაკონურად იყო მოთხრობილი, საინტერესოდაც იკითხებოდა და არ იყო გაწელილი. სტალინი და საბჭოეთი ვისაც აინტერესებს ვფიქრობ საინტერესო იქნება მათთვის.
Profile Image for Gia Jgarkava.
448 reviews50 followers
June 25, 2016
ფაქტიურად არაფერი ახალი და საინტერესო არ იყო აქ - სულ ყველაფერი კარგად ცნობილი და ზოგადი ამბებია, თანაც ძალიან სუბიექტურად რა რაფინირებულად დანახული და ინტერპრეტირებული. სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდების წაკითხვა უკვე რაღაც არც მესაინტერესეოება...
Profile Image for Teona.
100 reviews6 followers
December 8, 2022
მოხერხებული დიპლომატის მაქსიმალურად ნეიტრალური პასუხები და ამბივალენტური მდგომარეობა, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომში პროპორციულად დაღუპული ქართველების მაღალი მაჩვენებლის საკითხში და ვაჟა-ფშაველას როგორც შემოქმედის კრიტიკაში.
Profile Image for Tsotne Kiria.
11 reviews2 followers
June 4, 2024
რამდენიმე ეპიზოდი საინტერესოა (II მსოფლიო ომი, ვაჟას "გაშავება", პოლიტბიუროს ახლოდან დანახული წევრები და ა.შ), მაგრამ, ჯამში, სუსტი ინტერვიუა. არაფერია ნათქვამი განსაკუთრებულ სამეულებზე (ტროიკებზე), რომლის არაერთ ოქმზე კანდიდ ჩარკვიანის ხელმოწერებსაც ვხვდებით - 1938 წელს საქართველოს ცეკას პირველ მდივნად არავინ დანიშნავდა კაცს, რომელსაც დიდი ტერორის პერიოდში არაფერი უკეთებია. ინტერვიუ კრიტიკული არ არის - ბუნებრივია, რესპონდენტი, რომელმაც მთელი ცხოვრება უმაღლეს პარტიულ თანამდებობებზე გაატარა, ბოლომდე გულწრფელი ვერ იქნებოდა, თუმცა თავად ავტორიც არ არის დაინტერესებული ჩაძიებით. ერთი სიტყვით, წაკითხვად ღირს, მაგრამ შვილის დაწერილი რომ არ იყოს, რომელიც მამას, ასე თუ ისე, მაინც უფრთხილდება, კანდიდ ჩარკვიანისგან ბევრად დიდი რაოდენობით ინფორმაციის მიღება იქნებოდა შესაძლებელი საბჭოთა საქართველოზე.
Profile Image for Tebro Pkhikidze.
141 reviews5 followers
April 25, 2025
საერთოდ, მემუარები და საუბრები არ ითვლება ხოლმე ობიექტურ წყაროდ, მაგრამ, ამ კონკრეტულის გულწრფელობასა და სიმართლეში ეჭვიც არ შემპარვია. ძალიან საინტერესო ინფორმაციას იძლევა სტალინური ეპოქის საბჭოთა საქართველოს შესახებ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი შტრიხები იკვეთება სტალინის, ბერიას, აკაკი მგელაძის და ზოგი სხვა მნიშვნელოვანი პირის პორტრეტებისათვის. მოკლედ - უაღრესად საინტერესო წიგნია ყველა იმ მკითხველისათვის, ვისაც აინტერესებს ის ეპოქა. რაც შეეხება თავად კანდიდ ჩარკვიანის სახეს - პირადად მე იგი წარმომიდგა, როგორც პატიოსანი ადამიანი, საქართველოს პატრიოტი, რომელიც, ერთი მხრივ, გაუწაფავი იყო ინტრიგებში, მეორე მხრივ კი - ფაქტობრივად, მარიონეტიც, სტალინისა და საკავშირო მმართველობის წინაშე და, ამ ყველაფერმა მის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
Profile Image for Nikusha .
75 reviews2 followers
April 23, 2020
Შესაძლებელია ვცდები, მაგრამ მგონია, რომ გაცილებით მეტი "ხმაურიანი" და საინტერესო ამბის მოყოლაც შეეძლო კანდიდ ჩარკვიანს გელასთვის, ან თავად ბატონ გელას შეეტანა ამ წიგნში მისი მონაყოლიდან. Სწორედ ამიტომაც ვაფასებ 3 ვარსკვლავით და არა მეტით.

Ბოდიში უცენზურობისთვის, მაგრამ ბერია კაი ნაბოზარი კაცი იყო, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში ))
Profile Image for Giorgi Badalashvili.
27 reviews9 followers
February 10, 2019
კარგი წიგნია, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტების უმრავლესობა ჩვენთვის ნაწილობრივ მაინც ცნობილია. ბევრი საინტერესო დეტალის შემცველია, თან ისეთი დეტალების, რომლებიც მანამდე არც გვსმენია.

წასაკითხად ნამდვილად ღირს.
May 22, 2024
იმ ეპოქის ამბები, აღწერილი არამხოლოდ როგორც ისტორიული მოვლენები, არამედ ადამიანების კონტექსტში, ჩემთვის ყოველთვის მეტად საინტერესოა.

ვისურვებდი, უფრო მეტი და უფრო რეზონანსული ამბებიც ყოფილიყო, თუმცა ასეც ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია გააზრებებისთვის.
19 reviews
February 27, 2017
ბევრი ინფორმაცია მეორდება "სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდებიდან". თუმცა სხვა ისტორიებიც არის. worth reading
Displaying 1 - 12 of 12 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.