Jump to ratings and reviews
Rate this book

იაკობის ჭასთან

Rate this book
თეა თოფურიას ახალი წიგნის თემა ადამიანია – ცალკე და საზოგადოებაში, ადამიანი მეორე ადამიანთან, ადამიანი საკუთარი თავისგან დამალული. დაბოლოს, ადამიანი – ღმერთის წინაპარი. რომანის ჟანრი მაგიური რეალიზმია.

ავტორი აღწერს პატარა ერის ისტორიას, რომლის დიდი ნაწილი იძულებული გახდა დამპყრობელს გაქცეოდა და გადასახლებულიყო. ამის შემდეგ სიუჟეტი ორ ნაწილად იყოფა, გადასახლებულები, რომლებიც რთულ, მაგრამ ახალ ცხოვრებას იწყებენ და დარჩენილები, რომელთაც, მუდმივი ნოსტალგიისა და ნიჰილიზმის კვალდაკვალ, დამპყრობლებთან თანაცხოვრება უწევთ.

112 pages, Hardcover

First published January 1, 2023

13 people want to read

About the author

Tea Topuria

15 books2 followers
Prize-winning poet and short-story writer, Tea Topuria was born in 1977 in Sochumi, Georgia. In 1998 she graduated from the faculty of Journalism at Tbilisi State University.

In addition to her poetry collection Ecocide, Tea has published a number of highly acclaimed books of short stories including The Mint Threshing Floor, The Book of Tales, The Holidays of Paradea and The Awakening Fairy Tales.

Tea has been short-listed and has won many prestigious literary competitions, among them the Pen Marathon in 2007, the Okros Bumbuli (Golden Feather) prize in 2008, the Saba competition (2008), the Tsero prize (2006 and 2010) and the Gala Award in (2011).

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
1 (6%)
4 stars
10 (66%)
3 stars
3 (20%)
2 stars
1 (6%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 4 of 4 reviews
Profile Image for Beka Adamashvili.
Author 2 books427 followers
Read
June 1, 2025
„იაკობის ჭასთან“ ეხება ამბავს, რომელიც დროში მარადიულია, ხოლო სივრცეში - უნივერსალური. ეს საკუთარი სახლის მიტოვებისა და სამშობლოდან უცხო მხარეში გადასახლების ამბავია. გადასახლების ბევრჯერ მოყოლილი ამბის გადმოსაცემად კი მაგიური რეალიზმის ელემენტები და ზღაპრულთან მიმსგავსებული ენაა გამოყენებული - თითქოს მთხრობელი ამ უძველესი ამბის მოსათხრობად კოცონთან გვკრებს. მარტივია თხრობის სტილიც, თუმცა, სტრიქონებს შორის არაერთი მითოლოგიური, ბიბლიური, ზღაპრული თუ ისტორიული ალუზია გვხვდება, რაც ამ მცირე ტექსტს გამოცდილი მკითხველისთვის უფრო მრავალშრიანს და მნიშვნელოვანს ხდის.



Profile Image for Natia Morbedadze.
882 reviews86 followers
April 21, 2025
"რატომ უყვარს ღმერთს ადამიანი? არაფერი კარგი ადამიანს არა აქვს, არც სილამაზე, არც ბუნება, არც გონი, წყალს არ მოგაწვდის, სათავისო თუ არაფერი ეგულება. კატაც საყვარელია, ძაღლიც, მგელიც, ადამიანში რა არის საყვარელი? ამდენი ხანია ვფიქრობ და ვერ მომიფიქრებია." ეს მარადიული კითხვაა, რომელსაც ისევე ვერ ვუძებნით პასუხს, როგორც იაკობის ჭას ვერ ავსებენ წყლით, ვერ ხურავენ კარს იმიერსა და ამიერს შორის.
Profile Image for Tatia Kobidze.
105 reviews5 followers
May 9, 2025
დიდი წიგნი შეემატა ამ ნაწარმოების სახით ქართულ მწერლობას. არ ვიცი ვინ როგორ შეაფასებს და დააფასებს ამ ქაოტურ დროში “იაკობის ჭასთან” მდგომი ადამიანების ამბებს, მაგრამ ძალიან განსხვავებული ხმაა, მარადიული თემებით, მითოლოგიის და ფილოსოფიის ელემენტებით და პირადი თუ საზოგადო ტკივილებით.

ერთხელ წაკითხვადაც ღირს და ბევრჯერ მიბრუნებადაც. ყველა გადაკითხვახე სულ ახალ-ახალი შრეები გაიხსნება.
Profile Image for Loreley.
446 reviews99 followers
April 2, 2026
ორი ამხელა რომ ყოფილიყო ეს წიგნი გამიხარდებოდა
Displaying 1 - 4 of 4 reviews