Jump to ratings and reviews
Rate this book
Rate this book
გრიგოლ აბაშიძის ისტორიული რომანი „დიდი ღამე“ საქართველოს წარსულზე მოგვითხრობს. XII-XIII საუკუნეების ისტორიული მოვლენები, მტრის შემოსევები და დიდი ღამე, რომლის დროსაც არაერთი ტრაგედია გადაიტანა ქართველმა ერმა. მიუხედავად ყველაფრისა მომავლის იმედი უკვდავია -“გათენდება, გჯეროდეს, რომ გათენდება! საქართველო უკვდავია. კიდევ ბევრჯერ გაიხსნება მისი ცისკარი.”

224 pages, Paperback

Published January 1, 2013

1 person is currently reading
76 people want to read

About the author

Grigol Abashidze

9 books19 followers
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1936). აბაშიძის ოჯახი რეპრესირებული იყო სტალინის მმართველობის დროს. ლექსებს აქვეყნებდა 1934 წლიდან. პირველი კრებული გამოსცა 1938 წელს. მისი შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია. ავტორია ისტორიული და თანამედროვე თემაზე დაწერილი მრავალი ლექსისა, ლექსთა ციკლებისა - "სამხრეთის საზღვარზე" (1949), "ლენინი სამგორში" (1950, ორივე ციკლისთვის - სახელმწიფო პრემია, 1951), "თუნდ დავიარო მთელი სამყარო" (1959), რომლებშიც საბჭოთა პოეზიის პათოსი და კონფორმიზმი დაკავშირებულია სამყაროს ლირიკულ და რომანტიკულ აღქმასთან.
აბაშიძის ლირიკული ლექსების თემაა ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის წლებში ("მტრები", 1941; "გაზაფხული", 1945; "მას დიდება", 1944; "ძლევამოსილი", 1945). აბაშიძის შემოქმედებაში ახალი სახით აღდგა ტრადიცია კლასიკური პოემისა მკაფიოდ ჩამოყალიბებული სიუჟეტით და გამოკვეთილი ხასიათებით ("გიორგი VI", 1942; "ძლევის ქედი", 1943; "ზარზმის ზმანება", 1946; "ციხის ლეგენდა"). საქართველოს წარსულს ეხება აბაშიძის ისტორიული რომანები "ლაშარელა" (1957), "დიდი ღამე" (1963). ამ თხზულებებში ასახულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე ქართველი ხალხის მიერ გადატანილი ტრაგედია, რომელშიც მწერალმა შეძლო ჩაექსოვა შორეული მომავლის ოპტიმისტური პერსპექტივებიც. ხოლო მოთხრობები "ქვევრი" (1961 - სათაურით "შემოღამება ქვევრში"), "ცხოვრება წინ არი" (1964) და რომანი "ყორნალი" (1967) მწერლის დროების აქტუალურ პრობლემებს ეხება. მასვე ეკუთვნის პიესა "მოგზაურობა სამ დროში" (1961), რომელიც ხელოვნების დანიშნულების თემას აშუქებს, აგრეთვე მრავალი საბავშვო ლექსი და პოემა. თარგმნა ა. მიცკევიჩის, ი. ნერუდას, პეტეფის, მ. ემინესკუს, ხ. ბოტევის, ი. ვაზოვისა და სხვების ლექსები და პოემები. აბაშიძის ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
61 (63%)
4 stars
21 (21%)
3 stars
10 (10%)
2 stars
2 (2%)
1 star
2 (2%)
Displaying 1 - 2 of 2 reviews
Profile Image for Shako M.
63 reviews28 followers
December 24, 2021
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ეს წიგნი ჯალალედინის “დიდ ღამეზე” უფრო იყო ვიდრე საქართველოსაზე, თანაბრად მაინც. რა საჭირო იყო 400-დან 200 გვერდის მისი ფიქრებისა და ჭირ-ვარამისთვის დათმობა გაუგებარია, მაშინ როცა რუსუდანი და ჩვენი სამეფო კარი დასაწყისის შემდეგ თითქმის საერთოდ აღარ სჩანს. მოკლედ ლაშარელა ბევრად “შეკრული” ისტორიული რომანია და როგორც ზოგადად “სიქველთა” უმეტესობა ესეც “ვერ ქაჩავს”.
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for AnaMaria Barbb.
25 reviews1 follower
January 10, 2022
ეს ისტორიული რომანი უბრალოდ სასწაულია,იმდენი გრძნობაა ჩადებული თითოეულ წინადადებაში, ისეთი ლამაზი და სულის შემძვრელი სიტყვებია.. როცა მეფიქრება, რომ ეს ყველაფერი მართლა ნამდვილად მოხდა, მართლა ამდენი ჭირ ვარამი გადახდა ქვეყანას ამ 6 წლის განვმალობაში უფრო მეტად მეტირება.. ჩემთვის ერთ ერთი საუკეთესო წიგნია რომელიც ცხოვრებაში ოდესმე წამიკითხავს და ვფიქრობ, ყველამ უნდა წაიკითხოს.
Displaying 1 - 2 of 2 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.