Jump to ratings and reviews
Rate this book

Lasharela: A Georgian Chronicle Of The 13th Century

Rate this book
In his historical novel, a 13th century Georgian chronicle, Lasharela, prominent Soviet poet and prose writer Grigol Abashidze (b. 1914) recreates one of the most tragic periods in Georgiaís history. Georgia lies in Transcaucasia. It is one of the most ancient states which combines the culture of the Orient with that of the Occident. Grigol Abashidzeís novel Lasharela tells about the reign of Lasha-Georgi IV, son of the great Queen Tamar, about the peopleís illusions, the growing cruelty of the feudal lords, the flourishing of poetry and the arts, and the end of the Georgian Renaissance. Grigol Abashidzeís historical novels have enjoyed wide popularity among readers, as have his other works. He has been successful both in poetry and in prose. Abashidze was Deputy to the USSR Supreme Soviet and a State Prize Winner.

408 pages, Hardcover

First published January 1, 1981

10 people are currently reading
295 people want to read

About the author

Grigol Abashidze

9 books19 followers
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1936). აბაშიძის ოჯახი რეპრესირებული იყო სტალინის მმართველობის დროს. ლექსებს აქვეყნებდა 1934 წლიდან. პირველი კრებული გამოსცა 1938 წელს. მისი შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია. ავტორია ისტორიული და თანამედროვე თემაზე დაწერილი მრავალი ლექსისა, ლექსთა ციკლებისა - "სამხრეთის საზღვარზე" (1949), "ლენინი სამგორში" (1950, ორივე ციკლისთვის - სახელმწიფო პრემია, 1951), "თუნდ დავიარო მთელი სამყარო" (1959), რომლებშიც საბჭოთა პოეზიის პათოსი და კონფორმიზმი დაკავშირებულია სამყაროს ლირიკულ და რომანტიკულ აღქმასთან.
აბაშიძის ლირიკული ლექსების თემაა ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის წლებში ("მტრები", 1941; "გაზაფხული", 1945; "მას დიდება", 1944; "ძლევამოსილი", 1945). აბაშიძის შემოქმედებაში ახალი სახით აღდგა ტრადიცია კლასიკური პოემისა მკაფიოდ ჩამოყალიბებული სიუჟეტით და გამოკვეთილი ხასიათებით ("გიორგი VI", 1942; "ძლევის ქედი", 1943; "ზარზმის ზმანება", 1946; "ციხის ლეგენდა"). საქართველოს წარსულს ეხება აბაშიძის ისტორიული რომანები "ლაშარელა" (1957), "დიდი ღამე" (1963). ამ თხზულებებში ასახულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე ქართველი ხალხის მიერ გადატანილი ტრაგედია, რომელშიც მწერალმა შეძლო ჩაექსოვა შორეული მომავლის ოპტიმისტური პერსპექტივებიც. ხოლო მოთხრობები "ქვევრი" (1961 - სათაურით "შემოღამება ქვევრში"), "ცხოვრება წინ არი" (1964) და რომანი "ყორნალი" (1967) მწერლის დროების აქტუალურ პრობლემებს ეხება. მასვე ეკუთვნის პიესა "მოგზაურობა სამ დროში" (1961), რომელიც ხელოვნების დანიშნულების თემას აშუქებს, აგრეთვე მრავალი საბავშვო ლექსი და პოემა. თარგმნა ა. მიცკევიჩის, ი. ნერუდას, პეტეფის, მ. ემინესკუს, ხ. ბოტევის, ი. ვაზოვისა და სხვების ლექსები და პოემები. აბაშიძის ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
103 (44%)
4 stars
76 (32%)
3 stars
47 (20%)
2 stars
2 (<1%)
1 star
4 (1%)
Displaying 1 - 19 of 19 reviews
May 1, 2020
აქამდე, ბევრი არაფერი წამიკითხავს ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდზე, სკოლაში ნასწავლი მწირი ინფორმაციის ცოდნით შემოვიფარგლებოდი, არც განსაკუთრებული და სახელოვანი მეფე ყოფილა და არც გამორჩეულად ძლიერი მმართველის სახელით შესულა ისტორიაში და მახსოვს რატომღაც ცუდი შეხედულებაც ჩამებეჭდა გონებაში ამ მეფეზე, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ამ ისტორიულ რომანში ბევრი რამ, რა თქმა უნდა, გამოგონილია, აზრი მაინც შემეცვალა ლაშაზე და გულწრფელად შემებრალა მეფე, რომელსაც ცხოვრებაში არაფერში გაუმართლა.
ლაშა, დიდებულებისგან ხელ-ფეხ შებორკილი, პრაქტიკულად უუფლებო მეფე, რომელსაც გულით სურდა თავისი ქვეყნის დიდებისა და თავისუფლების შენარჩუნება, ცდილობდა კიდეც, სურდა თავისი დედის ანდერძის შესრულება, სურდა გვერდით ჰყოლოდა ქალი, რომელიც მართლა უყვარდა და არა ნებისმიერი სხვა, რომელსაც დიდებულები შეურჩევდნენ შესაფერის დედოფლად.
გიორგი პირველსაც მაგონებდა ჭაბუკი მეფე და პერიოდულად ჰაგიოგრაფიის დიდ გავლენასაც ვხედავდი მწერლის წერის სტილზე, განსაკუთრებით “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების”.
უსამართლობა იქნება, ისე დავამთავრო შეფასების წერა, რომ ლუხუმ მიგრიაული არ ვახსენო, რომელსაც ალბათ ყველანაირი უსამართლობა გადახდა თავს, ცხოვრებაში რაც შეიძლება ადამიანს გადახდეს, ნამდვილად გულით მეცოდებოდა ეს პერსონაჟი და პერიოდულად, სიბრაზეც მეუფლებოდა იმის შემყურეს, თუ უსაზღვრო ერთგულებისა და თავდადების ფასად რამხელა უსამართლობა და ღალატი მიიღო.
საერთო ჯამში, კარგი ისტორიული რომანია, ზოგადადაც და განსაკუთრებით კი ბრძოლების ეპიზოდებში, გულისტკივილით ვფიქრობდი, რამხელა ტკივილისა და ტანჯვის გადატანა მოუწია საქართველოს იმისთვის, რომ დღემდე მოეღწია..
7 reviews
August 20, 2022
კარგი იყო, ვიმოგზაურე ლაშასთან ერთად XIII საუკუნეში. საინტერესოა ლაშას დამოკიდებულება სიყვარულისადმი და ალბათ დილემა, სიყვარული თუ მეფობა?! კარგი და მუდმივი სამსჯელო საკითხია. თვითონ ლაშა თითქოს სუსტ მეფედაა გამოყვანილი, მაგრამ მებრძოლიც იყო, მისი მთავარი შეცდომა და ალბათ სისუსტე დიდებულების თვითნებობის ვერ ალაგმვა იყო, რაც ხელს უშლიდა ბევრ რამეში.მაგრამ დღეს ლაშა-გიორგი მიჩნეულია როგორც რენესანსული აზროვნების, შუა საუკუნების ფონზე უფრო თავისუფალ ადამიანად.
Profile Image for David Usharauli.
150 reviews1 follower
September 1, 2015
This is a novel that tells the story of Georgian King Giorgi IV Lasha. He ruled Georgia from 1213 to 1223 AD.

He is mainly remembered for one thing, wonderfully described in this novel: he fell deeply in love with a married woman and against all common senses, took her from her husband. Not much is known about this woman except that it is said that she was of "low birth" and married. But the fact is that while living with the King, she gave a birth to a son who later will rule Georgia during Mongol period (and his descendants will rule Georgia until 19th century).

In the end, this unwise act by Giorgi IV Lasha (to steal someone's wife) sealed his fate in Georgian history. Chronicle tells us that after some time Georgian nobility and church representatives forced Giorgi IV Lasha to give up a woman and let her go. He never married and died soon after from wounds received during the battle with mongols.

The novel is, of course, a fiction. But it is based on few real facts. I think the author managed to successfully describe 13th century Georgia, Lasha's personality and his relationship to his subjects.

posted by David Usharauli

http://davidusharaulibookidealist.blo...
Profile Image for ლუკა აღლემაშვილი.
36 reviews4 followers
May 24, 2023
ზოგ მომენტში ისე ვბრაზდებოდი, 1/5-ის დაწერაც მინდოდა, ან 2/5-ის, თუმცა ფინალის ხათრით – 3/5.

დასაწყისი მეტ-ნაკლებად მიმზიდველი იყო, ატმოსფეროს გაცნობა, მეფისა და ზოგადად ისტორიული პერსონაჟების პირველი ხატებები, ლექსები, სიმღერები. შემდეგ თითქოს შესუსტდა და ერთ ტალღაზე დადგა, წერის სტილიც არაფრით გამორჩეული, თუმცა ავტორს მოუნდა, იმდროინდელი ქართული წაებაძა, რაც ჩემთვის უაზრო აღმოჩნდა, გამაბრაზა, უნიჭობა დავაბრალე. სიუჟეტზე არაფერს ვიტყვი, მხოლოდ იმას, რომ ბევრ ადგილას დამაეჭვა აკურატულობაში – ისტორიასთან. ფინალი შედარებით აღმამფრენი იყო, ტრაგედიულიც და გამორჩეული.
June 4, 2023
თუ გიორგი გქვია და ამავე დროს საქართველოს მეფე ხარ, სიყვარულს ტყუილად ნუ ეძებ, მაინც ვერ იპოვი
Profile Image for Tedo Rakviashvili.
17 reviews
August 5, 2020
ოთარ ჭილაძის "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა"-ს შემდეგ, მეგონა რომ ქართული ისტორიული ნაწარმოებები იმედებს გამიცრუვებდნენ. მხოლოდ ორი ერთგვარი "ბასტიონი" რჩებოდა (სანიკიძე და გრიგოლ აბაშიძე), რომელიც ალბათ გამაოცებდა და მართლაც გამაოცა და გამაოგნა.
წიგნში აღწერილია მეცამეტე საუკუნის, ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მეფის, უკანასკნელი ძლევამოსილი მმართველის ისტორია, რომელიც სამწუხაროდ არაა სათანადოდ დაფასებული, უარყოფილიც კია. ხშირად გიორგი IV ლაშას ცუდ, თავნება მეფედ წარმოგვიჩენენ, გრიგოლ აბაშიძე კი ფხიზელი, მიუკერძოებელი და სწორი ფაქტებით მსჯელობს და ლაშარელას ნამდვილ სახეს ნათლად გვიჩვენებს. ნაწარომები არა მარტო საქართველოს შიდა არეულობებისგან გამოწვეულ ამბებს, არამედ გარეშე მტრების შიგააღრევას, ისტორიას და მათ დამოკიდებულებასაც მოგვითხრობს. წიგნის კითხვის განმავლობაში, საერთოდ არ დამრჩენია რაიმე მშრალი, უბრალო, შეკოწიწებული ისტორიული ფაქტების კითხვის შეგრძნება. პირიქით, ყველანაირად ვგრძნობდი პოლიტიკისა და არეულობების სრულ სიძნელეს და მეფე-გიორგის მეტი შემართებით თანავუგრძნობდი; ზუსტად ეს გამორჩეულობა და უპირატესობა არ მაძლევდა წიგნის შუა გზაზე მიტოვების საშუალებას, რადგანაც მაინტერესებდა, მითრევდა და ახლის გაგებისკენ მიბიძგებდა. თითოეული პერსონაჟიც კი იმდენად კარგად, ცოცხლად და არგუმენტირებულად ჰყავს წარმოჩენილი-წრმუნდები რომ მართლაც ეგეთები იყვნენ.
აქ ვერ შეხვდებით უაზროდ გაბოროტებულ, გაანჩხლებულ და გაბრაზებულ პერსონაჟებს. თითოეულს რაღაც საკუთარი დანაკარგი ამოძრავებს, რაც თვითონ პერსონაჟში ჩახედვის და დარწმუნების კარგ შესაძლებლობას იძლევა. თურმან თორელიც კი, (ახალციხელების ნათესავი) ხალისიანი მაგრამ ამავდროულად იმდენად ნაღვლიანიცაა რომ, თითოეული მისი რეპლიკა სულისა და გულის, წრფელ გამოძახილად გეჩვენება.
მწერალი ყველანაირად ცდილობს შექმნას სიძველის და იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი გარემო თუ ატმოსფერო, რასაც ნამდვილად კარგად უმკლავდება. დიალოგებს ძველქართულად წარმართავს, რაც მთავარია გასაგებად და ეს კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით გაჯადოვებს და გიზიდავს.
რაც შეეხება ისტორიულ ფაქტებს და თვითონ მეფეს,წიგნში ყველა მოთხრობილი მოვლენა სარწმუნოა და ალბათ მთლიანად ჭეშმარიტიც. მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, წიგნი შეუდარებლად და უნაკლოდ რჩება.
ლაშას ასე, სუსტ და უძლურ მმართველად დანამდ��ილებით ვერ ჩავთვლით. მას ბევრი კარგი თვისებაც აქვს და ბევრი ცუდიც, მიუხედავად ამისა, ის მაინც ქვეყნის კეთილის მოსურვედ, გულანთებულ პატრიოტად და პარალელურად გარყვნილ ადამიანად წარმოგვიდგება. ლაშა არ ერიდება მონაზვნების "ნამუსის ახდას", კათალიკოსისთვის ყურის არ გდებას, ზღვარგადასულ ქეიფს, სხვადასხვა ქალების ტრფიალს, სასახლეში ხარჭებისა და დიაცების უთავბოლოდ შემოშვებას, საკუთარი ერთგული და მიმნდობი მცველის ცოლის წაგვრას...ეს ბოლოს ნათქვამი სიტყვები კი ნაწარმოებს, ყველაზე დიდ სევდას, ნაღველს და დარდს უმატებს. მეფისთვის თავგამოდებით მებრძოლი, ერთგული, კეთილი და უბოროტო, ბოლოს კი-დასახიჩრებული ლუხუმა, მოულოდნელად საქართველოს და ლაშას უდიდეს წყლულად და მოუშუშებელ ჭრილობად იქცევა.
განძის ალყის დროს მძიმედ დაგონჯებული მიგრიაული, სამწუხაროდ, ლაშასთვის საშიშ, აბეზარ აჩრდილად იქცევა და ბოლოს დიდი უბედურების თავ და თავად გვევლინება. ნაწარმოების ამ ნაწილში, ყველაზე ცხადად ჩანს მეფის თავგადასულობა, ამპარტავნება, თავკერძობა და უმადურობა. ის ხორციელი სიყვარულისთვის, საკუთარი სიცოცხლის უამრავჯერ თავდადებულ ლუხუმას ცოლს გვერდზე ტახტზე ისვამს და "ხარჭას" (როგორც მას დიდებულები უწოდებდნენ), არაფერს აკლებს, მის ერთგულ მებრძოლს კი გამდგარი ნახეჭვანის მმართველის წინააღმდეგ ომში, სასიკვდილოდ უშვებს, რათა მის ახლადმოყვანილ ცოლთან ერთად "შესისხლხორცდეს" და ნეტარ, სიყვარულით სავსე ცხოვრებას მიეცეს...ამავდროულად სამეფოში დიდი პოლიტიკური ინტრიგები იხლართება: ყმადნაფიცები ჯანყდებიან, (ათაბაგის და დანარჩენი დიდებულების უმეცრობის და მათივე თვითგადარჩენის ინსტინქტის დამსახურებით) მითქმა-მოთქმაა ახალ "ხარჭაზე", კათალიკოსი ლაშას ეკლესიისგან განდგომას და აღვირახსნილობას აბრალებს...ამ ფონზე კი ლაშა განცხრომაშია, სვამს, ნადირობს, ლილეს (ლუხუმასგან წაგვრილ) ცოლთან ნებივრობს, გვერდიდან არ იცილებს. თუ ამ კუთხით ვიმსჯელებთ, მივხვდებით რომ ლაშა, ერთი თავაშვებული, უგუნური, სუსტი, უღირსი მეფეა, რაც უმეტესად არაა მართებული.
ლაშას უღონობა ყველაზე მეტად ივანე მხარგრძელი-ათაბეგის და ძლევამოსილ ერისთავებთან ბრძოლაში გამოიხატება, რასაც აქვს საკუთარი ახსნები და გამართლებები, მაგრამ იგი თავის უმწეობას, თვითონვე აღიარებს და სულ მცირეოდენით, (რა სადავეებიც მის ხელთაა) მართავს და განაგებს სახელმწიფოს. ის საკუთარ თავში თავდაუჯერებლობასა და უსუსურობას დავით აღმაშენებლის, გიორგი მესამის და თამარის ძლევამოსილებას უპირისპირებს. რაც საბოლოოდ უფრო და უფრო ამწუხრიანებს...
შემდეგში, ლუხუმიც ავიწროებს მეფეს და ასეთ უსამართლო სახელმწიფოს საკუთარი ხერხებით ებრძვის, რის მოყოლასაც არ დავიწყებ, რადგანაც ბევრს მოვუნდები და შეფასების მკითხველს სიუჟეტს გავანდობ.
საბოლოო ჯამში წიგნი შეუდარებელი, ქართული მწერლობის საუკეთესო და უბადლო ნიმუშია, რასაც სათანადო დაფასებაც სჭირდება...
This entire review has been hidden because of spoilers.
68 reviews15 followers
January 31, 2017
روايه تتحدث عن فترة الحروب الصليبيه والتي قامت بها بلاد ما وراء النهرين منها جورجيا وبلاد فارس ،كان محور الروايه هو قصة الحب التي وقعت بين الملك وزوجة حارسة وكيفية مجابهة الكنيسه لهذا الحب المحرم،كما تخلل في ثناياها الكثير من احداث الصراعات التي حدثت في فترة حكمة،ولكن كان سردها للاحداث ممل جدا ولم اجد المتعه في تذوق الرواية الادبية،كما لو ان الراوي فقد يريد حشو الرواية بالاحداث الكثيرة دون اعتبار جمال السرد،علما بان النظرة العامة للقصة ليست سيئة اطلاقا مع انها تقليديه ومعتاد عليها في البلاط الملكي ،وقد يرجع الضعف الى المترجم الذي لم يبرع في اخراجها النهائي. ،
Profile Image for Tiko Kopaliani.
29 reviews5 followers
July 22, 2017
საკმაოდ კარგი რომანია. მიუხედავად ისტორიული სიუჟეტების სიმცირისა, იგრძნობა იმდროინდელი საქართველოს ცხოვრება, მდგომარეობა. ეს არის კიდევ ერთი უბედური მეფის ან უბრალოდ შეყვარებული ახალგაზრდას ისტორია. გამსახურდიას გიორგი პირველს ჰგავს ლაშაც, რა თქმა უნდა, მაგრამ ნამდვილად საინტერესო წასაკითხია.
Profile Image for Marwvivi.
3 reviews
September 11, 2024
ლილე♡ სასწაული წიგნია! ძალიან მიყვარს! ზღვა ემოციები დამიტოვა... არა მხოლოდ სიყვარულში იყო უიღბლო ლაშა, მთლიანად მისი ცხოვრება უიღბლობა იყო და ღალატი, ყოველთვის ღალატი უღებდა ბოლოს ჩვენს პატარა სამშობლოს. ,,ლაშარელა", მაგალითია ნამდვილი, ამაღლებული და ჭეშმარიტი სიყვარულისა❤️
Profile Image for Tomáš Petit.
10 reviews
September 7, 2025
A relatively short story about the forbidden romance between a king and the wife of his bodyguard, mirroring the biblical episode of King David and Bathsheba.

A nice introduction to the end of the Georgian golden age, a topic rarely discussed in highschool.
Profile Image for Lizi.
5 reviews
September 6, 2025
ლუხუმი❤️❤️❤️!!!
ერთი დიდი სიამოვნებაა ამ წიგნის კითხვა.⭐️
Profile Image for Qeti Ghelagutashvili.
23 reviews
July 26, 2024
●●●
ისტორიული წყაროები ლაშა-გიორგის მმართველობის, ხასიათისა თუ სიძლიერის შესახებ განსხვავებულ,ერთმანეთისგან შეუფერებელ ცნობებს გვაწვდის. ნაწარმოებში იკვეთება მწერლის ფანტაზიაც , თუმცა იგი მეფე-პერსონაჟს გვაჩვენებს როგოც მონარქის ,ისე გრძნობებსაყოლილ პოლიტიკოსის, როგორც რაინდის ისე სახელმწიფო მმართველის სახით.
●●●
ჰქონდა თუ არა მეფეს გრძნობების მინდობის,მიჯნურიბით შეპყრობის უფლება?!
იქნებ ,იყო ქვეყნის სათავეში ვალდებულს ხდის დათმოს სხვა რაღაც (,,განა კაცს ყოველივე შერჩება რაც უყვარს")?!
ალბათ სიყვარულს უფლება არც სჭირდება, მაგრამ როგორც ჩანს სამეფო გვირგვინი ზღუდავს ,გულისთქმის გაჩუმებას აიძულებს მონარქს.

ტრფო��ით შეპყრობილ მიჯნურს აღმატებული გრძნობა თავისი ერთგული ყმისთვის ,ლუხუმისთვის ,,ცოლის წარმევას" შესაძლოა გამართლებას უძებნიდა ,მაგრამ როგორც სახელმწიფო წინამძღოლს,მისაბაძ ფიგურას და პირველ მხედარმთავარს იგივე ქმედება ჩრდილს აყენებდა.

●●●
ლილე ჩემი აზრით უფრო ,,ეთაყვანებოდა" მეფის სახეს , თავის წარმოსახვაში არსებულ მეფე-ლაშას, ვიდრე გულის მიჯნურად აღიქვამდა.
ლაშა-გიორგის უყვარდა ,რადგან მუდმივად გრძნობდა ქალის გაქრობის საფრთხეს , მისი დაკარგვის შიში არ აძლევდა იმის საშუალებას რომ გრძნობა გაციებოდა.
●●●
ლუხუმი არის იმ ქართველის სიმბოლო, რომელზეც ყოველთვის იდგა საქართველოს სიძლიერე და რომელიც საკუთარს თმობდა სახელმწიფოსთვის(მეფის გულისთვის) საბოლოოდ კი თავად შეუმჩნეველი
,,თვალარიდებული"რჩებოდა მეფისგან , რომელიც გამოჩენილი ერთგულების პასუხს ღალატის ისრით უბრუნებდა...



______
●,,მეფეებს და მგოსნებს თამარისა და შოთას შემდეგ ერთი ბედი გვაქვს:რაოდენი ციხე და არხიც უნდა ააშენო, მეფევ ,ხალხი მაინც იტყვის, თამარის ციხე და არხიაო ,რაოდენი ლექსიც უნდა ვთქვათ მგოსნებმა , ხალხი კვლავ ასე იტყვის რუსთველისააო"
●,,სამეფოსათვის უდიდესი უბედურება ის არი,როცა ერთ კაცს ხელთ უდებენ ათ სახელოს,ხოლო ათ კაცს არც ერთ ნიჭს არ აღირსებენ ბოძებად."
●,,თუ ლაშქრით არ არის ძლიერი ლაშა, ესეც იცოდე , მეფეთათვის ძლიერ და აურაცხელ ლაშქარზე უმჯობესი ძლიერი გონება და ცხოველი აზრია."
●,,ადამიანები ხომ დედის მუცლიდან ერთნაირად შიშველ-ტიტველნი იბადებიან,თან არც ძოწეული მოჰყვებათ ,არც გლეხის ტაპუჭი , არც მეფის გვირგვინი და არც მონის უღელი!ცხოვრება თავად ადამიანებმა მოაწყვეს ისე ,რომ ერთნი ფუფუნებისა და გამცხრომის ტახტზე ზიან,მეორენი ტანჯვისა და წამების ორმოში არიან ჩაცვენილი.რათ უნდა იყოს ასე?როდემდის უნდა იყოს ქვეყანა აგრე უკუღმართად მოწყობილი?"
💔○,,ჩემი ბრალი არ არის.ჩემს ნებაზე ქვეყნის მომავლის კი არა, საკუთარი ბედის გადაწყვეტა არ დამანებეს ჩემმა დიდებულებმა. მე თქვენზე უბედური ვიყავი.მტერმა მარტო სამშობლოს თავისუფლება და ძლიერება კი არა ,სატრფოც მომტაცა , გულის სატრფო!"
Profile Image for Marita Khulelidze.
19 reviews
January 6, 2024
მხატვრული ნაწარმოების მიხედვით ისტორიის და ისტორიული პირის შეფასება არ შეიძლება, თუმცა მაინც ვიტყოდი, რომ ტრაგიკული მეფე იყო ლაშა-გიორგი, შეეძლო კიდეც რომ ბევრად უკეთესი ყოფილიყო, თუმცა სიყვარული ხომ სენია და მეფეს ,,ეკრძალება" დაავადება...
Profile Image for Malik Aljabri.
82 reviews19 followers
June 3, 2016
رواية ممتعه بحق في تفاصيلها ، قرأتها قبل مده ليست باليسيره ...
Profile Image for Tako Vardiashvili.
28 reviews3 followers
October 10, 2019
მთელი ბავშვობა
არავინ:
აბსოლუტურად არავინ:
მე: ლაშა-გიორგი ძაან კაი ტიპი იყო
Displaying 1 - 19 of 19 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.