ამბავი თანამედროვე დროში ხდება. ისტორია სწორედ მაშინ იწყება როცა მთავარი გმირი საკუთარ თავს ვეღარ ხედავს სარკეში. გაქრობისგან გზააბნეული ახალგაზრდა იწყებს იმის გაგებას და შეცნობას თუ რა ხდება მის თავს. ამ პროცესში ის ბევრ რამეს გაივლის, იქნება ეს იმედგაცრუება, ტანჯვა, ტკივილი, სევდა, დეპრესია და ამას ემატება არაადამიანური შესაძლებლობა, გაუგოს სხვებს. დიახ, არ მოგესმათ, მთავარი პერსონაჟისათვის საკმარისია შეეხოს ნებისმიერ ადამიანს და იგრძნოს ყველაფერი რასაც ის გრძნობს, იქნება ეს სიხარული, სევდა თუ სხვა რამ. ამ შესაძლებლობით გაოცებული ბიჭი გვიყვება იმ რეალობის შესახებ რაც თანამედროვე ცხოვრებაში ჩვენს გარშემო ტრიალებს და ზოგჯერ უბრალოდ ვერ ვხედავთ.
საინტერესო, ჩამთრევი დასაწყისი, შემდგომ - გაწელილი სიუჟეტი, ხელოვნური/მაღალფარდოვანი/არადამაჯერებელი დიალოგები/მონოლოგები, გარკვეული შინაარსობრივი აცდენები (მაგ.აფთიაქში მომუშავე პერსონალს ფარმაცევტი ჰქვია და არა ექთანი), გაუგებარი დასასრული...
3 ⭐️ მომეწონა. საინტერესო სიუჟეტი ჰქონდა. ერთ დღეში წავიკითხე. დასასრულიც ნორმალური იყო, კი სევდიანი მაგრამ მოსალოდნელი. კარგად ასახავს ყოველდღიურობას და ადამიანების ბნელ მხარეებს. ძალიან სევდიანი იყო სოფის (თუ სწორად მახსოვს მისი სახელი) ისტორია. ძალიან სევდიანი, იყო, თუ როგორ უწევდა მას ცხოვრება, და როგორ იტანჯებოდა იგი. ~ საერთი ჯამში, კარგი, ჩამთრევი, საინტერესო და ყოველდღიურობასთან ახლო წიგნი იყო. წერის სტილი არ იყო განსაკუთრებული მაგრამ ვერ ვიტყვი რომ იყო ცუდი.
რაღაც ადგილები მომეწონა. მარტივად წასაკითხი. აქტუალური პრობლემები იყო გაკოვეთილი, თუმცა გაურკვეველია რა უნდა პერსონაჟს. დიდად რეკომენდაციას ვერ გავუწვევდი.
10/10🪐🌱 ეს წიგნი და გაზაფხული🫀 ერთი შეხედვით პატარა წიგნი,მაგრამ უდიდესიიი ემოციიის მატარებელი,წიგნი რომელიც გადმოსცემს ყველა ემოციას რაც კი არსებობს,წიგნი რონელიც დაგაფიქრებთ იმაზე თუ რატომ ვარსებობთ✊️,წიგნი რომელიც გვასწავლის რომ ჩვენი სურვილები ფრთხილად უნდა შევარჩიოთ.💜სანამ რამეს ვისურვებთ უნდა დავფიქრდეთ ნამდვილად გვსურს?ნამდვილად გვიღირს?წიგნი,რომლის თითოეული გვერდი მნიშვნელოვანია...ამ წიგნის ერთ გვერდშიც კი იმხელა ემოციაა,ვისაც წაკითხული აქვს მიხვდება რომელი გვერდიც🥹ვისაც არ გაქვთ წაკითხული,რას ელოდებით?კითხვის პერიოდში მითხრეს: ,,როცა დაასრულებ,წიგნის გადაგდება მოგინდებაო",და მართლაც ბოლომ გამაოცა,ყველანაირ დასასრულს ველოდი ამის გარდა.ვისაც წაკითხული აქვს მიხვდება დასასრულის სევდას და ტკივილს,მიხვდება ჩემი თითოეული გაოცების და თითოეული ცრემლის მიზეზს🩷ეს ერთ-ერთი იმ წოგნთაგანია რომელიც უნდა წაიკითხოთ🫂 ნეტავ ნათესავების შერჩევა შეგვეძლოს😔ნეტავ...წაიკითხეთ და უკეთ ჩაწვდებით ჩემს სიტყვებს✨️მადლობა ავტორს თითოეული განცდისთვის,მადლობა ანუკი ამ წიგნის რჩევისთვის💚
ვერ ვხვდები მთავარი პერსონაჟის სახელის არ ცოდნა რა ლიტერატურული ხერხი იყო. ასეთი თხელი წიგნის კვალობაზე ზედმეტად დიდხანს ვკითხულობდი და წესით მალე ვამთავრებ წიგნებს. უბრალოდ ვიღლებოდი ამდენი ადამიანის ისტორიის გაგებით. ამდენი მონოლოგით. სოფიას ამბავმა საერთოდ გამაცოფა. თვითმკვლელობაზე ისე იყო ლაპარაკი თითქოს ერთადერთი გამოსავალია პრობლემის მოგვარების. 1 წინადადება მაინც ყოფილიყო იმაზე, თუ რატომ არის ცუდი და რომ არ უნდა იყოს ეს “თავისუფლების” მოპოვების საშუალება. 2 ვარსკვლავს ვუწერდი, მაგრამ დასასრულმა თავისი ქნა.
პერსონაჟები-⭐️⭐️⭐️ კარგები იყვნენ, მაგრამ ჩემი თავი ვერც ერთში ვერ ამოვიცანი. სიუჟეტი-⭐️⭐️ აცდა წიგნის შუაში მთავარ სიუჟეტს. დასასრული- 3 ნახევარი. გული ჩამწყდა. ჩემ ნახევარს ის ტირილი უნდოდა დაენახა ოჯახისგან, მაგრამ ესეც არ იყო ცუდი. ტემპი-⭐️⭐️ დამღალაა. წერის სტილი- ⭐️⭐️. მთავარი პერსონაჟის სახელის არ ცოდნამ გამაღიზიანა.😃
“ჩვენ, მათ შორის, მეც, ვერ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს…”
This entire review has been hidden because of spoilers.
საკმაოდ სევდიანი და ემოციური წიგნია, ადვილად ჩამთრევი. რამაც ვერ მომხიბლა ის გახლავთ, რომ უამრავი შაბლონური თემაა გაჟღერებული, რომელზეც ნებისმიერს გვიფიქრია და არაერთხელ გვისაუბრია, ან გვსმენია. თითქოს ახალი საფიქრალი მასალა არ მოუცია წიგნს, და ამას ემატება ხანდახან მაღალფარდოვანი, დავარცხნილი სიტყვები; დადებითი კიდევ ის აქვს რომ სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის. თუ რამე სევდიანის წაკითხვა გსურთ, გირჩევთ <3
Miuxedavad imisa rom ar mikvars tanamedrove kartuli literatura unda vagiaro rom dasawkisis dasasruli dzalian sasiamovno wasamitxi iko. Maxsovs roca kitxva davasrule kvelafers sxvanairad shevxede. Titoeul adamians. I love when books have big impact on me
დასაწყისი იმდენად ამაღელვებელი, უცნაური, საინტერესო და ჩამთრევი იყო არ მეგონა ასე თუ დასრულდებოდა. ბევრი რამ თითქოს დამაკლდა და ბოლომდე არ შეიკრა ჩემთვის.