Jump to ratings and reviews

ხევისბერი გოჩა

First published January 1, 1989

Loading...
Loading...

About the author

Alexander Kazbegi

18 books49 followers
Alexander Kazbegi (Georgian: ალექსანდრე ყაზბეგი, Aleksandre Kazbegi) (1848–1893) was a Georgian writer, famous for his 1883 novel The Patricide.

Kazbegi was the great grandson of Kazibek Chopikashvili, a local feudal magnate who was in charge of collecting tolls on the Georgian Military Highway. Alexandre Kazbegi studied in Tblisi, Saint Petersburg and Moscow, but on returning home, decided to become a shepherd to experience the lives of the local people. He later worked as a journalist, and then became a novelist and playwright. In his later life, he suffered from insanity. After his death in Tbilisi, his coffin was carried across the Jvari Pass to his hometown of Kazbegi (now renamed Stepantsminda), which also preserves his childhood home as a museum in his honor.

His most famous work, the novel The Patricide is about a heroic Caucasian bandit named Koba, who, much like Robin Hood, is a defender of the poor. Koba has nothing but contempt for authority, a proclivity towards violence, and a firm belief in vengeance. Kazbegi's work was a major inspiration to Iosif Jughashvili, later known as Joseph Stalin, who used Koba as a revolutionary pseudonym.

Ratings & Reviews

What do you think?

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
707 (41%)
4 stars
520 (30%)
3 stars
335 (19%)
2 stars
108 (6%)
1 star
24 (1%)
Displaying 1 - 30 of 42 reviews
Profile Image for Dato Samniashvili.
Author 2 books56 followers
June 20, 2017
სკოლის პრგრამიდან არის ამოსაღები, ისევე როგორც მთელი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები. იმის მაგივრად ბავშვს ცნობისმოყვარეობა და სიახლის შემეცნების ხალისი წაუხალისდეს, ბნელი და წარსულის აჩრდილებით ვუტენით ტვინს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსგავს ლიტერატურას, თუ ნაშრომებს ადამიანი არ უნა გაეცნოს, პირიქით, ესეც საინტერესოა, მაგრამ არა იმ მენტორული ნიშნით როგორც ეს სკოლებში ხდება
Profile Image for Keti .
2 reviews
December 29, 2014
ალექსანდრე ყაზბეგი შესანიშნავი მწერალია-ყველაფერი შეუძლია დაგაჯეროს. რაც არ უნდა სულელურად და უსამართლოდ იქცეოდნენ პერსონაჟები, მათი მაინც გესმის. რაც შეეხება ნაწარმოებს, ძალიან დეპრესიულია. როცა თანამედროვე ადამიანი კითხულობ ამას, ძალიან ბრაზდები, რომ ასე უსამართლოდ იყო ყველაფერი. მთის ხალხის მიერ შექმნილი კანონები ნებისმიერ ინდივიდზე მაღლა იდგა-ისტორიულ კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ, ასე თუ ისე გასაგები ხდება ეს ყველაფერი. ყველა შემთხვევაში, კარგია რომ ის დრო აღარაა და ადამიანს, როგორც ინდივიდს, ახლა უფრო დიდი მნიშველობა ენიჭება.
ეს ნაწარმოები აბიტურიენტობის დროს ვისწავლე და უნდა აღვნიშნო, რომ კარგი იქნებოდა თუ ისედაც დანერვოზებულ და სასოწარკვეთილ ბავშვებს ამისთანა რამეების წაკითხვას არ დაავალებდნენ. მითუმეტეს, რომ, რაც არ უნდა კარგად იყოს დაწერილი, ასეთი თემები უკვე მოძველებულია.
Profile Image for Gio kikabidze.
117 reviews12 followers
May 16, 2017
რატომ მოკლა მან შვილი? ხევმა ონისეს ბევრად უფრო მსუბუქი ხვედრი არგუნა, მაგრამ საკუთარმა მამამ სასიკვდილოდ გაიმეტა. შვილის მკვლელობა ყველა დროის და ნებისმიერი საზოგადოებისთვის პათოლოგიური მოვლენაა, მაშ რატომ ჩაიდინა გოჩამ ეს? როგორ მოხდა რომ ასეთმა გაწონასწორებულმა ადამიანმა პირმშო მოკლა? ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, სწორედ ეს მიზეზები ხატავენ გოჩას სახეს ყველაზე უკეთ. გოჩა თემის ზნეობის მაგალითია, ეშინია ონისეს საქციელი სხვამ არ გაიმეოროს ამიტომ ამბობს „ონისე ეხლავე მკვდარია, მაგის სასჯელი ცეცხლში დაწვაა“ მეორე მიზეზი კი მოთხრობის დასაწყისში ვლინდება, თითქოს ავტორი თავიდანვე გვაფრთხილებდა, ეს არის სირცხვილი და ლაქა. შვილის ცოდვა მამისთვის სამარცხვინო ლაქაა, და არა მხოლოდ მამის, არამედ მთელი თემისთვის. თუმცა, მის საქციელში შვილზე ზრუნვაც ჩანს, გოჩას არ უნდოდა საკუთარი შვილი მოღალატის სახელით წასულიყო ამ ქვეყნიდან, ამიტომ მისი დანაშაული თავის თავზე აიღო და ონისეს სახელი არ შეულახა. გოჩას მოტივი შეიძლება შვილის სიძულვილიც იყოს, მის წინ მოღალატის ამპლუაში წარდგენილმა შვილამ მასში ზიზღი გააღვიძა, მის წინ შვილი კი არა, თემის მოღალატე და გვარის ამომგდები იდგა, სწორედ ამ საზარელმა გრძნობამ ჩაადენინა ასეთი დანაშაული, სისხლიანმა მსხვერპლმა გამოისყიდა ონისეს დანაშაული. თითქოს ხანჯლის ჩაცემათან და ონისეს უკანასკნელ ამოსუნთქვასთან ერთად მოკვდა სიძულვილიც, ჩამორეცვა ყველა ცოდვა და კვლავ მომავლის მზემ გამოანათა
Profile Image for nutsa.
20 reviews
April 1, 2023
უარყოფითი რევიუები... me when i'm dumb asf.
Profile Image for სოფიო.
17 reviews1 follower
December 25, 2024
პირველი ქართული ტრაგედია მიყვარხარ ალექსანდრე
278 reviews3 followers
December 19, 2020
გადაკითხის რეჟიმში ვარ და ქართველ მწერლებსაც მივადექი.
ძალიან პატარა ვიყავი ყაზბეგის შემოქმედებას რომ გავეცანი და მომეწონა.
ცოტა მოზრდილ ასაკში ცოტა ამიცრუვდა მის შემოქმედებაზე გული,მაგრამ, დღეს, როდესაც ისევ მივუბრუნდი ყაზბეგს და მის უკვდავ მოთხრობას, გულიც მომიბრუნდა.

გასაგებია, რომ ცოტა პათეტიკურია, წაუშოვინისტებს და არც ქალის სტერეოტიპული სახეა მოსაწონი, რომელსაც მაცდურის როლი აქვს მხოლოდ ნარგუნები; მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც კარგია!
ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ისე აღწერს მთის ადათ-წესებს და ჰქმნის ატმოსფეროს, რომ ადამიანს მოგანდომებს მთიელებთან ერთი ზაფხულის ან ზამთრის გატარებას. შემდეგ -ეს ვნებების და მოვალეობის ჭიდაობა, რომელიც ასევე საკმაოდ კარგად აქვს ნაჩვენები. და თავად პერსონაჟებიც მიუხედავად ბევრი პათეტიკისა, მაინც ძალიან რეალისტურები არიან.

შექსპირისეული ტრაგედია მთაში- ასე შეგვიძლია ვუწოდოთ ამ მოთხრობას.
Profile Image for Luka Fadiurashvili.
170 reviews
February 6, 2015
მაგარი ნაწარმოებია. რაღაცით მათეო ფალკონეს გავს და ჯობია კიდეც
Profile Image for Mariam Malasidze.
12 reviews
February 21, 2026
ბოლო თავი>>
დანარჩენი უმეტესად იყო:
ა)ფეტიშური ბ) სექსისტური გ) მოსაწყენი
Profile Image for Matéus Katsadze.
21 reviews6 followers
February 25, 2026
ბოლო ნაწილი სასწაული იყო, ერთ თავში ამდენი ტრაგედია როგორ ჩაატია ავტორმა ?!

პ.ს ბოლოს იმდენი ტრაგიკული მკვლელობა იყო, ერთი დავფიქრდი მეც ხოარ მომეკლა თავი ბარემდა
Profile Image for lily.
23 reviews
October 31, 2023
“სიკვდილს არ ვნანობ,მაგრამ ვაი, ამითი რომ ყველასთვის მოძმეთ მოღალატე დავრჩები.”
24 reviews
April 14, 2025
ძაან მაგარი იყო.
სამართლიანობა არის მთავარი არსი ამ მოთხრობისა. გოჩა იმდენად სამართლიანი და მიუკერძოებელი იყო თემის წინაშე, რომ საკუთარი შვილი მოკლა, რამაც მოგვიანებით რა თქმა უნდა თვითონაც განადგურდა.
ძიძია შემეცოდა, 16 წლისას ათხოვებდნენ, ბავშვმა არც იცოდა, ეშინოდა მომავლის. სინამდვილეში კი ონისეს და ძიძიას უყვარდათ ერთმანეთი და გოგოს გუგუაზე ათხოვებდნენ. ეს გახდა ონისეს სულიერი დაცემის მიზეზი, 'გაგიჟდა', თავს დააბრალა ის რომ ადრე არ შეუერთდა ჯარს. თუმცა როცა შეძლო, ვაჟკაცურად იბრძოლა. საბოლოოდ კი, როცა გუგუას და ორ ოსს ასამართლებდნენ, ის გამოვიდა გუგუას დასაცავად. გუგუამ როცა გაიგო ძიძიას და ონისეს ამბავი, ონისეზე გაბრაზებული წამოვიდა, რათა მისი სისხლი აეღო, სადაც მოხვდა მტერთან. ხალხს ეგონა, მტერს უჩვენებდა გზასაო. როცა გასამართლების დრო დადგა, ონისემ მამამისს უთხრა, რომ მათ პირადი შუღლი ჰქონდათ. გოჩა მიხვდა და მოკლა. არ ჰქონდა მნიშვნელობა იმას, რომ მისი შვილი იყო, სამართალი სამართალია.

ერთადერთი, რასაც ვეწინააღმდეგები არის სიკვდილით დასჯა. ჩემი აზრით, ადამიანი გამოსწორებადია. მართალია, თემის ღალატი დასაგმობია, მაგრამ არა ამ დონემდე. რა თქმა უნდა, დღეს ძირითადად აღარაა სიკვდილით დასჯა (მგონი ერთ ქვეყანაშია). სასჯელი უფრო მსუბუქი უნდა ყოფილიყო.
რაც შეეხება გოჩას პიროვნებას, ის სულიერად მაღალი და მტკიცე იყო, მაგრამ შვილის სიკვდილმა ბოლოს ვერ მოასვენა, რასაც ლოგიკური დასასრული, მისი გარდაცვალება, მოჰყვა.
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for ბარბარე.
54 reviews1 follower
January 2, 2026
„მაშ არა გაქვს-რა სათქმელი? - მწარედ წარმოსთქვა გუგუამ და დაუმატა: - იყოს, მეც გავჩუმდები... უფალს მადლობა უთხარ, რომ თავს ვეღარსაით ვიმართლებ. თორემ,ღთის მადლმა, მზეს დიდხანს არ გაცქერინებდი... ეხლა დღე შენია. შენი ყვავილი
გაიშალა, შენი მზე გაბრწყინდა... ალბათ უფალს ეგრე უნდა და დეე გაბრწყინდეს...სიკვდილს არ ვნანობ, მაგრამ ვაი ამითი, რომ ყველასთვის მოძმეთ მოღალატე დავრჩები.”

“მხოლოდ სამტვეროს ტყე გადაიქცა ყველასათვის მოსარიდებლად, რადგანაც იქ ჩასახლდა ჭკუაზედ შემცდარი გოჩა და გამვლელ-გამომვლელს თავის შვილზედ ამბის კითხვით არ უსვენებდა. ის ყველას ეპატიჟებოდა თავის სახლში და უამბობდა, რომ შვილს მოელოდა შორის გზიდგან. მერე დაუწყებდა მუქარას, რომ შაეტყობინათ, რა მოუვიდა ონისეს, და ბოლოს შემზარავის ღრიალით გაათავებდა.”
Profile Image for Dmitry Lovermann.
223 reviews
July 6, 2019
Интересная, занимательная повесть о грузинском роде, менталитете, немножко любви, чести, доблести и гордости. Читается вся сразу.

По форме изложения довольно интересно написано. С одной стороны кажется, что повесть написана в стиле "краткого содержания", но с другой стороны часть описываются детали: природа, мысли героев.. Это очень необычно и я такого ещё нигде не встречал.
Profile Image for Gio Gio.
79 reviews
July 27, 2024
Study book that i forgot to add oops but yeah a good book that is a pain to read.
it has some really good themes that I fucking adore but fall short with how fucking annoying the writing style is but yeah enjoyable is a hard to say about this piece of literature but I did learn some things.
Profile Image for Jeko Badalashvili.
40 reviews
December 26, 2024
3-საც რო ვუწერ ეგეც ზედმეტი მგონია, მარტო ბოლო 2 გვერდი და ხევისბერის ეს სიტყვები სჯობდა მთელ მოთხრობას: “გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ.“
“ვინძლო ქვეყანა არ გააცინო.“
18 reviews
February 7, 2025
ნაწარმოები ჩემთვის 3 ვარსკვლავია ხუთიდან, თუმცა დასასრულის გამო კიდევ ერთს იმსახურებს
Profile Image for Natalia Adamashvili.
159 reviews6 followers
September 18, 2025
კარგია, კარგი. თავის დროზე არ მიყვარდა, მაგრამ მაშინ თინეიჯერი ვიყავი და ვპატიობ თავს.
Profile Image for aria.
8 reviews
March 15, 2026
the ending dropped my jaw to the floor.
Profile Image for Tamar Kenchoshvili.
8 reviews
June 8, 2026
და მაინც, ,,გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ და კაცი კი ტანჯვისთვის არის გაჩენილი.”
Profile Image for luvt2m.
32 reviews
July 31, 2026
ამდენი ტრაგედია ერთად ძლივს გადავიტანე
Displaying 1 - 30 of 42 reviews