„ჩემი სიმღერა“ რომანსია, რომან-სიმღერა, სადაც იბადება მუსიკა, რომელიც ანიჭებს აზრს ჩვენს სიცოცხლეს, და განსაკუთრებით – სიკვდილს.
ზაზა ბურჭულაძის წიგნი სავსეა მზითა და მუსიკით, საიდანაც ლურსმნებივით გამოჩრილან ნოტები. ღმერთო, დალოცე ბავშვი, ღია კარში რომ დგას წყლის პისტოლეტით, რათა შეგვიძღვეს იქ, სადაც ფეთქავს მუსიკის გული, რომ ჩვენც დავესწროთ სასწაულს, რომელიც უკვე მოხდა მომავალში.
„ჩემი სიმღერა“ არ არის წიგნი მუსიკაზე. ესაა წიგნი-მუსიკა, რომლის კითხვაც მასშტაბური სიმფონიის მოსმენას ჰგავს, ვოკალური პარტიებით
Zaza Burchuladze (Georgian: ზაზა ბურჭულაძე) (born 9 September 1973 in Tbilisi, Georgia) is a contemporary postmodern Georgian writer and dramatist.
Zaza Burchuladze graduated the monumental and ornamental painting department of Tbilisi State Academy of Arts. Since 1998 he has been publishing his stories in Georgian newspapers and magazines such as “Arili” (Sun beam), “Alternative”, “Anabechdi” (Fingerprint), “Hot Chocolate”, “Playboy Georgia”, etc. Until 2001 published his works under a pen-name of Gregor Zamza (Zamza is the hero of Franz Kafka's story "The Metamorphosis"). Translated into Georgian books of Dostoevski, Sorokin, Elizarov, Bitov. In 2007 starred in “Jako’s boarders”, film based on Mikhail Javakhishvili’s story of the same name.
მეგარმონე იყო, გეგუთში. გულმართალი კაცი, ვახტანგი ერქვა. უკრავდა ქორწილში და გასვენებაში. დიონისო და აპოლონი დაჰყვებოდა მის მუსიკას ისე, რომ მათზე არაფერი გაეგო, მხოლოდ ვინმე აპოლონა შეიძლებოდა სცნობოდა მეზობელ სოფელში. მშვიდი კაცი იყო, ბედის მორჩილი და მუსიკოსი. უკრავდა სევდას და უკრავდა ნათელს. როცა ბოლო დღეს ატარებდა მიწის ზევით, გარემოს სივრციდან მუსიკოსები მოვიდნენ. გალაკტიონა შემოვიდა თავისი ბენდით, რომელთანაც მას არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა. შვილმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ქრისტეს გზას შეუდგა, აქ უნდა იგალობონო. არ შეიძლებაო ტაშფანდური გარდასულთან. დედამ დააწყნარა: მაგათი წესი ეგეთიაო შვილო, აცადე. მწვანედ შეღებილ მაღალ, დიდ ოთახში შემოვიდნენ. თავთან დალაგებულ სკამებს მიუსხდნენ და საკრავები გაამზადეს. ერთმანეთს გადახედეს და არ იყო საჭირო ეკითხათ: რა დავუკრათ? რომელი სტანდარტი? დაიწყეს დაკვრა დიონისოსი. მინორი მაჟორმა, სინანული მხიარულებამ ჩაანაცვლა. გვერდით ოთახში კი 2 წლის ბავშვი აცეკვდა. მისი სახელის მომცემელი ბაბუის კუბოს გარშემო, პირველად შემოვიდა მასში მუსიკა. დიონისომ მიიბარა და გამოუშვა, მოცეკვავე. დიდი ხნის შემდეგ, აჭარაში მიდიოდა სამუშაოდ, მხოლოდ ერთი დღით. პური მისი არსობისა რომ შეეჭამა და გზად ჯაზ კაფეს გაუარა. აქ თინა დამხვდა, კურსელი სნობი და კეთილი სულის მატარებელი. ვმუშაობო აქ, მისწორდებაო. ცოტა ხანში ვოვას წინ ვიჯექი და მესაუბრებოდა, რის შემდეგაც ჯაზის სახლში ჩემი ადგილი გაჩნდა. მიმტანად. სუფრის გამწყობად და ამლაგებლად. მეგობრად და მოცეკვავედ. იმავე სემინარიის ქვემოთ, სადაც 2 წელიწადში რწმენა სრულიად მომიკვდა. თუმცა ახალი რწმენა ჩაისახა: დიონისოს ღიმილი და ცდუნება, რომელიც არის მუსიკა. რიტუალი, რომელიც ტრანსცენდირებს სიტყვებს, არცერთია და ყველაა, მოიცავს და განუტევებს, შორდება და ეახლება, როგორც მკერდზე დაკრული ხელებით ბარძიმთან მისული მონანული. ჯაზი იქცა პურად ცხოვრების და მშვენიერების. ჯარეტი ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე. ლუკამ მითხრა, ეეე, მოუსმინე, ეგ არის საუკეთესოო. თავიდან გამაღიზიანა კვნესებმა და ოხვრებმა. მესამე მოსმენისას, უკვე ზუსტად ამ ოხვრების გამო შემიყვარდა. ჯარეტი შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში გვიან და მომიყვანა კაცმა, რომელიც წყლის პისტოლეტით ხელში დალოცა ღმერთმა. მადლობელი ვარ მისი, რომ ეს ტექსტი შეიქმნა.
4.5. ბოლო ორი გვერდი საერთოდ აღარ იყო საჭირო. ზოგი პოსტ-მოდერნი უსასრულოდ ჩახლართულ თხრობაში ეძებს სილამაზეს. "ჩემი სიმღერა" უკიდეგანოდ იოლი და წრფელი ტექსტია.
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სამყაროში არსებობს ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ჯაზზე დაწერილი წიგნი მთლიანად წამაკითხოს ისე, რომ ამ წიგნში ნახსენები კომპოზიციების და ალბომების 99% ყურმოკრულიც კი არ მქონდეს. და ეს ადამიანი ზაზა ბურჭულაძეა.
უპირველესად ეს არის ოდა კით ჯარეტს, შემდეგ - მაილზ დევისს, ჯონ კოლტრეინსა და სხვებს. ეს არ არის წიგნი მუსიკაზე. თავად მუსიკაა, რომელსაც 10 წლის ბავშვთან ერთად ვუსმენთ და ვრწმუნდებით, რომ ავტორის ეს სიტყვები მხოლოდ სიტყვები არ არის - "გახსოვდეს, დიდი მუსიკის მოსმენის შემდეგ ხვდები, რომ მარტო სიცოცხლე კი არ არის დროებითი, არამედ სიკვდილიც."
ისეთი წიგნია, ხან ძაან რომ ჩაგითრევს და ხან ცოტა რომ გბეზრდება. საერთო ჯამში ძალიან კარგია. მშვენიერია ავტორის მოსაზრებები სხვადასხვა ალბომზე. მუსიკოსების შედარებებიც გენიალურია (მაილზი vs ჯარეტი). Fun fact ებიც ბევრია და 80 იანი წლების სევდიან თბილისშიც მოგზაურობ იმ დაუსრულებელი ჯაზ ალბომების ფონზე კითხვის დროს რომ აღმოაჩენ.
"ჩემი სიმღერა" არის იმაზე, თუ როგორ ძალიან უყვარს ზაზა ბურჭულაძეს კიტ ჯარეტი, რისი გაგების სურვილიც არც ამ წიგნის წაკითხვამდე მკლავდა და არც გაგების მერე მგონია საინტერესო.
ჯაზი საერთოდ არ მიყვარს და მგონია, რომ დღეს ვიწროდ ელიტისტურ, მხოლოდ გარკვეული ასაკის ჯგუფის თავშესაქცევადაა ქცეული. ამიტომ წიგნს ერთადერთი ამოცანა დავუსახე: ვნახოთ, მომანდომებს თუ არა ჯაზის მოსმენას მეთქი. სადღაც ბოლოსკენ მართლა ჩავრთე კიტ ჯარეტი სპოტიფაიზე და ამას ვუთვლი მარტო ღირებულ საქმედ, რადგან კიოლნის კონცერტის ჩანაწერის პირველად მოსმენისას ვიტირე.