Jump to ratings and reviews
Rate this book

ამბავი მგლისა და კაცისა

Rate this book
ეს წიგნი უნიკალურ გამოცდილებაზე მოგვითხრობს – ველურ ბუნებაში მგლებთან ერთად ორწლიან ცხოვრებაზე. მისი ავტორი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მგლების იდუმალ ყოფას ეზიარა. იასონ ბადრიძე, ბიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, 1944 წელს თბილისში დაიბადა. დედა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მამა, კოტე მარჯანიშვილის მეგობარი და თანამოაზრე, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი, თეატრალურ ინსტიტუტში სასცენო მოძრაობას ასწავლიდა. მანვე შექმნა პროფესიონალი კასკადერების პირველი ჯგუფი საქართველოში. იასონ ბადრიძე, მამის მსგავსად, აქტიურად მისდევდა სპორტს (პირველი თანრიგი ტანვარჯიშსა და სროლაში, საქართველოს ჩემპიონის წოდება ძალოსნობაში იუნიორთა შორის), რაც შემდგომ სამეცნიერო საქმიანობაში გამოადგა, როცა, მგლებთან ერთად ნადირობისას, დღეში ათობით კილომეტრის გარბენა უწევდა. სწავლობდა პირველ სკოლაში, რომლიდანაც გარიცხეს (საკონტროლო წერის ჩასაშლელად კლასში წიწაკები დაწვა და სუნთქვა შეუძლებელი გახადა). სწავლა სხვა სკოლაში განაგრძო, თან ორთქლმავალშემკეთებელ ქარხანაში მუშაობდა. სკოლის დასრულებისას უკვე მე-6 (უმაღლესი) თანრიგის ხარატი იყო. მოზარდობაშივე, მამასთან ერთად, ააგო საკუთარი კონსტრუქციის წყალქვეშა ნავი, რომელიც ბათუმში მესაზღვრეებმა ჩამოართვეს. უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლისას ეთოლოგიით (ცხოველთა ქცევით) დაინტერესდა, რომელსაც საბჭოთა კავშირში არ წყალობდნენ. ივანე ბერიტაშვილის რჩევით, კონრად ლორენცის ნაშრომებს გაეცნო. ამავე დროს გადაწყვიტა, მგლის ქცევა ბუნებაში შეესწავლა. სწორედ ამაზე მოგვითხრობს წიგნი – როგორ მოიპოვა ახალგაზრდა მეცნიერმა მგლების ოჯახის ნდობა, როგორ გახდა მათი სოციუმის წევრი და როგორ შეისწავლიდა მტაცებლების გამაოგნებელ უნარებს.

146 pages, Paperback

Published January 1, 2023

50 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
30 (54%)
4 stars
22 (40%)
3 stars
3 (5%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 17 of 17 reviews
Profile Image for Mariam Keshealshvili.
206 reviews
December 26, 2023
პროფესიით ბიოლოგი და მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი მეცნიერ-ბიოლოგი, ვინც მგლების იდუმალ ცხოვრებას ისეთი სიახლოვიდან გაეცნო, რომ ოჯახის წევრად მიიღეს - ბატონი იასონ ბადრიძე.

შინაარსობრივ ნაწილს, რომ თავი დავანებოთ ისე მსუბუქად იკითხება მარტო ეგ ღირს ცალკე სიამოვნებად.

საოცარ გამოცდილებაზეა ეს წიგნი და თუ მსუბუქად წასაკითხ, ჩამთრევ წიგნს ეძებთ ამ ზამთრის ჟამს იდეალური ვარიანტია.
5/5
Profile Image for ანა.
124 reviews7 followers
February 1, 2024
მერიდება კიდეც, რომ ამ წიგნს 5 ვარსკვლავს ვუწერ. ძალიან ბევრი ვარსკვლავი ეკუთვნის, გულწრფელად!
იასონ ბადრიძე მეცნიერ-ბიოლოგია, რომელმაც 2 წლის განმავლობაში იცხოვრა მგლების ოჯახთან და ამასთანავე გამოზარდა რამდენიმე ათეული მგელი. ეს ფილმის სცენარს თუ არ ჰგავს, სხვას არაფერს!
ერთია ის, რომ ამ ადამიანის მიერ ჩატარებული კვლევა ძალიან საინტერესოა და ამ ცხოველის სულ სხვა სურათს გვაძლევს და მეორეა ის, რომ ბატონ იასონ ბადრიძეს ჩინებული თხრობის უნარი აქვს! მეტად მხატვრულიც კი.
მოკლედ, ძალიან მომეწონა და ძალიან კარგი იყო! <3
Profile Image for Torsten.
277 reviews12 followers
January 16, 2024
ბავშვობაში ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი იყო "მოთხრობები ცხოველებზე". განსაკუთრებით მიყვარდა მოთხრობა დათვზე. სამწუხაროდ, ჩვენში მსგავსი ლიტერატურა არაა ბევრი, სამეცნიეროს რომ თავი დავანებოთ. ამ მხრივ, გამორჩეული და საინტერესო წიგნია. მხატვრულსაც ჰგავს და მეორე მხრივ, მეცნიერული ნარატივიც ადგილზეა. ვისურვებდი, ორივე მათგანი ოდნავ სხვაგვარად ყოფილიყო განაწილებული, უფრო მეტი გაგვეგო კვლავ პირველ შეხვედრაზე, ადამიანის განცდებზე, რომელიც მთელ ამ დროს ტყეში ატარებს. ეს დამაკლდა. უფრო მგლის ამბავია, ვიდრე კაცისა. თუმცა, ამავდროულად, არის საოცრად ლაღი საკითხავი, რომ იტყვიან - ერთი ამოსუნთქვითო. ბოლოს სევდიანიც, როდესაც დგება განშორების დრო და ადამიანი ტოვებს მგლების ოჯახს. კიდევ ერთხელ დავფიქრდი, რომ ზოგჯერ გვჯობიან ცხოველები, თან ძალზე და ბოლო კითხვაც, დასმული ავტორის მიერ, აქტუალურია - არის ადამიანი გონიერი არსება?
92 reviews
February 15, 2024
ჩემი სუსტი წერტილია ბუნებასთან და ცხოველებთან დაკავშირებული წიგნები. უმაგრესი წიგნია, როგორც ამბის კუთხით, ისე მეცნიერული თვალსაზრისით და წყალივით იკითხება.
Profile Image for Davit Oniani.
75 reviews
May 8, 2025
უაღრესად განათლებული და საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებული კაცის მოგონებები, ჩანაწერები, კვლევები და შეგონებები.
Profile Image for Ana.
50 reviews
July 26, 2024
Update: კაცებს ვუყურე და +1 ვარსკვლავი ამ საოცარ ადამიანს.

ნიკოსა და მანანას ოჯახური ისტორიები საუკეთესო წასაკითხი იყო. ბევრი რაღაცის გააზრებაში დამეხმარა ეს წიგნი და არ ვგულისხმობ მგლის ფსიქოლოგიას. ძალიან თავისუფლად შეიძლება ადამიანის ქცევებთან პარალელების გავლება. ისეთი ასოციაციები დავინახე, იმხელა ცოდნა მივიღე და იმდენად სასიამოვნო წასაკითხია, რომ არ გირჩიოთ, დანაშაული იქნება.
წავალ ახლა, „კაცებში“ ყოფილა ბატონი იასონი და იქ ვუყურებ.
Profile Image for Gio Nizharadze.
27 reviews
October 2, 2024
იასონ ბადრიძეს შარშან შევხდით ზოოპარკში, წიგნის პრეზენტაციაზე. როგორ დინჯად და საინტერესოდაც მაშინ საუბრობდა, ისეთნაირადაა დაწერილი ეს წიგნიც. როგორც სტაჟიან „ძაღლოჰოლიკს", ყოველთვის მინდოდა მათი წინაპარი უკეთ გამეცნო. ეს წიგნი კი, ფაქტობრივად, მათი ოჯახის წევრად გაგრძნობინებთ თავს.

იასონ ბადრიძე ჰენრი დევიდ თოროსავით ორი წლით გადასახლდება ტყეში. ისიც თოროს მსგავსად დროს გაუსწრებს და თავის თანამედროვეებზე უფრო წინ გაიხედავს. თუმცა, განსხვავებაცაა მათ შორის: ერთი ფიქრის კაცია, მეორე - მოქმედების. ამ პატარა წიგნს რომანივით ფინალი აქვს - სიზმარში ნანახი უხუცესი მგლის სიკვდილი და შინაგანი ყმუილი, რომელიც ოჯახთან დაბრუნებისკენ გიბიძგებს. თუმცა ვერაგი და ხარბი „ცხოველი" ანადგურებს ყველას და ყველაფერს, რაც გზად შეხვდება. თანაც, „გამამართლებელი" საბუთი ყოველთვის მზად აქვს.

ვინ გამოდის ამის შემდეგ მტაცებელი - მგელი თუ ადამიანი?
Profile Image for Nina Lobjanidze.
64 reviews4 followers
December 16, 2023
იასონ ბადრიძის შესახებ "კაცების შოუს" მეშვეობით გავიგე. თუ არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ 170-ე გადაცემა (აქვე ლინკი: https://youtu.be/RGon7sdKmUU?si=stDq5...)

როგორი გადასარევი სტუმარიც იყო გადაცემაში, ისეთი ტკბილი წიგნი აქვს ❤

აუცილებლად წაიკითხეთ 🐾
გაიგებთ მგლებზე, მათი ცხოვრების სტილზე, ოჯახის მოწყობაზე, ბუნებაზე, გარემოს დაცვაზე, და ა.შ.

მგონია, ამ წიგნის წაკითხვის მერე უკეთესი ადამიანები გავხდებით 💫
Profile Image for Onise Okriashvili.
68 reviews8 followers
September 30, 2024
რას ვიფიქრებდი მგლებზე რო წიგნს წავიკითხავდი ოდესმე, მაგრამ მაგარია და ჰა. მე მომწონდა ბუნებას როგორ უწოდებდა ხოლმე უზენაეს გონს. თითქოს ხმას უწევდა ხოლმე მაგის თქმისას ;დ ეხლა კიი დროა მამაჩემს შევეჯიბრო მგლებზე ტრივიის ცოდნაში ;დ
Profile Image for Nikoloz Tsiskarishvili.
Author 3 books9 followers
May 7, 2025
ძალიან კარგი წიგნია უსაყვარლესი ავტორით. განსაკუთრებით მომეწონა ის მომენტი, როდესაც იასონმა მგელს ხათრი ვერ გაუტეხა და მის მიერ მორთმეული, ამონთხეული ნანადირევი შეჭამა. ასევე ის, თუ როგორ ეხმარებოდა მგლების ოჯახს საკუთარი ტერიტორიის მონიშვნაში და ხანდახან როგორ ყმუოდა მათთან ერთად.
Profile Image for Salo.
28 reviews
June 8, 2024
არაჩვეულებრივი ამბავი, წიგნი და მონათხრობი.
კითხვისას მეც იქ ვიყავი ბატონ იასონთან ერთად, რადგან როცა ადამიანს ასე ძალიან უყვარს თავისი საქმე, შეუძლებელია სხვას ეს ყველაფერი ისე გაუზიაროს, რომ მასაც არ შეაყვაროს .

ადამიანებისთვის მგლები ყოველთვის რაღაც სახიფათოსთან , შეუცნობელთან ასოცირდებოდა - ბუნებრივია - ისინი მტაცებლები არიან.
ადამიანი ბოლო ათასწლეულის განმავლობაში სულ უფრო უხეშად ერევა ბუნების კანონზომიერებაში, ამიტომაც არ არის გასაკვირი ბუნებისა და მისი შვილების უფრო მეტად მკაცრი და გაღიზიანებული დამოკიდებულება ჩვენს მიმართ.

წიგნის ბოლოსკენ , მგლებთან დაკავშირებით გავრცელებული აზრების საპირწონედ (გვ.120 ) (1. მგლები ანადგურებენ ჩლიქოსანთა დიდ ნაწილს 2. მგლები თავს ესხმიან შინაურ ცხოველებს ) , ბატონმა იასონმა ძალიან კარგი დაკვირვებები გაგვიზიარა, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი.

გარდა ამისა, წიგნში ძალიან კარგად, მკითხველისთვის საინტერესოდ წერია ლეკვების გაზრდის, მათი მგლად ჩამოყალიბების პროცესი, ბატონი იასონის უაღრესად საინტერესო ისტორიები, რომელიც თავს გადახდა თავისი მოღვაწეობის პერიოდში.


გვ. 122 : "წარმოუდგენელია, აღტაცება არ გამოიწვიოს იმან, რა გონივრულადაა ბუნებაში ყველაფერი მოწყობილი. იმის გამო, რომ ირმებში დომინანტის ცვლილების მექანიზმი სრულყოფილი არ არის, ეს ფუნქცია უმაღლესმა გონმა მტაცებელს დააკისრა, რის შედეგადაც მგელი ჩლიქოსნების პოპულაციის ფიზიკური და გენეტიკური სიჯანსაღის ხელშემწყობად მოგვევლინა "









Profile Image for თორნიკე ივაშენკო.
4 reviews1 follower
July 17, 2024
უპირველეს ყოვლისა, უდიდესი პატივისცემა ავტორის პიროვნების, მისი გამბედაობისა და მეცნიერული საქმიანობის მიმართ. შეუძლებელია გაეცნო მის ამბავს და აღტაცებული არ დარჩე მისით.

თუმცა იმავეს ვერ ვიტყვი მის ამ წიგნზე. მართალია თხრობა ჩვენი ყოველდღიურობისთვის ძალიან უჩვეულო რეალობაზე საუბრით იწყება და თავიდან ეს ეფექტს ახდენს, თუმცა რაღაც მომენტიდან წიგნი ექსპერიმენტების უსასრულო აღწერაში გადადის და საკითხავად უსიამოვნო ხდება. იმ წიგნის კვალობაზე, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ყვება სამეცნიერო ამბავს, თხრობა ზედმეტად ტლანქია, სხვადასხვა ამბისა და სათქმელის ერთმანეთთან ლაზათიანად დასაკავშირებლად ავტორს აკლდება მწერლის ოსტატობა. რაც სრულად გასაგებია - ის მწერალი არც არის და თანაც „ამბავი მგლისა და კაცისა” თარგმანია და არა ორიგინალი ტექსტი, თუმცა ეს მკითხველისთვის დიდი ვერაფერი შვებაა.

საბოლოოდ, წიგნმა ალბათ ცოტათი გული დამწყვიტა, საოცარ სამყაროში რომ შემიყვანა, მაგრამ კითხვით კი დამღალა.
Profile Image for niyvi.
14 reviews
August 26, 2024
აღტაცებით წასაკითხი იყო მთელი წიგნი და უდიდეს პატივისცემას განვიცდი ავტორის მიმართ. არაერთხელ გავიფიქრე, რომ აი ამ კაცს უცხოვრია თუ უცხოვრიათქო.
ძალიან თბილად განვეწყვე მგლების მიმართ, რაშიც დიდი როლი მათმა სახელებმაც (მანანა, ნიკო გურამი, ნესტორი) იქონია, რაც ახლობლურად განმაწყობდა.
ოდნავ მეწყინა ის ფაქტი, რომ ორიგინალში ქართულად არ ყოფილა დაწერილი და რუსულიდანაა ნათარგმნი.
Profile Image for Atina Bregvadze.
47 reviews2 followers
November 17, 2024
სიტყვები არ მყოფნის, არაჩვეულებრივი ადამიანისარაჩვეულებრივი წიგნია. დასასრულმა განსაკუთრებით იმოქმედა…
Displaying 1 - 17 of 17 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.