Jump to ratings and reviews
Rate this book

ინდოეთის დღიური

Rate this book
არჩილ ქიქოძის მორიგი „ნატურალისტურ-ლიტერატურული“ დღიური ინდოეთში მოგზაურობაზე გვიყვება. წიგნში ვხვდებით კეთილ, ცნობისმოყვარე და ექსცენტრიკულ ადამიანებს – ქვეყნის მასპინძლებსა და სტუმრებს. მწერლის დაკვირვებული თვალი გვამოგზაურებს ფერად და სურნელოვან ჯაიპურსა და
ტრივანდრუმში, ოქროსფერ ჯაისალმერსა და ტარის იდუმალ უდაბნოში, რანტამბორის ეროვნული პარკში, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები ბუნებისა და ცხოველებისადმი უპრეცედენტო პატივისცემით უფრთხილდებიან.

ქვეყანას, რომელსაც იგი პირველად ესტუმრა, ძალიან ცოტა აქვს საერთო მისთვის კარგად ნაცნობ კოლონიალისტურ მხატვრულ ნაწარმოებებში დახატულ ინდოეთთან. ეს წიგნი ინდოეთზეა, მაგრამ, ამავე დროს, თავად ავტორზეცაა, მის მოგონებებზე, სიცოცხლისა და სიკვდილისადმი მის დამოკიდებულებაზე.

151 pages, Paperback

Published January 1, 2023

1 person is currently reading
80 people want to read

About the author

Archil Kikodze

14 books114 followers
არჩილ ქიქოძე დაიბადა 1972 წელს, თბილისში. 1989 წელს დაამთავრა თბილისის მესამე ექსპერიმენტული სკოლა. 1989 წლიდან 1992 წლამდე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, 1992 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო თეატრისა და კინოს ინსტიტუტში ჯერ კონოსაოპერატორო, შემდეგ კი კინოდრამატურგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1999 წელს. 1991-1994 წლებში იყო სამაშველო სამსახურ “სანთელის” წევრი და მონაწილეობას იღებდა სამთო სამაშველო ოპერაციებში. გატაცებული იყო ალპინიზმით. დღემდე მუშაობს როგორც გამყოლი ველური ბუნების და ეკოტურიზმის გამყოლი. 21 წლის ასაკიდან დაკავებულია ლიტერატურული მოღვაწეობით.[1]

არჩილ ქიქოძის მოთხრობები, ესსეები, სტატიები და ფოტოები უკანასკნელი ათი წელია იბეჭდება ქართულ ჟურნალებში და ლიტერატურულ პერიოდიკაში. არის შვეიცარიაში გამოსული ორი ბროშურის ავტორი სვანეთსა და ხევის შესახებ და გარემოს დაცვის სამინისტროს დაკვეთით დაწერილი აქვს ტურისტული გზამკვლევი თუშეთის ეროვნული პარკის და ლაგოდეხის ნაკრძალის შესახებ.

[b]ჯილდოები[/b]
- პრიზი საუკეთესო დებიუტისთვის თბილისის წიგნის ბაზრობაზე, კრებულისთვის “ირემი და ლიმონათი” (2002)
- ლიტერატურული პრემია “გალა” ნომინაციაში წლის წიგნი, კრებულისთვის “მყუდრო” (2009)

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
38 (30%)
4 stars
58 (47%)
3 stars
26 (21%)
2 stars
1 (<1%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 29 of 29 reviews
Profile Image for Ananou.
78 reviews6 followers
February 27, 2024
ერთ ნახევრადმზიან დღეს, როცა ანანოს დანა პირს არ უხსნიდა, გადაწყვიტა მზიურში ჩაესეირნა და კვატებისთვის ეცქირა. გზად მიხვდა, ჩანთაში საკითხავი არაფერი ედო და ამიტომაც სულაკაურში შევლა გადაწყვიტა. კონსულტანტი მისი კარგი ნაცნობი აღმოჩნდა, ბევრი გემრიელი წიგნი ურჩია, ანანომ კი კარგად ნაცნობს დაავლო ხელი (გზად ერთი უცნობიც გაიყოლა), მეგობრის ფასდაკლებითაც ისარგებლა და მზიურისკენ დააწვა. დანამ ოდნავ გახსნა პირი.

მზიურში იმიტომაც წავედი, იმედი მქონდა, ეგებ ბატონი არჩილიც იქვე იყოს და “ინდოეთის დღიურზე” მომიწეროს ხელი მეთქი,რადგან 2 გვერდი წავიკითხე თუ არა, იქვე მივხვდი, ძალიან კარგი საკითხავი შემრჩა ხელში. იმდენად კარგი, ლამის დღიურების სერიიდან ჩემი საყვარელი (ნორვეგიული) დაჩრდილა.

არ ვიცი გრძელი სიტყვა მოკლედ რატომ არ ვთქვი, წერა მესიამოვნა ალბათ :))
Profile Image for Mariam Romanadze.
53 reviews4 followers
April 16, 2024
მოკლედ ასე დალაგდა. პირველზე მექსიკურია უპირობოდ, მეორეზე ნორვეგიული და მესამეზე ინდოეთი. იმედია სამხრეთამერიკულიც იქნება და იმედია კიდევ ბევრი იქნება. ჩემი ყველაზე საყვარელი ნატურალისტის ყველაზე მაგარი მოგზაურობები დააფინანსე თიბისი კონცეპტო.
Profile Image for ხატია წურწუმია.
91 reviews5 followers
May 9, 2025
გამოვდივარ ინიციატივით არჩილ ქიქოძეს დავუფინანსოთ მოგზაურობები, რომ ბევრი ასეთი წიგნი გვაჩუქოს💘
Profile Image for Loreley.
431 reviews98 followers
June 22, 2024
რაღაცა დამაკლდა, მექსიკური დღიური უფრო კარგი იყო, მაგრამ ესეც კარგია :დ უფრო გრძელი უნდა ყოფილიყო ოღონდ
Profile Image for თემო გერაძე.
96 reviews3 followers
December 27, 2023
ოუქეი, პირველი ვარ :დ
მოკლედ, არჩილზე კარგი ამბების მომყოლი თანამედროვე ქართველი, ცოტა ან საერთოდ არაა.
პ.ს. მრცხვენია, მაუგლი რომ არ წამიკითხავს.
Profile Image for Dachi.
23 reviews
January 3, 2024
მომეწონა,მაგრამ ხარვეზები ჰქონდა.💓
Profile Image for Natia Morbedadze.
829 reviews83 followers
June 10, 2024
არჩილ ქიქოძემ რაც შეიძლება ხშირად უნდა იმოგზაუროს. მისი დღიურების კითხვა ერთი სიამოვნებაა. ამჯერადაც თითქოს თავად ჩვენ დავდივართ ინდოეთის ქუჩებში, ვეფხვებიც ჩვენს თვალწინ ჩაივლიან და იშვიათი ფრინველებიც ჩაიქროლებენ.
Profile Image for Kristina.
270 reviews9 followers
February 18, 2024
ადგილებთან ბმა რომ აქვს და ფილმებსა და სხვა წიგნებზე მიყვება, ეგ წიგნებია საუკეთესო. მუსიკა დამაკლდა მხოლოდ. არც გვერდების რაოდენობა იყო საკმარისი.
Profile Image for Luka Zviadauri.
91 reviews11 followers
January 22, 2024
იმდენად ბანძი და აუტანელი ქვეყანაა, არჩილმაც კი ვერაფერი უშველა
Profile Image for Sophie The Pluviophile .
26 reviews2 followers
December 13, 2025
საინტერესო პერსონაჟებით სავსე უფრო მხიარული, და თან ცოტათი სევდიანი წიგნია. პირველი ხუთი გვერდის წაკითხვის მერე დავგუგლე და შევიძინე ნაილ გრიფითსის "ტაკვი", ისე, როგორც მექსიკური დღიურების კითხვისას მაღაზიებში ვეძებე და ძლივს ვიპოვე ბოლანიოს "ველური დეტექტივი", რომელიც, თურმე თაროზეც მქონია :))) და ახლა ორი ეგზემპლარი მაქვს! 😁
January 13, 2024
ამაზე საყვარელი მწერლით ვერ დავიწყებდი წელს🌟შარშანაც ასე მოხდა, ახალ წელს მაჩუქეს “მექსიკური დღიური”🪽

ქიქო, როგორც ყოველთვის, უკომფორტულესი საკითხავია, ყველაზე უბრალო დიალოგი, სანახაობა შეუძლია აქციოს საინტერესოდ, ჯადოსნურად🌬️
Profile Image for nemesssis.
126 reviews4 followers
November 26, 2025
გულწრფელად, პერუს დღიურით უფრო მოვიხიბლე. მაგრამ არჩილი აქაც ინარჩუნებს ყველაზე უშუალო, ყველაზე კომფორტული და ყველაზე ძმაკაცური მწერლის როლს. ფოტოებს ველოდებოდი წიგნის ბოლოს და ცოტათი გული დამწყდა.

Profile Image for Nina Lobjanidze.
64 reviews2 followers
February 22, 2024
სუბიექტური ვარ მწერალთან, ქვეყანასთან და წიგნის გმირებთან მიმართებითაც! ❤❤❤

წიგნის დაწერამდე ინსტაგრამზე ნანას ატვირთული ფოტოები ვნახე და მივხვდი, ინდოეთის დღიურებიც მალე იხილავდა დღის შუქს. ამ დღიურის წაკითხვას ძველ მეგობართან შეხვედრასავით ველოდი. მინდოდა ყველაფერი ზედმიწევნით გამეგო.

"არასოდეს ვყოფილვარ ჩემთვის ასე უცხო კულტურის ქვეყანაში და ეს ქვეყანა ადვილად გიღებს, უფრო სწორად, სულ არ გიღებს, მაგრამ გიღიმის, გეუბნება, რომ მობრძანდი, იყავი აქ, აკეთე იოგა, მეზიარე, შემიყვარე. გეპირფერება, გეპრანჭება, გიტყუებს, ნამასტეს გეუბნება, ყვითელი ყვავილების გირლანდას გაცმევს კისერზე, ოღონდ არაფერში სჭირდები საერთოდ. რაღაცნაირი თვითკმარი სამყაროა ინდოეთი, ჩვენი ლოგიკის და წესების მიღმა მდგარი".

არჩილს ვეთანხმები, ინდოეთი თვითკმარია და ან მომენტალურად გნუსხავს, ან ვერაფრით გაწონებს თავს. და თუ მოინუ���ხე, აუცილებლად დაბრუნდები უკან. მე წამში შევიყვარე, აეროპორტიდანვე. დღემდე მგონია, როცა რაიმე პრობლემა ან გამოწვევა მაქვს ცხოვრებაში, სა��ღაც გავიჭედები და გზას ვეღარ ვაგრძელებ, საკუტარ თავს ვეღარ ვპოულობ, ინდოეთი მიშველის, როგორც უკვე ერთხელ, 8 წლის წინ (მართლა რა მალე გადის დრო). ჩემთვის წარმოუდგენელია იქიდან დაბრუნდე იგივე ადამიანი, როგორიც მანამდე იყავი.

მწერლის მსგავსად, მეც ძალიან მიყვარს საქართველოს ნახევარუდაბნოები - ვაშლოვანის ნაკრძალი და ჭაჭუნას აღკვეთილი. ვერც აქედან ჩამოხვალ უკან ისეთი, როგორიც მანამდე იყავი.

მჯერა, კონკრეტული წიგნების კითხვის დროს შემთხვევით არ ვარჩევ, პირიქით, ისინი მირჩევენ ხოლმე მას. ამ დღიურის კითხვაც, როგორც მერე აღმოვაჩინე, ნანას დაბადების დღის წინა დღეებში დამიწყია. აი, უკვე ბოლო თავს ვამთავრებდი, როცა ტელეფონი გვერდით გადავდე ცოტა ხნით (ელექტრონულად ვკითხულობდი) და ზუსტად ის შეგრძნება მქონდა, რაც შემდგომ გვერდებზე ამოვიკითხე.

"სანამ ძილი მომერეოდა, ის შეგრძნება მეწვია, იშვიათად რომ მესტუმრება ხოლმე და ძალიან უცნაურ შეგრძნებაში მივყავარ. მემართება ასეთი რამ, რომ საკუთარ არსებობას ძალიან მძაფრად ვგრძნობ, ასევე ვგრძნობ ყველა დანაკლისს, ტკივილსა და სიხარულს - ძალიან მთავარ რამეებს".

ასეთ დამთხვევებს უბრალოდ არ მივიჩნევ, სამყაროს მიერ ჩემთვის გამიზნულად გამოგზავნილი მესიჯები მგონია.

დროა კიდევ ერთხელ მოვინახულო ინდოეთი, კიდევ ერთხელ ვეწვიო ვაშლოვანს და კიდევ ერთხელ ვიპოვო ჩემი თავი! ❤
March 13, 2025
მე ძალიან მიყვარს არჩილის მოგზაურობები, მაგრამ ინდოეთსა და ჩემს საყვარელ ქართველ ავტორს შორის ვნება აშკარად არ იყო.

მოლოდინებით გადავშალე წიგნი, ჩემი ბრალია.

დამაკლდნენ პერსონაჟები, სახეები , ადამიანები ვის გზასაც ბოლო გვერდამდე გავყვებოდი. ( ავტორის გარდა, ცხადია)

ცალკე ვინიშნავ ხოლმე წიგნებს , ფილმებს , ადამიანებს , რომლებსაც არჩილი ამ წიგნების სერიაში ახსენებს და შემდეგ ვსერჩავ.
მაგ: ვუყურე აზია არჯენტოს და ენტონი ბურდენის შეხვედრის ეპიზოდს რომში, დავსტალკე და ვიპოვე არჩილის ნორვეგიელი მეგობარი და ა.შ

ამ დღიურის შემდეგ ჩემს ჩანიშვნებში მხოლოდ ეს წერია: ტაკვი - ნაილ გრიფიტსი
კიპლინგი- კიმი

❤️‍🩹
Profile Image for Tais Tais.
19 reviews
January 26, 2024
"ჯაისალმერის ფერები" აწერია წიგნის შუაში დაბეჭდილ არჩილის მიერ ინდოეთში გადაღებულ ფოტოს. "ჯაისალმერში ვიყავით უკვე?" ვფიქრობ ჩემთვის და ვიხსენებ იქაური ამბები უკვე წავიკითხე თუ წიგნის ბოლო რამდენიმე გვერდზე დამრჩა წასაკითხი. ვხვდები, რომ მართლა ისეთი თვალით ვუყურებ ფოტოებს, თითქოს ვცდილობ იქ ყოფნა და ყოფნის ამბები გავიხსენო. თუმცა არ ვყოფილვარ ინდოეთში, შეგრძნებებითა და შთაბეჭდილებებით მსუყე, დასამახსოვრებელი მოგზაურობა გამომივიდა.
Profile Image for Beka Adamashvili.
Author 2 books422 followers
June 13, 2024
ნატურალისტურ-ლიტერატურული დოკუმენტალისტიკის ხიბლიცა და საფრთხეც ის არის, რომ ამბებს ასე სპეციალურად ვერ გადაიხდენ თავს. ცხადია, შეგიძლია საინტერესო ტურებიც დაგეგმო, უჩვეულო ხალხიც გაიცნო და არცთუ კომფორტული ადგილებიც შეარჩიო დასარჩენად, მაგრამ ჯამში მაინც განგებასა და იმ ქვეყანაზე ხარ დამოკიდებული, რომელშიც მოგზაურობ. ხან გიმართლებს, ხან - ნაკლებად. ატმოსფერულობით მექსიკას ვერ აჯობა, მაგრამ რამდენადაც ნორვეგია მახსოვს, იმ პირველ მოგზაურობას არც ძალიან უნდა ჩამოუვარდებოდეს.
Profile Image for Sandro Mikeladze.
84 reviews3 followers
February 18, 2024
არჩილ ქიქოძე და მისი დღიურია, მეტი რაღა უნდა ვთქვა:))

უბრალოდ ჩემთვის თითქოს იმდენად კარგი არ აღმოჩნდა, როგორიც ნორვეგიული (მექსიკური ჯერ არ წამიკითხავს). ნორვეგიულთან შედარებით თითქოს უფრო მსმენელი ვიყავი ამ ამბების, ვიდრე არჩილთან ერთად მოგზაური. და ცოტა ინდურ ლიტერატურაზეც დამაკლდა ტექსტისგან, თუმცა მაინც ქიქოძეა, მაინც დიდია. ძალიან კარგად აღწერს ყველა დეტალს რაზეც ტექსტში გვიყვება.
Profile Image for Nitsa Pkhaladze.
37 reviews
January 9, 2024
სიამოვნებაა ჰუმანისტურ-ნატურალისტურ მწერალთან ერთად მოგზაურობა, ათასი ფიქრის, იდეის თუ აზრების მორევში გახვეული შეიგრძნობ იმ რეალობას, რასაც თვითონ მწერლის დაკვირვებული თვალი აღიქვამს და პარალელურად საინტერესოდ მოგითხრობს.
Profile Image for Tamta Nachkebia.
6 reviews
January 21, 2024
არჩილ ქიქოძის მოგზაურობები არაჩვეულებრივი სერიაა მათ შორის იმიტომაც, რომ მხოლოდ თავის თავზე კი არა, ქვეყანაზე გიყვება და რაც ყველაზე მთავარია, წიგნებს გირჩევს. ყოველ წინადადებაში ჩანს, რომ გულწრფელი და წესიერი ადამიანია და ეგ უმნიშვნელოვანესია.
Profile Image for Nino Meladze.
579 reviews14 followers
October 12, 2024
ინდოეთში გამგზავრების წინ ეს წიგნი ნამდვილი ჯადოქრობა იყო.
მართალია მე სხვა ქალაქებში მივდივარ და ვერ ვნახავ იმ სასწაულ ადგილებს რომლებიც არჩილმა დალაშქრა, მაგრამ საოცარი განწყობა და მოლოდინი გამიჩინა.
Profile Image for Salo.
28 reviews
January 16, 2024
ძალიან რთულია, რომ არჩილის წიგნები არ მოგეწონოს.
მხატვრული ლიტერატურის თავისებურობისა და ადამიანის მრავალფეროვანი გემოვნებიდან გამომდინარე, შეისაძლოა, საკამათო იყოს უშუალოდ მისი მხატვრული ნაწარმოებების ( "სამხრეთელი სპილო " , "ხვლიკი საფლავის ქვაზე") სტილის და შესაბამისად მოწონება/ არ მოწონების საკითხი, მაგრამ როცა საქმე ეხება ნატურალისტურ- ლიტარატურულ წიგნს, ნადმვდილად გამორჩეულია.
"ინდოეთის დღიურს" ვკითხულობდი ბაკურიანში და კითხვისას ნამდვილად მავიწყდებოდა ბაკურიანში ვიყავი თუ ინდოეთის ხმაურიან ქუჩებში. მომწონს ის პატარა გადახვევები საკუთარი ცხოვრებიდან, რომლებიც კონტექსტურად ყოველთვის აზრიანი და საინტერესოა. არჩილი არ არის მხოლოდ მოგზაური , ის თან მთხრობელია . ინდოეთი ისეთი როგორიც ვიცით , მარა გადახვევებით , რადგან არჩილი ძირითადად ისეთ ადგილებზე გვიყვება, რომელიც ნაკლებად პოპულარულია იმ ადამიანებში, რომელთაც ინდოეთზე პირველი თვალწინ, მაგალითად, ტაჯმაჰალი და სპოლოები უდგებათ.თან ძალიან მსია��ოვნებს ის ფაქტი, რომ ზუსტად იმ ქვეყნებზე წერს, რომლების ნახვაც ჩემი დიდი ხნის ოცნებაა. წიგნთან ერთად გზამკვლევიცაა, რომელსაც აუცილებლად დავუბრუნდები ინდოეთში წასვლამდე.
Profile Image for Nutzzza.
42 reviews1 follower
February 2, 2024
არჩილ, მიყვარხარ

იქნებ ოდესმე ერთად წავიდეთ სამხრეთ ამერიკაში
Profile Image for Leila Beruchashvili.
25 reviews4 followers
February 15, 2024
ისეთივე ადვილი წიგნია, როგორიც ქვეყანა უნდა იყოს ავტორის თქმით. მიიიიყვარს!
Profile Image for Keso Gagoshidze.
222 reviews23 followers
April 1, 2024
ინდოეთში გამგზავრების წინ დავასრულე ზუსტად, შარჯას აეროპორტის დუტი ფრიში :დ
30 წუთში ჯაიპურის რეისზე ჩაჯდომა იწყება.

აბა წავედით
Profile Image for Tini.
1 review
June 7, 2024
Რა მოითმენს შემდეგ დღიურამდე 💛
Profile Image for Mariam Tkeshelashvili.
4 reviews
February 27, 2025
27 თებერვალი, -2 გრადუსი, ზამთრის სიცივეში უკეთეს დღიურს რას წავიკითხავდი, ვკითხულობ და ვგრძნობ როგორ ცხელა ინდოეთში🐫
Displaying 1 - 29 of 29 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.