Jump to ratings and reviews
Rate this book

ლუმპენ მილენიუმი

Rate this book
„ლუმპენ მილენიუმი“ ასრულებს ბესო სოლომანაშვილის ტრილოგიას, რომელშიც ავტორმა თავისი წინა ნაწარმოებები – დიდი მოთხრობა „ზამორა“ და რომანი – „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“ გააერთიანა. ტრილოგია საქართველოს უახლესი ისტორიის ერთგვარი ისტორიული ექსკურსი და ბოლო ასწლეულის გადააზრების მცდელობაა.

რომანი იმ ოჯახებისა და მათი შთამომავლების საგაა, რომლებიც 1921 წლის მოვლენების შემდეგ სხვისთვის წართმეულ სახლებში ჩაასახლეს. ამბის ერთ-ერთი პროტაგონისტი, ელიზბარ ხარჯახიშვილი იარაღად იყენებს ბოლშევიკებისა და მათი მემკვიდრე კომუნისტების ყველა მეთოდს და მანკიერებას – სიზარმაცეს, სიხარბეს, სისასტიკეს, მოსყიდვას, გაუნათლებლობას, სიმდაბლეს, აგრესიულ პროვინციალიზმს, ქრთამს, დაბეზღებას. ადამიანური ურთიერთობების ფონზე ჩანს საბჭოთა კავშირის სისტემის მთელი საშინელება, რომელიც დროდადრო გროტესკული აბსურდის სახეს იძენს.

628 pages, Paperback

Published December 1, 2023

3 people are currently reading
20 people want to read

About the author

Beso Solomanashvili

6 books2 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
6 (50%)
4 stars
5 (41%)
3 stars
1 (8%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 3 of 3 reviews
Profile Image for Natia Morbedadze.
873 reviews82 followers
October 14, 2024
ძალიან კარგი მიგნებაა ორი ოკუპაციის (რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა რუსეთის) პარალელურად ჩვენება (მერე რა, რომ ისტორიული სიზუსტე არ არის დაცული - უკეთესიც კია მხატვრული თხრობა). ხარჯახიშვილების ოჯახის მაგალითზე თვალსაჩინოდ არის წარმოჩენილი, რომ რეალურად ჩვენთვის, როგორც დაპყრობილი ქვეყნისთვის, არაფერი შეცვლილა. მხოლოდ მცირეხნიანი წყვეტა გვქონდა უბედურებათა ჯაჭვში (არც ეს პერიოდი ყოფილა უღრუბლო, იგივე მტრის ხელშეწყობით), რომელიც გეორგიევსკის ტრაქტატით დაიწყო და მიზანმიმართული დამონებით გაგრძელდა. ამ პოლიტიკას ატარებდნენ რუსეთის იმპერიის მსახურნიც (რუსები თუ ქართველები) და ბოლშევიკებიც. ასე გრძელდება დღესაც - ქართველებისვე ხელით ცდილობს მტერი ჩვენი სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრას.
Profile Image for la Maga De Rayuela.
139 reviews33 followers
December 25, 2024
წიგნი, რომელიც ქვეყნისთვის საბედისწერო ჟამს არ უნდა წაიკითხოთ ...
Displaying 1 - 3 of 3 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.