რა ხდება სამყაროში, სადაც დედოფალი საკუთარი ნებით ლტოლვილი ხდება, სადაც ზღვის ენაზე მოლაპარაკე ხალხს მიწაზე ცხოვრების უფლება არ აქვს, ხოლო დრაკონთა ბრწყინვალე მოდგმას გადაშენება ემუქრება? თვით სტიქიონებიც კი - ძლევამოსილი ნუმიელები - განზე გამდგარან. სამყარო შესაკავშირებელია, ნიშანი დათქმულია - მოვა ის, ვინც წყალში ცეცხლს დაანთებს. მაგრამ ვინ ამოიცნობს მას? მომავლის განსაჭვრეტად ლურჯი სუფრის მოხატვა მხოლოდ რჩეულთ შეუძლიათ, მაგრამ რომელია ნამდვილი ლურჯი სუფრის მოცეკვავე და რომელი ცრუ? მიენდე ამ წიგნის გვერდებს , რომლებიც ხან რომელ მხარეში გადაგისვრიან და ხან- რომელში. იმოგზაურე დრაკონის ზურგზე ამხედრებულმა, ნახემ როგორ შეუძლია პატარა გოგონას ყველაზე ძლიერ არსებათა შთამომავლობის მფარველობა, დაესწარი გასაოცარ ომს ფიგნებთან, რომლებიც განსაკუთრებული საკვების გარეშე გამჭვირვალეები, ხანაც კი სრულიად უხილავნი ხდებიან. ეს თვალუწვდენელი სამყაროა , აქ წესრიგია აღსადგენი და ის შენ გელოდება უცნობ ადგილებთან და ნაცნობ გმირებთან ერთად.
Natalie Davitashvili born 3 July, 1964 Natalie is a writer of fantasy fiction. Her first book, ‘The Story of Lile Iroeli’, was published in 2007. In the following year she won first prize in the ‘Golden Feather’ competition for unpublished works of children’s literature with ‘When the Winged Lions Return’, which was published in 2009. In 2011 her third book ‘In the Mist and beyond the Mist’ was published and it won the Tbilisi City Assembly Gala Literary Prize. Next book “Four Lands and Four Pillars” was published in 2012. In 2015 was published her Seventh book “Aia's Way”. Natalia has created her own unique world. The stories of all four published books unfold within this world which, as a main rule of the fantasy genre, has a strong logic and a firm structure.
თავიდან ზედმეტი სიუჟეტური ხაზი და გმირების სიმრავლე შესაძლოა მოგეჩვენოს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკურად იკვეთება და ყველას თავისი მნიშვნელობა ენიჭება. რუკის ლურჯი სუფრის სტილში მოხატვა მომეწონა. რუფია, რა თქმა უნდა, დამაკლდა, მაგრამ ლილესთვისაც კი არ იყო ბევრი ადგილი წიგნში. აიასკენ, როგორც მთავარი გმირისკენ, იხრება სიუჟეტი და შესაბამისად, გასაგებია რუფიას და ზოგადად ლილეს გარემოცვის არ ყოფნაც. სამყარო ისევ მრავალფეროვანია, გმირები და გარემოც ორიგინალური. ანტაგონისტები იყვნენ ცოტა სუსტები ამ ნაწილში.
ეს შეფასებაც აიას საყვარლობის გამო, თორემ წინა წიგნებთან შედარებით ეს საკმაოდ სუსტი მომეჩვენა. ზედმეტად ბევრი სიუჟეტი, პერსონაჟი, ისტორია. რაღაც გადახლართული გამოვიდა და არც ადეკვატური ფინალი ჰქონდა. მოკლედ, აიას გზას გავაგრძელებ ახლა და იმედია უკეთესი იქნება :3