თავიდან ცოტა სკეპტიკურად დავიწყე კითხვა და რაღაც ეტაპამდე მეგონა, რომ "კაცია-ადამიანი?!"-ს ალტერნატიულ სიქველს ვკითხულობდი, სადაც ლუარსაბსა და დარეჯანს ბავშვი შეეძინათ, რის შემდეგაც სახელები შეიცვალეს და სამყაროს გარშემო ხეტიალს შეუდგნენ, მაგრამ თანდათან ეს განწყობა ბექსელისეულმა პერსონაჟებმა (ერთი - გამოგონილ საგნებს ხელმეორედ რომ იგონებს - სულაც დაემთხვა კიდეც), ლურსმანასეულმა რემინისცენციებმა და მსუბუქმა იუმორმა ისე გადაასხვაფერა, რომ ჩემი სკეპტიციზმი უარვყავი და ეს ძალიან გრძელი წინადადება დავწერე, რომელიც ამავე წინადადების სიგრძეზე თვითრეფლექსიით დასრულდა კიდეც.