ამ წიგნში 2 ფორმულაა სულ. პირველი ისე რა საინტერესოა (E= 2pi2me2/h2) აი მეორე კი:
E=mc2
ასე გავიგე რა არის კვანტური მექანიკა... გავიგე კი, როგორ არა - უფრო სწორი იქნება ასე გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში ბგერების ეს ერთობლიობა, რომელიც პირველი 10 წელი მაინც რაღაცა მისტიკას, ჯადოქრობას, ალქიმიას და ძალიან ძალიან ძალიან საინტერესო ადამიანებს ნიშნავდა, ძალიან სახალისო ცხოვრებით.
აქ არაა მაინცდამაინც თეორიებს ახსნა-განმარტებები (როგორც აღვნიშნე, სულ 2 ფორმულაა), მაგრამ არის უნიკალური ადამიანების უნიკალური თავგადასავლები, რომელთა მსგავსიც უკვე ალბათ აღარ იქნება.