Jump to ratings and reviews
Rate this book

რასაც ვხედავთ ის არ არის რასაც ვუყურებთ

Rate this book
ელის ქოუენი ბიტნიკებთან ერთად იზიარებდა ბუდიზმის და სხვა აღმოსავლური რელიგიების პრაქტიკას, ნარკოტიკების მოხმარების, სექსუალური მიუკუთვნებულობის თუ ეგზისტენციის აბსოლუტური პოეტიკის ყველა გამოცდილებას - გზაზე ყოფნას.
მის მშობლებს რცხვენოდათ “თავხედი ქალიშვილის” გამო, რომელმაც ოჯახის და საზოგადოების მოლოდინი ვერ გაამართლა, პოულობდნენ და წვავდნენ ნაწერებს, რომლებშიც ელისის ბისექსუალობა და ნარკოტიკების მოხმარება იკითხებოდა. მშობლების პატივის ცემის ნიშნად, მეზობლებმაც, ელისის სიკვდილის შემდეგ, ბინიდან ყველა რვეული და ლიტერატურული ჟურნალი გააქრეს.
ელის ქოუენის სიცოცხლეში მისი არცერთი ლექსი არ გამოქვეყნებულა.
მისგან მხოლოდ ერთი რვეული დარჩა.
ამ კრებულში შეტანილია ელის ქოუენის მცირე ანთოლოგია.

30 pages, Paperback

Published January 1, 2023

1 person want to read

About the author

Elise Cowen

9 books14 followers
Elise Cowen was an American poet. She was part of the Beat generation, and was close to Allen Ginsberg, one of the movement's leading figures. Most of her work was destroyed after her death.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
1 (50%)
4 stars
1 (50%)
3 stars
0 (0%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 2 of 2 reviews
Profile Image for Ivva Tadiashvili.
268 reviews8 followers
January 3, 2024
ძალიან საოცარი და ძვირფასი წიგნი, მადლობა სკაო <3.
ელის ქოუენთან პირველი შეხება და საოცარი გამოცდილება იყო ეს ყველაფერი.
გამახსენდა როგორი უბრალო რამაა პოეზია, ეს დიდი ხნის წინ გადამავიწყდა და პრეტენზიები მქონდა პოეზიისადმი და უფრო მეტად ჭეშმარიტი პოეზიისადმი. ამ წიგნმა ამ ტყვეობისგან მიხსნა და პოეზიის მიმართ პრეტენზიები შემიმცირა.
ეს უბრალოება, უთქმელობა, სიცარიელე, დაუმთავრებლობა და სიმცირე, საოცრად შთამაგონებელი იყო ჩემთვის და ვფიქრობ სხვებისთვისაც ასევე იქნება.
ამ სიცარიელეს და დაუკმაყოფილებლობას წიგნის ბოლო ფურცლებზე, სკას ულამაზესი ლექსი ავსებს.
წიგნის დასაწყისში "Saturnlyrik" წარწერა და შემდეგ წინასიტყვა, წიგნის ავტორის გამოჩენაა.
სკა გვპირდება რომ ჩვენთან ერთად იქნება წიგნის ბოლო ფურცლებამდე თუ რამე დაგვჭირდება, და ისიც გამოჩნდა უმშვენიერესი ლექსით სადაც, უფრო მეტად ელისი მაგრამ უფრო მეტად ბევრი რამე იყო, უფრო მძაფრი ვიდრე ელისი.


რას ვუყურებ მე?
რას ვხედავ მე?
თავად ამ კითხვებზე უფრო მეტს ვფიქრობ და კითხვების პასუხს ნაკლებად ვეძებ. ვფიქრობ ესე ვაკონტროლებ იმას რასაც ვუყურებ და იმას რასაც ვხედავ, რადგან მაგ დროს არ ვფიქრობ საერთოდ კონტროლზე და ყველაფერი უბრალოდ არის.
ძალიან ძვირფასი წიგნია მართლა ჩემთვის, კიდევ მადლობა სკაო <3

აქვე ჩემს ლექსს დავაყოლებ რევიუს. ლექსს, რომელიც ვფიქრობ ამ ყველაფერს ეხმაურება.

უჩინარო არსებებო
სულ აღარ მახსოვს თქვენი სახეები
არც თქვენ აღარ შეხებიხართ
მოხარშული ბრინჯის მარცვლებს,
იატაკზე დატოვებულს.
განაღა ჭეშმარიტად გადაწყვიტეთ უჩინარნი გახდეთ,
სულთა შორის,
ლანდებიც რომ
აღარ იყოთ
ნახეთ უჩინარნო არსებებო,
ყველა როგორ შვებით სუნთქავს
ჩინის დაბრუნების ცეცხლში.
გთხოვთ გასინჯეთ ბრინჯი იატაკზე
სანამ ჯამებს გავრეცხავდე
მანამ სანამ უჩინარო არსებებო
ჩვენ უჩინოები ვართ.
Displaying 1 - 2 of 2 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.