„დავით წერედიანი შედევრებს თარგმნიდა და მისი თარგმანები გვარწმუნებდა, რომ შედევრების თარგმნა შესაძლებელია ისე, რომ ნებისმიერი მკითხველი მიხვდეს – ეს შედევრია და მორჩა!
გოეთეს „თხმელნართა მეფე“, არტურ რემბოს „ოფელია“ და ლორკას „შავი ნაღვლის რომანსი“ – ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პოეტები და მათი დაუვიწყარი პოეტური სამყარო წერედიანის თარგმანში. წავაკითხოთ სხვადასხვა თაობის მკითხველს. დარწმუნებული ვარ, ყველა მიხვდება, რომ დიდი პოეზიაა. „ძაფი ნერვისა“ მთარგმნელმა არათუ მოიხელთა (თავისთვის) ან თანამედროვეთა ემოციური მონუსხვისთვის, არამედ მომავლის მკითხველთან გასდო ხიდი – იმასთან, ვინც ნამდვილმა პოეზიამ უნდა დაარწმუნოს, რომ ამქვეყნად უცვალებელი, ფერუმკრთალი ფასეულობებიც არსებობს. რომ ზოგჯერ თარგმანში არაფერიც არ იკარგება, მისხალიც კი – შედევრების დავით წერედიანისეულ თარგმანში.“ – ზვიად კვარაცხელია
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს.
„დავით წერედიანი 1963 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობდა, 1981 წლიდან ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. წერედიანის სახელი მის კონგენიალურ თარგმანებთან არის გაიგივებული. მის მიერ უბადლო ქართულით არის ამეტყველებული გერმანული ლიტერატურის ორი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები: გოეთეს „ფაუსტი“ და ძმები გრიმების „ზღაპრები“, რომლის გარეშეც ჩვენი ლიტერატურა ბევრად ღარიბი იქნებოდა. „ფაუსტი“, რომელსაც დიდი გერმანელი მწერალი და მოაზროვნე, იოჰან ვოლფგანგ გოეთე (1749 – 1832) თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში წერდა, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უმაღლესი ქმნილება სიმბოლურ-ალეგორიული ნაწარმოებია. მისი ექვივალენტის შექმნას ისეთივე ტიტანური შრომა სჭირდება, როგორც ავტორისა."
2017 წლის 30 მაისს, თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალზე დავით წერედიანს გადაეცა გოეთეს ინსტიტუტის და DVV International-ი “გივი მარგველაშვილის სახელობის” პრემია ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
პირველად არტურ რემბოს სახელი “უბრალოდ ბავშვები”-დან გავიგე, როგორც მახსოვს პატის ძალიან უყვარდა, მაგ დროს მეც დამაინტერესა მისი შემოქმედება და ამ წიგნში პირველად რომ გადავაწყდი მის რამოდენიმე ლექს ძალიან გამიხარდა
ეს ნაწილი ძალიან ლამაზი იყო “ვუცდი, არყოფნით არყოფნამდე ხმათა მდევნელი, ჩემი სიღრმიდან უეცარი ხმა როდის დარეკს”
და კიდევ პოლ ვერლენის “გულსა ჩემსა ატირს” ლექსთან ასეთი მსგავსება არასოდეს მიგვრძნია