აკა მორჩილაძის ახალ რომანში თბილისს ფოთი ჰქვია, ფოთს კი – თბილისი. იმპერატორის საგანგებო ბრძანებით გადაურქმევიათ სახელები ქალაქებისთვის და ამაში მეტად ჩახლართული აზრი ჩაუდიათ. რომანშიც ყველაფერი ასეა ჩახლართული. გასაოცარი ამბავი დიდი ამბოხებისა, რომელიც თითქმის მთელ საქართველოს მოიცავს – თბილისსაც, ფოთსაც, ქუთაისსაც და დაუსახლებელ ტყეებსაც, ერთი მხრივ, სრულიად დაუჯერებელია, თუმცა, იმდენად დამაჯერებლადაა მოთხრობილი, რომ მის ნამდვილობაში მკითხველს ეჭვი ერთი წამითაც არ ეპარება. წიგნს არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, მის პერსონაჟებს არ იცნობს საქართველოს ისტორია, თუმცა კითხვისას მყარია შთაბეჭდილება – "ისტორიულ რომანს ვკითხულობ". ასევე მყარია შთაბეჭდილება – "ეს პასაჟი მეცნობა". საიდან? ამის გაგებაში მკითხველს ბოლო გვერდზე მოცემული `გამოყენებული ლიტერატურა~ დაეხმარება. `მორიდებული ზურმუხტი~ უამრავ ალუზიას შეიცავს ამ ბევრი დიდი და კარგი წიგნიდან.
აკა მორჩილაძე დაიბადა 1966, წელს თბილისში. 1998 წლიდან დღემდე "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ მისი ოცი რომანი და მოთხრობების ორი კრებულია გამოცემული. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია. მისი ნაწარმოებების მიხედვით რამდენიმე ფილმი და სპექტაკლია გადაღებული და დადგმული. რომანი "სანტა ესპერანსა" გამოცემულია გერმანულ ენაზე პრესტიჟული გერმანული გამომცემლობის მიერ. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ლონდონში.
Born in 1966 in Tbilisi, is arguably the most outstanding, recognized and talented contemporary Georgian author of literary fiction. He studied and later taught Georgian History at Tbilisi State University; worked as a sports journalist in a sports daily newspaper and participated in Literature Express within Europe in 2000. Aka Morchiladze’s twenty novels and three books of short stories have been published by Sulakauri publishing since 1998. In 2005-2006 he was an author and presenter of one of the most interesting TV programs to date concerning literature. Several films and plays have been based on his works. Like Milorad Pavic, his favourite author, Morchiladze believes that a novel does not necessarily need to start at the beginning and proceed in a straight line to the end; instead, he takes Umberto Eco’s theory of the emancipated reader seriously. Currently, he lives and works in London, UK.
LITERARY PRIZES AND AWARDS
Literary award SABA 2012 in category the best novel for Obolé IliaUni literary prize 2010 for the best novel of the year for Mameluk Literary award SABA 2008 in category the best novel for Maid in Tiflis Literary award SABA 2006 in category the best novel for Venera’s Dream Literary award SABA 2005 in category the best novel for Santa Esperanza Literary award SABA 2003 in category the best novel for Your Adventure
აი ძალიან მაგარია ასეთი მწერალი რომ გვყავს 21-ე საუკუნეში. რანაირად იგონებს ამ სასწაულ ამბებს და პერსონაჟებს? თან რომ გაჯერებს, ეგ არის ყველაზე მაგარი.
ძალიან კი გამეწელა ამ წიგნის კითხვა, თავისი ცოტა არ იყოს და რთული ენის გამო,(პირველად როცა დავიწყე, სწორედ ამის გამო მივატოვე)მაგრამ ვფიქრობ, რომ აკას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვითომდაისტორიული რომანია
აკა მორჩილაძის ეს რომანი კარგი რომანია. როგორც სჩვევია, მოზომილი, იმერული სიტყვაკაზმულობით დაწერილია და ამ საქმეში აკას გემოვნება არ ღალატობს ხოლმე, ყოველთვის იცის სად არის ის ხაზი, რისი გადაბიჯებაც არ იქნება კარგი, როდესაც ასე წერ. ეს დიდი რომანია და ბევრი ამბები ხდება: სროლები იმერეთის ღამის ტყეებში (ეს სცენა რომანის დასასრულისკენ მაგრად მომეწონა, რაღაც ძალიან ქართულიც არის და თან არის რაიდულიც, ვესტერნული, ამერიკულიც ამაში), რაინდული ამბებიც აქაა, სიყვარულიც, ღალატი და პატივისცემაც და ნაირ-ნაირი ისეთი ამბების მოგონება ამ საქმეებს რომ სჭირდება. რაღაც ამბავში თანამედროვე ამბებიც არის. აი მაგალითად, მაგრად ვიხალისე ღიშპანოლას შესაჩვენებლად და დასაწვავ-გადასაბუგად რომ მიემართება მრევლი და პალიასტომელი ტყის მჭრელები ალესილი ცულებით; იმპერატორი, დირიჟაბლით რომ დადის, წოდებრიობას ებრძვის, თბილისს რომ ფოთს დაარქმევს და პირიქით. ხოდა იმას რომ შეეთქმებიან თავად-აზნაურობა ძველი წესი დავაბრუნოთ და მოკლედ როგორც გვეკადრებაო და სინამდვილეში რომ ერთი გაიძვერული ამბები უდევს ვითომ ამ წმინდა გიორგის წამოწყებულ ლაშქრობას. ასე რომ, "სიმძაფრე საქართველოის ძმრისა და იმისი ფშუტე სინამდვილობა" კარგად წერია აქ.
ერთია რომ, ამ რომანში აკას უნდა ყველა (ჩემი აზრით ბევრი და გრძლად) პერსონაჟის ისტორიის მოთხრობა. ამათგან ცალკე წიგნიც გამოდნებოდა. ზოგი ისტორია დაუმთავრებელი, უფრო სწორად, ბოლოში მოსხეპილად მოჭრილი მომეჩვენა. აი მაგალითად, დანიბეგისა და ეფეისი. მგონია რამოდენიმე სხვადასხვა იდეა ჰქონდა აკას, მერე ერთ რომანში ჩაწერა, ზოგი ნაწილები კი მაინც დარჩა ასე, თითქოს დაუმთავრებელი და მეტი რომ გინდა.
მოკლედ, ჯამში კარგი რომანია, ძალიან კარგი იუმორით დაწერილი და ამ "სიმძაფრემ საქართველოსი ძმრისა" ისედაც თუ არ დაგახვიათ თავბრუ, ამ ყველაფრის ისტორიულ ამბებსაც ხალისით წაიკითხავთ.