Jump to ratings and reviews
Rate this book

მოგზაურის ჩანაწერები

Rate this book
წიგნი დაფუძნებულია ცნობილი ველო-მოგზაურისა და გინესის არაერთგზის რეკორდსმენის, ჯუმბერ ლეჟავას მოგზაურობის დროინდელ ჩანაწერებზე. მისი მიღწევებისა და რეკორდების დიდი ნაწილი 1990-1992 წლებში მოგზაურობამდე იქნა დამყარებული.
რაც შეეხება მოგზაურობას, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ მან ეს პროცესი 50 წლის შემდგომ ასაკში დაიწყო, რაც უდიდესი გამოწვევა იყო მისი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობისათვის.
საბოლოოდ, 1993 წელს დაწყებული მოგზაურობა 9 წლის შემდეგ, 2002 წლის 3 ნოემბერს დასრულდა. ამ ხნის განმავლობაში, ჯუმბერ ლეჟავამ ველოსიპედით იმოგზაურა დედამიწის ყველა კონტინენტზე, მოიარა 238 ქვეყანა და ორჯერ იყო ანტარქტიდაზე.
წიგნის მეშვეობით მკითხველი პირველად გაეცნობა ამ საოცარ ცხოვრებისეულ თავგადასავალს.

637 pages, Hardcover

Published January 1, 2023

4 people are currently reading
15 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
4 (30%)
4 stars
7 (53%)
3 stars
1 (7%)
2 stars
1 (7%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 4 of 4 reviews
Profile Image for Oto Bakradze.
659 reviews42 followers
September 24, 2024
The man, The myth, The Legend

ჯუმბერ ლეჟავასადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ეს ჩანაწერები პირადი სტატისტიკის ასახვა უფროა, ვიდრე ყველასათვის საინტერესო ფაქტები. აკლია შეგრძნებების მხატვრულად გადმოცემა, რაც რიგით მკითხველს დაიჭერდა და არ დაღლიდა.

2 reviews
June 18, 2024
წიგნის სახელი პირდაპირ მიუთითებს მის არსზე. ეს არის მოგზაურის ჩანაწერები და არა მხატვრული ნაწარმოები. ტექსტი შესრულებულია სამოყვარულო დონეზე და ვინმესთვის შეიძლება მოსაწყენიც კი იყოს. მათ კი, ვისაც ბატონი ჯუმბერი უყვარს/აინტერესებს - ვურჩევ წაკითხვას. საკმაოდ კარგად ჩანს მისი სულისკვეთება და ჟინი. სამწუხაროა, რომ ბევრი მომენტი ან დაკარგულია ან რატომღაც ამოღებულია წიგნიდან.

დიდება ბატონ ჯუმბერს.
Profile Image for natalieon.
13 reviews
December 10, 2024
წიგნის წაკითხვამდე თუ უდიდესი პატივისცემა მაკავშირებდა ამ შესანიშნავ ადამიანთან, შემდეგ საბოლოოდ დავასკვენი, რომ ჯუმბერი მხოლოდ გმირი არ ყოფილა.
ჯუმბერ ლეჟავა არის საუკეთესო შვილი, მამა, მეუღლე, მეგობარი, მოქალაქე, ადამიანი.
ფიზიკურად შეუძლებელია, არ შეგიყვარდეს. უფრო სწორად, ძალიან მარტივია ამ ადამიანის შეყვარება.
მეყვარება მუდამ და სულ იქნება ჩემი მოტივატორი ცხოვრებაში.

წიგნი არის საკმაოდ ფაქტობრივი, სამოყვარულო და აკლია დიდი რაოდენობით მასალა. მიუხედავად ამისა, სასიამოვნო წასაკითხია და კარგად გადმოსცემს ბატონი ჯუმბერის მიზნებს, მოლოდინებსა და გულისნადებს.
22 reviews
August 5, 2025
ძალიან დიდი ხანი ველოდი ამ ჩანაწერების გამოქვეყნებას და ყველაზე მეტად ალბათ მაგის გამო გამიცრუა იმედი. ან უბრალოდ პერსპექტივის ამბავია და მოგზაურობის ჩემთვის უინტერესო ამბები აქვს მხოლოდ აღწერილი, რაც თვითონ უფრო მეტად აინტერესებდა ვიდრე ადგილობრივებთან კომუნიკაცია, ხიფათი, ან სხვა შთაბეჭდილებები.
Displaying 1 - 4 of 4 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.