Jump to ratings and reviews
Rate this book
Rate this book
გრიგოლ აბაშიძის ისტორიული რომანი „დიდი ღამე“ საქართველოს წარსულზე მოგვითხრობს. XII-XIII საუკუნეების ისტორიული მოვლენები, მტრის შემოსევები და დიდი ღამე, რომლის დროსაც არაერთი ტრაგედია გადაიტანა ქართველმა ერმა. მიუხედავად ყველაფრისა მომავლის იმედი უკვდავია -“გათენდება, გჯეროდეს, რომ გათენდება! საქართველო უკვდავია. კიდევ ბევრჯერ გაიხსნება მისი ცისკარი.”

200 pages, Paperback

First published January 1, 2013

35 people want to read

About the author

Grigol Abashidze

9 books19 followers
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1936). აბაშიძის ოჯახი რეპრესირებული იყო სტალინის მმართველობის დროს. ლექსებს აქვეყნებდა 1934 წლიდან. პირველი კრებული გამოსცა 1938 წელს. მისი შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია. ავტორია ისტორიული და თანამედროვე თემაზე დაწერილი მრავალი ლექსისა, ლექსთა ციკლებისა - "სამხრეთის საზღვარზე" (1949), "ლენინი სამგორში" (1950, ორივე ციკლისთვის - სახელმწიფო პრემია, 1951), "თუნდ დავიარო მთელი სამყარო" (1959), რომლებშიც საბჭოთა პოეზიის პათოსი და კონფორმიზმი დაკავშირებულია სამყაროს ლირიკულ და რომანტიკულ აღქმასთან.
აბაშიძის ლირიკული ლექსების თემაა ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის წლებში ("მტრები", 1941; "გაზაფხული", 1945; "მას დიდება", 1944; "ძლევამოსილი", 1945). აბაშიძის შემოქმედებაში ახალი სახით აღდგა ტრადიცია კლასიკური პოემისა მკაფიოდ ჩამოყალიბებული სიუჟეტით და გამოკვეთილი ხასიათებით ("გიორგი VI", 1942; "ძლევის ქედი", 1943; "ზარზმის ზმანება", 1946; "ციხის ლეგენდა"). საქართველოს წარსულს ეხება აბაშიძის ისტორიული რომანები "ლაშარელა" (1957), "დიდი ღამე" (1963). ამ თხზულებებში ასახულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე ქართველი ხალხის მიერ გადატანილი ტრაგედია, რომელშიც მწერალმა შეძლო ჩაექსოვა შორეული მომავლის ოპტიმისტური პერსპექტივებიც. ხოლო მოთხრობები "ქვევრი" (1961 - სათაურით "შემოღამება ქვევრში"), "ცხოვრება წინ არი" (1964) და რომანი "ყორნალი" (1967) მწერლის დროების აქტუალურ პრობლემებს ეხება. მასვე ეკუთვნის პიესა "მოგზაურობა სამ დროში" (1961), რომელიც ხელოვნების დანიშნულების თემას აშუქებს, აგრეთვე მრავალი საბავშვო ლექსი და პოემა. თარგმნა ა. მიცკევიჩის, ი. ნერუდას, პეტეფის, მ. ემინესკუს, ხ. ბოტევის, ი. ვაზოვისა და სხვების ლექსები და პოემები. აბაშიძის ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
50 (71%)
4 stars
17 (24%)
3 stars
3 (4%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 4 of 4 reviews
March 4, 2021
ძალიან დიდი ტკივილი მოიტანა ჩემამდე იმ პატარ-პატარა ტრაგედიებმა, რაც წიგნში ხდება, ერთ დიდ ტრაგედიად ერთიანდება და ყოველივეს გააზრება უფრო გულს გიკლავს..
პერსონაჟების უბედობას მთელი სიცხადით განიცდი და გულით გიყვარდება თითოეული მათგანი. ძალიან დასამახსოვრებელი, სახასიათო პერსონაჟები შექმნა ავტორმა, ივანე ათაბაგზე მთელი წიგნის განმავლობაში გაბრაზებული ვიყავი, თითქმის ბოლომდე, სადაც ავტორი ცდილობს მის გამართლებას, თუმცა რამდენად მართალი იყო, კიდევ საკითხავია.. მიყვარს ერთი მხრივ მეფის კარის საუკეთესო მგოსანი, მეორე მხრივ თავდადებული მებრძოლი თურმან თორელი და უბადლო, საოცარი მხატვარი ვაჩე, რომლის უიღბლო ცხოვრების ამბავმა ასევე დიდი ტკივილი მოიტანა ჩემამდე. შალვას და თამთას ტრაგიკული სიყვარულის ამბავი, შალვას სიკვდილით დასჯა და თურმანის ლექსი:
“ახლა ვდგავარ შავ უფსკრულთან,
პირდაღებულ ხრამთან,
თამთა, სად ხარ, საოცნებო,
გაფრენილო თამთა?!”
ავტორმა ასევე საინტერესოდ დაგვიხატა ჯალალედინის და ჩინგიზის სახეები, ბრძოლის სცენებიც კი მოუბეზრებლად იკითხება და ზოგადად, უნდა ვთქვა, რომ ძალიან მომწონს ავტორის წერის სტილი.
და ბოლოს თურმანის სიტყვებით დავამთავრებ, რომელსაც სწამს, რომ საქართველოზე გამეფებული დიდი ღამე ოდესმე დამთავრდება:
“გათენდება, ვაჩე, გჯეროდეს, რომ გათენდება!..”
Profile Image for გოგა.
9 reviews
June 12, 2025
„საოცარია, ადამიანები კერპებს თვითონ ქმნიან და თვითონვე ამხობენ. იმ კერპების დამხობისასაც ისეთსავე აღტყინებასა და ტკბობას განიცდიან, როგორსაც მათზე ლოცვისას განიცდიდნენ... რა დიდი შვება ყოფილა ცრემლი, როცა შენს უნებურად მოდის''
Profile Image for Marita Khulelidze.
20 reviews
January 6, 2024
საქართველოს ისტორიის ყველაზე ბნელი პერიოდი და მისი მსხვერპლები.
Displaying 1 - 4 of 4 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.