" ამ წიგნის მიზანია, ქართველ მკითხველს გააცნოს მხოლოდ უმცირესი ნაწილი მეჩვიდმეტე საუკუნის გენიალური იაპონელი პოეტის შემოქმედებისა, შესდავაზოს მას საკუთრივ ქართულისაგან სრულიად განსხვავებული ხედვა სამყაროსი, სრულიად სხვაგვარი მსოფლხედველობა, როგორც სახეობრივი, ისე ენობრივი, გამომსახველობითი თვალსაზრისით."
Known Japanese poet Matsuo Basho composed haiku, infused with the spirit of Zen.
The renowned Matsuo Bashō (松尾 芭蕉) during his lifetime of the period of Edo worked in the collaborative haikai no renga form; people today recognize this most famous brief and clear master.
დღეს მაქვს იაპონურის საკონტროლო და არანაირი სულიერი აღმაფრენა არ მქონია მისი დაწყების დროს და ამ კაცის განსჯაც აგრეთვე, მეტად მარტივად მოვახერხე. კიდე კაი საკონტროლო მაქვს, თორემ ამ სილამაზეს კიდევ დიდი ხანი არ ვიხილავდი ;დ
"ნიოს ტბისაკენ უქნიათ პირი ალუბლის ფურცლებს და ოთხივ კუთხით ეჯარებიან."
ულამაზესია ! თამამად შეიძლება ამ წიგნზე მუდმივად მითითებული გქონდეს " currently reading ". ბაშოს ჰოკუები იაპონიის სულს, სილამაზესა და სევდას შეიცავს. ჰოკუს მახასიათებელი ისაა, რომ იგი საჭიროების მკითხველის თანაშემოქმედებას, მის წარმოსახვაზეა დამოკიდებული. უნდა შეგეძლოს კადრებივით აღქმა იმ მცირე სურათისა, რომელიც მარადიულად მეორდება. ამ გამოცემას ისიც ხდის მიმზიდველს, რომ იაპონელი მხატვრების ნახატებიცაა ჰოკუების გვერდით ( მართალია შავთეთრი, მაგრამ არაუშავს). მე კი ვიცი, რომ "ნიოს ტბისაკენ" დიდხანს დარჩება ჩემს მაგიდასა და მეხსიერებაში.
ნახატებიც და ლექსებიც კარგია. უბრალო, ჩვენგან ხშირად შეუმჩნეველი კადრებია შემჩნეული და გადმოცემული და კითხვისას ისე გაგრძნობინებს თავს, თითქოს ალუბლის ყოველწლიური ყვავილობის კი არა, საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი და განუმეორებელი მოვლენების მომსწრე ხარ. წამების დაჭერა თუ მართლა შესაძლებელია როგორმე, ალბათ, ამ გზით.
"ვიწრო საბანი. ზამთრის ცივი და ბნელი ღამე. ო, მწუხარებავ"
"თვალს ვერ ვაშორებთ ციცინათელებს, მაგრამ მენავე დაგვითვრა და მიაქანებენ ჩვენს ნავს ტალღები"
"ეჰ, მოსვენება აღარა გვაქვს ბავშვებისაგან" - ასეთებს, ალბათ, ალუბლების ფერიც არ მოსწონთ"
"ცქერა მახარებს: ამაღამ თოვლად გარდიქცევა ზამთრის ეს წვიმა"
"მზე ზამთრის დილით. ჩემს ცხენს გავაზე დაეყინა ჩემივე ჩრდილი"
სამწუხაროდ, თოვლი არ არის, არადა თოვლიანი ღამეების საკითხავია.