კონსტანტინე გამსახურდიას რომანი, ტრილოგია. მასში ასახულია 1930–იანი წლების დასაწყისის საბჭოთა საქართველოს ცხოვრება. რომანი 1933–1934 წლებში იწერებოდა და პარალელურად იბეჭდებოდა ჟურნალ "მნათობის" ფურცლებზე. ნაწარმოებმა რომელმაც როგორც მკითხველთა, ისე ხელისუფლების დიდი აღიარება მოიპოვა.
Konstantine Gamsakhurdia was a Georgian classical writer of the 20th century and a famous public benefactor, Academician of the Georgian Academy of Sciences (GAS), Ph.D. of the Berlin University, and Laureate of the Shota Rustaveli State Prize of Georgia.
Konstantine Gamsakhurdia was born in 1893, in the town of Abasha (Samegrelo, region of Western Georgia). His father was Prince Svimon Gamsakhurdia. In 1911 Konstantine graduated from the Georgian Gymnasium of Kutaisi (Western Georgia) and in 1918 from the Berlin University (Germany).
In 1918 Gamsakhurdia became a member of the Board of the Constituent Society of the Tbilisi State University (TSU) and from 1920 - 1924 served as the Associate Professor of German literature at the same University. From 1918 - 1919 Gamsakhurdia was the 1st Secretary of the Embassy of the Democratic Republic of Georgia (DRG) in Germany and in 1920, the Plenipotentiary Envoy of DRG in Italy. Between 1912 - 1919 about 30 papers of Gamsakhurdia were published in the German Press. Gamsakhurdia published two books in German; "The Caucasus and the World War" (Weimar, 1916) and "The Oriental Politics of England and Russia" (Berlin, 1917). Konstantine Gamsakhurdia was also one of the leaders of the national-liberation movement of Georgia 1921 - 1930's. From 1924 - 1925 and 1926 - 1928 he was jailed by the GPU. Gamsakhurdia was the author of several outstanding Georgian novels including "The Hand of the Great Master," "Kidnapping of the Moon," the tetralogy of " David the Builder," etc. He was also the founder of the Georgian scientific school of study of life and works of Goethe.
Konstantine Gamsakhurdia was the father of the first democratically elected President of the Republic of Georgia, Dr. Zviad Gamsakhurdia.
Review is in English with a purpose to raise awareness of Georgian literature. This is a fabulous book, very touching and deeply Georgian. I enjoyed re-reading this after my teenage years. I will check out for translations of this book, as I am not sure how some details are described in a language other than Georgian...
ბატონო თარაშ, წერილს ასეთი მომართვით ვიწყებ, რადგან თქვენ ჩემთვის ძვირფასი არ ბრძანდებით. ან იქნებ უკეთესი იქნებოდა, ასე მომემართა - პატოინსქუა. ერთმა მწერალმა მიამბო თქვენ შესახებ, თქვენ მასთან ერთად სვანეთის ტყეებში ნადირობდით, ჯიხვზე, ჯიქურ შეკამათება მოგსვლიათ თქვენ და მას, როგორც ეს მამაკაცებს გჩვევიათ; საიდან დავიწყო... ალბათ იქიდან, რომ უნდა გამოგიტყდეთ, თქვენმა ამბავმა ძლიერ შემძრა, უფრო სწორად, რომ ვთქვა, გამაწბილა, თუმცა არ გამკვირვებია. თქვენი ამბავი ერთი ჩვეულებრივი, ამაყი კაცის (თანაც თავადის) ამბავია, თუმცა რადგან ამდენი დრო და ენერგია დავუთმე მის გამოკვლევას, და თანაც, შეგატყვეთ კეთილგონიერების პატარა ნაპერწკლებიც, ვთვლი მოგწეროთ ისეთივე წერილი, რომელიც ერთ დროს კაფკასა და კამიუს მივწერე. მოვირგებ მკითხველისა და განმკითველის როლს და პირდაპირ გეტყვით თქვენს უარყოფით თვისებებს, რომლებმაც დაგღუპეს, პატოინსქუა. თქვენ დიდად ამაყი და შეფარულად ამარტავანი ბრძანდებით ბატონო თარაშ. მიუხედავად თქვენი გაჭირვებული ცხოვრებისა, თქვენ თავადის ლანდი თან დაგსდევდათ მუდამ, რაც ხელს გიშლიდან გარდაქმნილიყავით და შუაზე არ გაგეხლიჩათ თქვენი პიროვნება. სწორედ ამიტომ, თქვენ ჩემგან შორს ხართ, პატოინსქუა, შეიძლება მამისმკვლელ, გულღვარძლიან არზაყანს გავუგო ხასიათში, ან უფრო „შლუ“ ლუკაია ლაბახუას (რომლის სიკვდილიც, სხვათა შორის, ყველაზე მძიმედ განვიცადე), ვიდრე თქვენ, პატოინსქუა. რატომ არ სწერდით დედათქვენს, თუკი 100 წლის სიცოცხლე მოგემატებოდათ მისი ცოცხალი დახვედრისათვის? რატომ არ აძლევდით მას იმედს, განა ჩვენ შვილებს არ გვმართებს, მოხუცებულ თუ ხანშიშესულ მშობლებს იმედი მივცეთ? სულ რომ თავზე გვენგრეოდეს ცხოვრება, ან შიგნიდან აგურ-აგურ ვიშლებოდეთ, განა ჩვენ ვალდებულები არ ვართ ჩვენს ამქვეყნიურ შემოქმედებს (თანაც დედებს!) მუდამ იმედი ჩავუსახოთ გულში? როგორც გატყობთ შეპყრობილი ხართ მასკულინობის ჟინით, მაგრამ რატომღაც გგონიათ, რომ ყველაფერის გულშიჩათხრობა არის მასკულინობის ერთადერთი გამოვლინება. ვინ მოიგონა ეს ნორმები? დასწყევლოს ილორის წმინდა გიორგიმ და პარიზის ნოტრე დ’მემ! მითხარით, პატოინსქუა, ვის გადაუშალეთ გული თქვენს მოკლე ცხოვრებაში? მე გეტყვით, ძალიან ცოტას, შეიძლება არც არავის. და განა რა იპოვეთ ამ უსაზღვრო გულჩათხრობილობაში, რა შვა მან თუ არა ბოროტება, აგრესია, სიცივე და სიკვდილი? მოდი გამოვიძიოთ, რატომ არავისთვის ნდობის თვალი არ დაგიდდგამთ თქვენს მოკლე ცხოვრებაში? რადგან ძალზე-ძალზედ ამაყი ხართ, იქნებ, ამიტომაც გიყვართ კავკასიონი გამორჩეულად, რომ მასსავით ცივი და მიუწვდომელია თქვენი გონება? და თან ეს მოგწონთ. ან იქნებ იმიტომ, რომ თქვენი თავისთვის თვალის გასწორებას ვერ ბედვთ, თუმცა, არა, ეს ასე ვერ იქნება, რადგან თქვენ უსაზღვროდ თავისუფალი ხართ. ასეთ ადამიანებს არ ეშინიათ სულის სარკეშ ჩახედვა, არც სჭირდებათ. მაშ თავისუფალი ხართ, თავის-უფალი. შეგძლიათ რაც მოგესურვებათ ის ქნათ. და რას ირჩევთ? სცადეთ ჰედონიზმი, რომელიც შემდგომში ქალებს შეაწმინდეთ. საერთოდ, ქალებს ვერ იტანთ, გგონიათ მათ არ უნდა შეეძლოთ რთულ იდეებთან შეჭიდება, სწავლა-განათლების მიღება, თმის მოკლე ვარცხნილობის ტარება, ვნებების ქონა, სიყვარულის გამჟღავნება, არჩევნის გაკეთება. მათ მხოლოდ უნდა ეხერხებოდეთ დიასახლისობის გამომათაყვანებელი საქმე (რომელსაც თქვენ გარანტირებულად მიიღებთ), უნდა იყვნენ მორჩილნი და პატიოსანნი. თუმცაღა „პატიოსნება“ თქვენვე ახადეთ თამარს და არა მხოლოდ... ხელთ ჩამივარდა მწერალის მიერ გადმოცემული თქვენი წერილი ფრაუ კაროლინასადმი მიწერილი. იქ აძაგებთ და აგინებთ ქალებს. თქვენ ხომ სატანურ სიამოვნებას გგვრიდათ მეგობარ ქალებს შორის შფოთის ატეხა და სხვა... და სხვა... ახია თქვენზე, თარაშ ემხვარ, ჩემივე ხელებით მოგიღებდით ბოლოს მხოლოდ ამ სიტყვებისთვის. თქვენ, როგორც თქვენს თანამედროვე (და, სამწუხაროდ, არამხოლოდ თანამედროვეს) მამაკაცს, სული გძვრებოდათ, როცა ქალი ხელიდან გისხლტებოდათ, როცა ის საკუთარი თავის ძიებას შეუდგებოდა, როცა ის ერთობოდა ან თუნდაც სიყვარულს გემოს უსინჯავდა. თქვენ გსურთ ფლობდეთ ქალს, გსურთ ის კლანჭებში მოიქციოთ, რომ მისი სამყარო მხოლოდ თქვენ ერთის გარშემო ტრიალებდეს. ბევრი წაიკითხავს ამ რომანს და ყურს არ დაუგდებს ქალთა ხმას, ამიტომ, ჩვენი ხმა, რომ არ დაიკარგოს როგორც საუკუნეების მანძილზე მე კვლავ გავაჟღერებ ფრაუ კაროლინას სიტყვებს: „მაპატიეთ, სულ დამავიწყდა, თქვენ არ გიყვართ, როცა ქალი „ჭკვიანურ“ აზრებს მოეჭიდება, რადგან ქალს, თქვენი აზრით, სელის ბეჭვა უფრო შვენის.“ იცით რატომ თქვა ეს საღი აზრი თანაცა ასე გაბედულად ფრაუ კაროლინამ? რადგან მას შეეძლო ზომიერების პოვნა დასავლურ ჰედონიზმსა და ნამდვილ კულტურას შორის. იმას რასაც თქვენ სუპერეროტიულ, სნობისტურ ცივილიზაციას უწოდებთ, რომელიც თქვენსავე თქმით, უთუოდ რყვნის ადამიანის სულს, ფრაუ კაროლინამ რთულად აღსაქმელი კულტურა უწოდა. რასაც, მე სავსებით დავეთანხმებოდი. ნახეთ, გამოგიტყდებით და დასავლური კულტურის დიდი მოყავრული არც მე გახლავართ, თუმცა, არა იმიტომ, რომ ის ჰედონისტური ან სუპერეროტიულია, არამედ იმიტომ, რომ ჩემთვის ზედმეტად ესთეტიურია, ზედმეტად ამქვეყნიურია, იგი არ მაგრძნობინებს არაფერს სულიერს ან ეთერულს. (ethereal). (არაამქვეყნიურს). ჰედონიზმს, ეროტიასა და მის მსგავს მანკიერ ფენომენებს ქმნის ადამიანის ბუნების დაუმორჩილებლობა, როცა ადამიანი არ ფლობს საკუთარ თავს ის მიეცემა ყოველგვარ სიბოროტეს. არ გჯერათ? კარგით, პატოინსქუა, ავიღოთ აღმოსავლური კულტურა, შეგეკამათებოდით და გეტყოდით, რომ ეგვიპტურ, ჰინდოსურ კულტურებში მრავლად არის ეროტიულობის მაგალითები (ფარაონთა გარყვნილი დინასტიები, კამა სუტრა). თუმცა ადამიანის ბუნების დაუმორჩილებლობას აქ სისასტიკემდე მივყავართ, და სისასტიკე უმეტეს წილად სუპერმასკულინობასა და ქალთა ჩაგვრაში გამოვლინდებოდა. ... აჰ, სულ დამავიწყდა.... თქვენ ხომ კოლხური ფეტიშიზმით ხართ შეპყრობილი. იცით, იდეალური სახელი შეარჩ��ეთ თქვენი ნაშრომისთვის, ნამდვილი ფეტიში გჭირთ საქართველოს მიმართ, გასაკვირია, თუ ქალთა ჩაგვრას ვერ ხედავდით საქართველოში დაბრუნების შემდეგ, როცა ყველაფერს გაზრდილი თვალით შეხედეთ, ისეთ „შლუ“ ფენომენებს ხომ მისწვდა თქვენი გამჭრიახი გონება, როგორიცაა აზრს მოკლებული რიტუალები, (გველების გაღმერთება და მათ გამო სისხლის დაღვრა), სისხლის აღება, რელიგიის კულტად ქცევა. მაგარმ, თქვენ ხომ დაგღალათ ცივილიზაცამ, ინდუსტრიულმა რევოლუციამ დაგღალათ (მას შემდეგ რაც მისი გემო ბოლომდე ხამივით იგემეთ) და ახლა მოსანელებელი ადგილი გჭირდებათ განსასვენებლად. მაშ, წადით, გაერიდეთ ყველას და ყველაფერს, იცხოვრეთ დევის ქვაბში, იცხოვრეთ ტყეში, ადამინებისგან, ცივილიზაციისგან შორს, არა თქვენ ამასაც არ შვრებით. თქვენი კოლხური ფეტიშიზმი ფაშიზმში გადაგივიდათ, თქვენ ყურებდახშობილი უმტკიცებთ ფრაუ კაროლინას, რომ საქართველო აღმატებულია ყველა სხვა ერზე, რომ აქ ნამდვილი წალკოტია ყველანაირად. თქვენ არ გინდათ შეიგნოთ, რომ ეს უბრალოდ კულტურალური შოკია. რა გასაკირია, რომ ადამიანი, რომელიც ერთში იბადება, მეორეში ცხოვრება არ შეუძლია. დიახ, ფაშისტი გიწოდეთ, აკი დაგეხმარეთ გადაწყვიტოთ, კომუნისტი ხართ თუ ფაშისტი. თუმცა, არა, ცხადია, გეხუმრებით. თქვენ სად შეგწევთ ფაშისტობის ძალა. ზედმეტად გონებაგახსნილი ხართ, რომ ფაშისტი იყოთ. თქვენ ერთი აბნეული კაცი ხართ, თარაშ ემხვარ, უაზროდ განლიეთ ცხოვრება. არ გაქვთ სიყვარულის უნარი და როცა სხვებს უყვარდებათ მათ სტანჯავთ და აწამებთ, ზედმეტად მეამიტიც ხართ, ისე ჩაგყლაპათ არაგვმა, რომ ვერც კი მიხვდით, მანდ წასასვლელი დემონი ვინ გამოგიგზავნათ, დიახ არზაყან ზვამბაია, თქვენსავით ამაყი, მაგრამ თქვენგან განსხვავებით ბოროტი გულის მქონე. ზედმეტად გმირულად მოკვდით, ეს არ მომეწონა; იმასაც კი ვფიქრობ, რომ არაგვისკენ გული თამარის გამო კი არ მიგიწევდათ, არამედ იმის გამო რომ შვება გეპოვნათ, რადგან უთუოდ იცოდით, რომ დაიღუპებოდით. განა თქვენ თითონ არ ლამობდით ბედისწერის გამხმარი ხელიდან კიდევ ერთი დღე მოგეწყვიტათ? განა გამხმარ ხელს ნაყოფის გამობმა შეუძლია? არც თავი უნდა მოგეკლათ, შვება არ უნდა გეპოვათ. უნდა შეგეტყოთ თამარის სიკვდილი უნდა გეფიქრათ მეტი ამაზე და ამ გვემაში კდიევ დიდი ხანი გეცხოვრათ.
This entire review has been hidden because of spoilers.
ფეისბუქზე ვიღაცეები წერდენ ჯობია ეს ისწავლებოდეს სკოლაში დიდოსტატის მარჯვენის ნაცვლადო. ხოდა არა! სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გაწელილი, მომენტებში მოსაწყენი და ძალიან სექსისტური. ჩვენს სექსისტ მამრებს კიდე ეს უნდათ?! :)
რაც მომეწონა და რაშიც ერთი ვარსკვლავი დავუმატე, აფხაზების უკეთ გაცნობაა. ჩვენი თაობა არ ვიცნობთ აფხაზებს, ქართველებადაც კი ვერ აღვიქვათ. ხოდა ეს რომანი გვაჩვენებს, რომ აფხაზები ისეთივე ქართველები არიან, როგორც მეგრელები და სვანები. ამ მხრივ ნამდვილად ფასეული წიგნია. სკოლის პროგრამაში, მე პირადად იმ ნაწყვეტებს შევიტანი, სადაც ეს ყველაფერი კარგადაა წარმოჩენილი.
Spoilers!
საინტერესო ისიც იყო, თუ როგორ ეტაპობივად გადაგვიშალა ავტორმა პერსონაჟები. არზაყანი თავიდანვე არ მომეონა. ბოღმების ბუკეტია. თარაში ძალიან მომეწონა, ძალიან ვგულშემატკივრობდი თამართან და ვფიქრობდი ერთმანეთს შეეფერებდნენ. ეს იყო ლამის პირველი ნაწილის ბოლომდე, სანამ ბოზობაში გამოვიჭერდი თარაშს. მერე და მერე უარესი იყო. თავიდან განათლებული ინტელეტუალი იყო. პატრიოტი, ანტირელიგიური და ძველი ისტორიის მეხოტბე, თუმცა მერე სხვა მხარეებიც გამოაჩინა. თურმე ცივილიზაციისა და ევროპისადმი სიძულვილი ამოძრავებდა. სიძელის და ტრადიციების პატივისცემა პირად ურთიერთობების დონეზე სიბვნელესა და მიზოგინიაში გადასდიოდა. ამ ევროპაში ნასწავლ და ნაგულავებ კაცს ცოლად მონა უნდოდა, რომელიც შეუკერავდა, მოუქსოვდა, საჭმელს გაუკეთბდა, ნაწნავებს არ შეიჭრიდა. ამ არქაულობის გვერდით ქალი არ გაუშვია მოუ****ვი. :/ არადა სწორედ მას მოეთხოვებოდა ქალისადმი მეტი პატივისცემა, ქორწინებამდე ხელის არდაკარება და ა.შ. ანუ ორპირი იყო. ქალისგან ყველაფერს ითხოვდა, თან არც "ნამუსის ახდას" ერიდებოდა და გოგო მხოლოდ იმიტომ მიატოვა, რომ მან თმა შეიჭრა. მოკლედ რამდენადაც მომწონდა დასაწყისში, იმდენად შემჯავრდა მანის ბოლომდე.
3.75 ვიღაცამ დაწერა უარესს ველოდიო და უკეთ ვერ ვიტყოდი მე თვითონ. ისეთი ცუდი არ იყო როგორსაც ველოდი. "დიდოსტატის მარჯვენას" ბევრად სჯობს. მეთერთმეტე საუკუნიდან ქართველმა სქოლასტიკოსებმა ბერძნული ტექსტების სიტყვა-სიტყვით თარგმნა დაიწყეს, რამაც ხელნაწერებში ხელოვნური ენა გამოიწვია. გვხვდება სიტყვა კროკოდილი ნიანგის ნაცვლად და ა.შ. გამსახურდიაც თავისი ჭკუით იგივეს აკეთებს სილამაზისა და მოდერნულიბისთვის.
კოკეტურად?? coquette????
ასევე Gamsaxurdia is a tits man and i respect that.
კონსტანტინე გამსახურდია ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მწერალი თავისი წერის მანერითა და ნიჭით, მაგრამ ,,მთვარის მოტაცებამ'' თითქოსდა გამიცრუა იმედები. ვიცი, რომ ყველა წიგნში არ იქნება ჩვენთვის მოსაწონი პერსონაჟები და ამ კრიტერიუმით არ უნდა გავსაზღვროთ არც წიგნი და არც მწერალი, მაგრამ ,,მთვარის მოტაცება'' არის წიგნი, რომლის არც ერთმა პერსონაჟმა არ დაიმსახურა ჩემი სიმპათია. ყველა პერსონაჟი:თარაში,არზაყანი, კაროლინა, თამარი, კაც , ტარაბები- ყველანი არიან მოღალატე, ბოროტი ადამიანები. განსაკუთრებით უარყოფითი განწყობა მაქვს არზაყანზე, რომელმაც არ იკმარა თამარის ღალატი, თარაშსთვის საცოლის წართმევა და მამაც მოკლა. ალბათ ყველაზე დადებითი პერსონა ამ წიგნში თვითონ კონსტანტინეა, რომელიც წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟია და ძაბული, რომელიც შედარებით პატიოსნებით გამოირჩევა. არ მომეწონა დასასრული, რადგან ძალიან სევდიანად დაასრულდა ესე ამბავი,თარაში გარდაიცვალა თამარის გადასარჩენად მიმავალი, თამარი სიკვდილის პირას იყო და ა.შ, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ალბათ გამოცდილებამ და წარსულში დაშვებულმა შეცდომებმა თარაში გამოასწორეს თითქოს. არზაყანზე ბევრი უარყოფითი ვთქვი, თუმცა მასში იყო დადებითი თვისებებიც.იმის მიუხედავად, რომ რაღაც დეტალები დიდად არ მომეწონა, მწერლის შესაძლებლობებს ვერ დავაკნინებ და ვერ ვიყტვი, რომ საბოლოო ჯამში წიგნი არ არის კარგი, პირიქით ,,მთვარის მოტაცება'' არის შედევრთაგანი.
●●● არზაყან ზვამბაია ჩემთვის არზაყანი უარყოფით პერსონაჟთან ასოცირდება(ზოგიერთი გამოცემის მიხედვით ,,მამის მკვლელიც" კი გამოდის) თუმცა აშკარაა ,რომ ის საკმაოდ რთული ,კომპლექსური პერსონაჟია. მაინც რა აწუხებდა ,რისი მიღწევა სურდა მას ? არ სიამოვნებდა დაბალი ფენიდან წარმომავლობა (თანამედროვე ტერმინით ალბათ ,შეგვიძლია ვთქვათ ,,აკომპლექსებდა"😅) ამიტომაც იბრძოდა კოლმეურნეობისთვის. იქნებ ,სწორედ ეს მიზეზი იყო ჩამალული მის ქვეცნობიერში თავადის ქალის -თამარის შეყვარებისა ?! მას სურდა საპასუხო სიყვარული ,მაგრამ იცოდა რომ ვერც მიუწვდომელს შესწვდებოდა და არც თამარი გააკეთებდა არჩევანს მასზე. ამ მოსაზრებას ადასტურებს ისიც რომ გამუდმებით ეჯიბრებოდა თარაშს და სურდა ყველაფერი რაც მას გააჩნდა(თავადობიდან დაწყებული ,სვანი საცოლის -ლამარიას დროებით წართმევის ჟინით დამთავრებული)
,,კვერცხის ნაჭუჭში ამბოხებული პირყვითელა წიწილი კრუხს შეჰკამათებია" - ასე აღწერა მწერალმა მამა-შვილის დაპირისპირება ,რომელმაც ორი თაობის ურთიერთგანსხვავებული ზრახვების შედეგი იყო. ●●● თარაშ ემხვარი მწერალმა თარაშის სახით ევროპაში განათლებამიღებული ,თუმცა ქართული იდენტობის მატარებელი პერსონაჟის შექმნა სცადა.(მე მგონია , იგი თავად გამსახურდიასთვის იყო იმედისმომცემი და შესაძლოა საკუთარ თავსაც აიგივებდა.) დღეს, XXI საუკუნეში ,ზედმეტად დროგასულადაც შეიძლება მოგვეჩვენოს ყმაწვილი ,რომელიც ,,დაკარგულ სიმშვიდეს" ეძებს და ქართველი ქალისგან ტრადიციულ კლდემამოსილებას ,სახასიათო ქცევას, თვისებებსა და ნაწნავებსაც კი მოელოდა: ,,თქვენ არ იცით რას მოითხოვთ ქალისგან ,თუ თავისუფალი ქცევა გამოიჩინა,კახპააო იტყვით,თუ თავი შეიკავა ,პურიტანიააო და თქვენ გავიწყდებათ რომ თქვენი ქალები ორ ცეცხლს შორის არიან".-კაროლინა თარაშს.
,,და ასე მგონია მხოლოდ შენი ხმა ,შენი ძახილი დამიბრუნებს იმ უბიწობას,უცხოეთში ყიალის დროს რომ დამეკარგა თამარ,შენა ხარ ჩემი დაკარგული ბავშვობის ზმანება ,შენა ხარ ჩემი დაკარგული სამოთხე ."- რაც არ უნდა რომანტიკულად ჟღერდეს ეს ნათქვამი,არ შეიძლება დაკარგულ სამოთხედ მიჩნეული ქალის მიმართ მხოლოდ იმ მიზეზით გაგიცივდეს გრძნობები ,რომ მან თმები შეიჭრა ! იგი უბრალოდ მოხიბლული იყო იმ ქართველი ქალის სახით,რომელსაც ხედავდა თავადის ქალ თამარში და არა როგორც გულისწორით.
თავად განათლება ევროპაში ქონდა მიღებული ,ქართველ ქალებს კი ასეთ რჩევას აძლევდა: ,,ქალს განათლება რად უნდა სჯობს სახლში იჯდეს." ,,პომადა პარიზელების მოგონილი მოდააა...აქედან იწყება ქართველთა გარყვნაო" და ა.შ . შესაბამისად ,პეროსნაჟი, რომელიც ასე შეზღუდულად ფიქრობს და დადებითი სიახლეების მიღება არ სურს ჩემს მოწონებას ვერ დაიმსახურებს. _____
💔●,,ცხოვრებაში ერთხელ ხელში მოგხვდება ქალი ,რომელიც ბედნიერების ერთადერთი სასწაულია,მაგრამ ახალგაზრდული სიშლაგის ,ან უბედურების გამო ხელს დააცდენ და მერმე მთელი სიცოცხლე იმ ქალზე მოგონებად იქცევა.მოგონებად და სინანულად". ●,,თარაშ ემხვარის ნათქვამი მოაგონდა უნებლიედ:მართლაც და უმშვენიერესი სახლი ისაა ამ ქვეყნად ,რომელშიაც გულის შენის მიჯნურსა სძინავს." ●,,სიყვარული იმდენად გამძლეა ,რაც უფრო მეტი სიმწარე დაგრჩება მისგან.დასასრულ სიმწარე...სიმწარე სიტკბოზე უფრო გამძლე ყოფილა მუდამ ." ●,,და როგორც შებინდებისას წამოვა ხოლმე პონტოს ზღვიდან ამდგარი ლეგა ღრუბელი და მერმე უშველებელ ძერასავით აფხორილი გამოსწევს ქიანქიანით,გზადაგზა უფრო და უფრო გაზქელდება და გაშავდება და ჩაწვება ოქუმის ახლოს ,ანარიიდან განაწევრებ ორ მომცრო მთას შორის ,ისე ეშვებოდა მამასა და შვილს შორის გაბოროტება და ეს ყოველივე სავსებით უბრალო წვრილმანებში იჩენდა თავს." ●,,ცოდვაა თქვენებური ქალი.თქვენ ტირანები ხართ,სულ ერთია ,მამა იქნებით,საქმრო თუ ქმარი.თქვენ არ იცით რას მოითხოვთ ქალისგან ,თუ თავისუფალი ქცევა გამოიჩინა,კახპააო იტყვით,თუ თავი შეიკავა ,პურიტანიააო და თქვენ გავიწყდებათ რომ თქვენი ქალები ორ ცეცხლს შორის არიან". ●,,ასი წლის რომ გავხდე ,დედა ,და ასი წელიც რომ დავრჩე უცხოეთში ,თუ შენ შინ მეგულები,ფესვები მაქვს მეთქი ჩემს მიწაში,ასე ვიტყოდი.ასი წლის რომ გავხდე,დედა ,უცხოეთიდან მობრძანებული დაგიძახებ მარის ალაგთან ,,დედა ,შინა ხარ მეთქი ?" თუ შინა ვარო მიპასუხე ,მე ასე ვიტყვი :ათი წლისა ვარ მეთქი." ●,,ეჰ,ჩემო კარგო,ზოგიერთი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანსა ჰგავს...ბოლომდის ჩაათავებ და ასე იტყვი:ნეტავ არ წამეკითხაო." ●,,ასეა როცა რწმენა არაა რაიმე საქმის მიმართ ,იქ ოსტატობასაც ვერვინ გამოიჩენს".
საოცარი წიგნია. ვაღიარებ, გამსახურდიას წაკითხვას ისეთი "სიხარულით" ველოდი, როგორც მტკივანი კბილის ამოღებას, მაგრამ სრულიად შემეცვალა აზრი. ალბათ, არავისთვის იქნება უცხო, თუ ვიტყვი რომ ძალიან ლამაზი წერის სტილი აქვს, ამასთან, მოულოდნელობებით სავსე სიუჟეტი. კითხვის პროცესში სულ ვფიქრობდი, რომ ვიცოდი, რა მოხდებოდა შემდეგ, მაგრამ ვარაუდი არც ერთხელ არ გამიმართლდა. ახლა უკვე სიამოვნებით მივეახლები გამსახურდიას სხვა წიგნებს ^_^
მთვარის მოტაცება ვფიქრობდი ისეთი წიგნი იქნებოდა, რომელსაც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხწვდი, თუმცა არა ეს წიგნი ნამდვილად არ არის ადვილად გასაგები და ვფიქრობ ცოტა გაწელილიც არის, თუმცა სიუჟეტის განვითარება მომეწონა განსაკუთრებით წყევლის ამბავი წყევლსთან დაკავშირებით ბევრს აღარ ვილაპარაკებ ,მაგრამ ვფიქრობ თარაშს თამარის სიყვარული არ გამოუვიდა და თავისი ნამდვილი გრძნობა პრინციპებს შესწირა , რადგან ქალის მოღალატე კაცი ,რომელიც ქალისგან მაინც მის ერთგულებას მოითხოვს არ არის პატივსაცემი და გარდა ამისა თარაშის ქცევა და ���ამოკიდებულება ქალების მიმართ სექსისტურად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა ეს რამდენადაც არ უნდა უსვამდეს ხაზს მის ,,ქართველი კაცის ვაჟკაცობას ". მაგრამ მასაც აქვს დადებითი თვისებები რასაც წიგნში შეხვდებით, არყაზანისგან განსვავებით თარაში უკეთესი პერსონაჟია მიუხედავად მისი შეხედულებებისა , აქ დავასრულებ და მაინც გირჩევთ ამ წიგნის წაკითხვას , რადგან ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ.
თავიდან საკმაოდ გამიჭირდა კითხვა, თითქმის თავიც კი დავანებე წიგნს, მაგრამ ნელ-ნელა ფაბულა საინტერესოდ განვითარდა და ჩამითრია. კარგად მოფიქრებული დასასრული აქვს... ბევრი რამის აღმოჩენა შეიძლება თითოეულ დეტალში.
დაახლოებით 6 წელზე მეტია ქართული ნაწარმოებები აღარ წამიკითხავს და ამ წიგნით თითქოს დროს მანქანით როცა უკან დავბრუნდი, მივხვდი რომ ქართველ მწერლებს იმ ეპოქაში რომ ასეთი მსოფლმხედველობა ჰქონდათ ნამდვილად დასაფასებელია 👏💯