Jump to ratings and reviews
Rate this book

მწერლებსა და წიგნებზე

Rate this book
აკა მორჩილაძის წერილები მწერლებსა და წიგნებზე სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა "ცხელ შოკოლადსა" და "არილში". ეს კრებული არ წარმოადგენს ლიტერატურული კრიტიკის კლასიკურ ნიმუშს – მასში დარღვეულია ქრონოლოგია; აქ ვერ ნახავთ ვერც ერთ ისტორიულსა თუ ბიოგრაფიულ თარიღს, ვერც რომელიმე მწერლისა თუ წიგნის შესახებ თუნდაც ერთ, უკვე საყოველთაოდ შეთანხმებულ, წყალგაუვალ მოსაზრებას. კრებული მხოლოდ და მხოლოდ აკა მორჩილაძის პირადი შთაბეჭდილებების ნაკრებია და სწორედ ამის გამო თანაბრად საინტერესოა, როგორც გამოცდილი ლიტერატურათმცოდნეების, ისე ახალბედა მკითხველებისთვის, რომელთათვისაც წერილები მწერლებისა და წიგნების შესახებ საუკეთესო მეგზური იქნება ლიტერატურის სამყაროში.

224 pages, Paperback

First published January 1, 2014

4 people are currently reading
79 people want to read

About the author

აკა მორჩილაძე დაიბადა 1966, წელს თბილისში. 1998 წლიდან დღემდე "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ მისი ოცი რომანი და მოთხრობების ორი კრებულია გამოცემული. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია. მისი ნაწარმოებების მიხედვით რამდენიმე ფილმი და სპექტაკლია გადაღებული და დადგმული. რომანი "სანტა ესპერანსა" გამოცემულია გერმანულ ენაზე პრესტიჟული გერმანული გამომცემლობის მიერ. ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ლონდონში.

Born in 1966 in Tbilisi, is arguably the most outstanding, recognized and talented contemporary Georgian author of literary fiction. He studied and later taught Georgian History at Tbilisi State University; worked as a sports journalist in a sports daily newspaper and participated in Literature Express within Europe in 2000. Aka Morchiladze’s twenty novels and three books of short stories have been published by Sulakauri publishing since 1998. In 2005-2006 he was an author and presenter of one of the most interesting TV programs to date concerning literature. Several films and plays have been based on his works. Like Milorad Pavic, his favourite author, Morchiladze believes that a novel does not necessarily need to start at the beginning and proceed in a straight line to the end; instead, he takes Umberto Eco’s theory of the emancipated reader seriously. Currently, he lives and works in London, UK.

LITERARY PRIZES AND AWARDS

Literary award SABA 2012 in category the best novel for Obolé
IliaUni literary prize 2010 for the best novel of the year for Mameluk
Literary award SABA 2008 in category the best novel for Maid in Tiflis
Literary award SABA 2006 in category the best novel for Venera’s Dream
Literary award SABA 2005 in category the best novel for Santa Esperanza
Literary award SABA 2003 in category the best novel for Your Adventure

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
38 (42%)
4 stars
32 (35%)
3 stars
17 (18%)
2 stars
3 (3%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 15 of 15 reviews
Profile Image for Misoust.
96 reviews
January 10, 2020
აკა რომ ამბობს, დიკენსის წიგნებში რაღაცნაირი სითბო იგრძნობაო, სანთლის შუქზე, ზამთარში მაგის კითხვა რომ კარგიაო, თვითონ ამ წიგნიდან, აკასგან იმდენი სითბო ვიგრძენი, მთელი ცხოვრება რო მემახსოვრება მისი ფავ წიგნი “ჯორჯიელი ბიჭი” რომ არი და ისეთი კითხვები რო აწუხებს, მაგალითად, ედგარ პოსთან ჯინს თუ დალევდა ვინმე.

ისე კი, ჩემთვის პირადად, შემეცნებითი წიგნი კი გამოვიდა, იმდენი რამ არ ვიცოდი, რაზეც აკა საუბრობდა. ❤️❤️❤️❤️
Profile Image for Nika Japaridze.
4 reviews9 followers
November 17, 2021
აკა მორჩილაძე, აკა მორჩილაძეა. ამ
კაცს ჩემი ქება და დიდება არ ჭირდება, ისედაც დიდებულია. თანამედროვე ქართული ლიტერატურის უმთავრესი თუ არა, ერთ-ერთი მთავრი გიგანტი და წარმომადგენელი. ამ წიგნმა რაღაცნაირად ბავშვობაში გადამისროლა. ყველაზე მეტად მომეწონა დიკენსსა და პოზე. დიკენსი ადრე წავიკითხე, დიდი ხნის წინ, რათქმაუნდა დევიდ კოპერფილდი, ხოდა იმ წიგნმა ისეთი სითბოთი ამავსო,ისეთი გრძნობები მომანიჭა, მას მერე ბევრ წიგნს რომ არ გაუკეთებია.აკაც ხომ ამას ამბობს, დიკენსი გათბობსო. ათბობს და თან მერე როგორ, მთელი ცხოვრება გაგყვება ეს სითბო ადამიანს.მეც გამომყვა, მახსოვს ზამთარში წავიკითხე და გამათბო, მართლა გამათბო. ხელები გაყინული მქონდა მაგრამ გული ხო გათბა, ესაა მთავარი, თბილი გულები გვქონდეს, თორე ხელს კი გაითბობ ადამიანი. გულის გათბობა კი არაა მარტივი. ახლაც რომ წავიკითხე აკას ნაწერი დიკენსზე და გამახსენდა მაშინ რაც ვიგრძენი, ისევ გავთბი. თან მართლა მციოდა, გარეთ ვკითხულობდი, ხელები და ცხვირი გაყინული მქონდა მარა, გული ხო გამითბო და გამიცხელა კიდევაც.დიკენსი მართლა სითბოს ასხივებს, წარმოუდგენელ სითბოს. პოს რაც შეეხება, ეს მართლაც მუსიკაა ,სადღაც ბახსა და ბლექ საბათს შორის. მეტალის სამყაროში ბლექ საბათით და ლედ ზეპელინით შევაბიჯე. უფრო ოზი ოსორნის სიგიჟით და ტონი აიომის რიფებით, ხოდა ახლა რო ვუსმენ სულ პო ამომიტივდივდება ხოლმე თავში. ალბათ ასე იქნება სულ, ყოველ მოსმენაზე ის დაგეროტიპი ამომიტოვდივდება, პოს სამი არსებული გამოსახულებიდან ერთ-ერთი როა. ბახზე კი რა მოგახსენოთ, ის შტრაუსი მირჩევნია სტენლი კუბრიკმა რო გამოიყენა კოსმოსურ ოდისეაში. პოზე რაც თქვა, ყველაფერი ვიგრძენი როდესაც თვითონ პო ეავიკითხე. საშინელი და შავი რომანტიზმი, რო აგიბობოქრებს სულს და აგწეწავს, მეორედ რო ვეღარ დაუბრუნდები. მართლა ეგეთი შეგრძნება მქონდა და ახლც მაქ, ვეღარ მივუბრუნდები ალბათ ვერასოდეს. მაგრამ თავის საქმე ხო გააკეთა არა? ესაა მთავარი მე თუ მკითხავთ. რომანტიკოსები ხო ყოველთვის იბრძვიან, სულ რაღაცას ან ვიღაცას ებრძვიან. ხან საკუთარ თავსაც. პოც ხო იბრძოდა. ეს მონაკვეთი, რომ წავიკითხე მეც ბრძოლა მომანდომა. გალა და პო იბრძოდნენ და მე სრულიად არარაობა ვარ მათთან შედარებით რო არ ვიბრძოლო. ხოდა მეც ვიბრძოლებ, რაგინდ რთულიც არუნდა იყოს, და თუ გინდა გალასა ან პოსავით დავმარცხდე. მგონი მეც რომანტიკოსი ვარ... . გალას კავშირი გასაგებია. მაგრამ მე ყოველთვის ვხედავდი რაღაც უხილავს და ამავდროულად ხილულს, ხელშეუხებელსა და ხელშესახებს ჩვენს ტატოსთან. არვიცი შეიძლება ვცდები და ალბათ ასეცაა, მაგრამ მე
ვხედავ და რავქნა. ხოდა მგონი უკვე მართლა ბევრს ვწერ და ვწელავ, ხოდა იმას ვიტყვი ერთს რო პოსთან ნამდვილად არ დავლევდი. ორი, ცუდი სიმთვრალის მქონე რომანტიკოსი ერთად... ეუუჰჰ!... მაგრამ რატომაც არა, ჰა!
February 9, 2022
ზოგადად, ჩემი დაკვირვებით, აკა მორჩილაძე უბრალო ამბებს წერს, მაგრამ როგორც რომ წერს, არაა გამოსატოვებელი, სწავლაც ბევრისა შეიძლება და ქართული ენისა და მეტყველების მუღამით ხომ ყდიდან-ყდამდე გაუმაძღრობის ცოდვასაც შეგამთხვევს. აქ, ამ წიგნში, უმეტესად ანგლოსაქსებზე წერს. ეგენი ჰყვარებია და, როგორც ჩანს, დღემდე გვარიანადაც ყოფილა გატაცებული. მანდ ვეფხისტყაოსანიცაა და კარგადაც არის, მაგრამ უფრო ძლიერად სხვებია, ჩემი აზრით: პო, ბრონტეები, დიკენსი, ბარტონი და ა.შ. მოკლედ, თუ ვინმეს სამკითხველო ბიოგრაფია აქვს უკვე, გასართობსა და საძრომიალოს ბევრსა ნახავს. ჰოდა, ეს კაია.
Profile Image for Gia Jgarkava.
448 reviews50 followers
January 9, 2015
უცნაურია, მაგრამ ზუსტად ამ პუბლიცისტიკამ (თუ შეიძლება ამ წიგნს ასე ეწოდოს) საბოლოოდ დამარწმუნა იმაში, რომ მორჩილაძე ერთადერთი თუ არა, ნამდვილად საუკეთესო ქართველი თანამედროვე მწერალია. არ ვამბობ, რომ სხვა მწერლებს არა აქვთ საინტერესო იდეები, სიუჟეტები, თავისებური ენა, ახალი მიგნებები... მაგრამ აი რასაც ქვია მწერალი, ნამდვილი, თან ცოტა პოეტიც, აი მართლა კალმის პროფესიონალი - ასეთად მხოლოდ მორჩილაძე მეჩვენება.

მარა მგონი ცოტა ზარმაცია :)) მეტიც შეიძლება
Profile Image for Megi.
227 reviews1 follower
September 25, 2019
ამ წიგნის წაკითხვა ბიბლუსში რომ ვმუშაობდი, იმ დროიდან მინდოდა. ვიდექი მაშინ ხშირად და ვათვალიერებდი, უბრალოდ ვათვალიერებდი და არ ვკითხულობდი. ახლა წავიკითხე და ოდნავადაც არ გაუცრუებია იმედი, მერე რა, რომ რაღაცებში არ ვეთანხმები.

ჰოდა რისი თქმა მინდოდა - რა მიყვარს მეგობრებო და აკას ჩანაწერების კითხვა შემოდგომისას.

აქვე, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ დიდებული ყდის დიზაინი აქვს, ყოველი შეხედვისას უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა.

<3
Profile Image for Tanano Gurgenidze.
40 reviews10 followers
July 13, 2020
ვიჭორავეთ მწერლებსა და წიგნებზე
Profile Image for Ananou.
78 reviews6 followers
August 19, 2021
ნუ, აკაა რაა <3
December 16, 2021
პირველი ნახევარი ბევრად უფრო საინტერესოდ და მიმზიდველად მომეჩვენა ვიდრე მეორე. ზოგადად, ძალიან არ მიყვარს წიგნი რომ კარგად იწყება, დაგაინტერესებს, გაფიქრებინებს კიდევ წავიკითხავ, ეს რა კარგად და თავისებურად ორიგინალურად უწერიაო და დაახლოებით შუა ნაწილს რომ გასცდები ისე გბეზრდება, რომ ერთი სული გაქვს როდის დაამთავრებ.
არვიცი, შეიძლება ხასიათზე აღარ ვიყავი მერე? იმედია.
ცუდი არ არის, პირველ ნახევარს ალბათ კიდევ გადავიკითხავ რაღაც პერიოდი��� მერე.
May 2, 2021
ისეთია რა,როგორც აკას სჩვევია... 😊ბევრი მწერალი,მათი ცხოვრება,ფიქრები,განცდები,ემოციები..თითქოს წიგნთან,პერსონაჟთან და მწერალთან გაცხოვრებს,მოგანდომებს და შეგაყვარებს წიგნს ან მწერალს,სხვანაირად დაგანახებს უკვე წაკითხულს,თითქოს ჩვეულებრივად,მაგრამ არაჩვეულებრივად :)
Profile Image for Giorgi Javakhishvili.
23 reviews12 followers
September 21, 2021
"მე კიდევ, იცით, რა მაქვს? სიმინდის ტაროსგან გამოჩორკნილი ნამდვილი სამხრეთული ჩიბუხი. ზუსტად ისეთი, ტომი, ჰაკი და ჯო ჰარპერი რომ აბოლებდნენ კუნძულზე"
Profile Image for Oto Bakradze.
662 reviews42 followers
December 27, 2017
საკმაოდ საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი საგაზეთო პუბლიკაციებია წიგნად შეკრული. განსაკუთრებით “ჰამლეტი” მომეწონა.
Profile Image for Tatia Kobidze.
95 reviews3 followers
May 31, 2023
გადასარევი თავშესაქცევია ❤️ კარგად დაწერილი პატარ-პატარა რეცენზიები-შთაბეჭდილებებია სხვადასხვა წიგნებსა და ავტორებზე.
Displaying 1 - 15 of 15 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.