What do you think?

უკრაინული დღეები 2
„ბექა ქურხული პარადოქსებით სავსე ადამიანია. ერთი მხრივ ისე, როგორც მის დედას, შესანიშნავ ქართველ მწერალ ლეილა ბეროშვილს უნდოდა, „რაფინირებული ინტელიგენტი“ და განსწავლული ინტელექტუალია, მეორე მხრივ ქართველი მთიელი, ფეთქებადი წარმართი, შარი და ბუნტისთავი. მას განსაცდელის და ხიფათის დროს ირონიული ღიმილი დასთამაშებს სახეზე (მინახავს) და ქუჩაზე გადასვლისას პანიკას ძლივს იკავებს. შეუძლია შეუვალი და მკაცრი იყოს (ესეც მინახავს) და ხანში შესულ ქალს, რომელიც ქუჩაში ვიოლინოზე დაკვრით შოულობს სარჩოს, ყველაფერი მისცეს, რასაც ჯიბეში იპოვის.
ერთი რამ არის უდავო – ბექას მწერლური ნიჭი. ამის დასტურად მრავალ ლიტერატურულ პრემიაზე უფრო მისი მრავალრიცხოვანი და მრავალენოვანი მკითხველის სიყვარული მოწმობს.
და კიდევ ერთი – ბექა ქურხული შეიძლება ცდებოდეს, მაგრამ შეუძლებელია ტყუოდეს.
სულ ეს იყო. დანარჩენს წიგნში წაიკითხავთ“, – გიორგი (გოგა) ჭყონია

336 pages, Paperback
Published January 1, 2024
About the author
Beka Kurkhuli
12 books4 followersდაიბადა 1974 წელს. 1991 წელს დაამთავრა თბილისის I ექსპერიმენტული სკოლა. 1991-1996 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, დრამის ხელოვნების ფაკულტეტზე (თამაზ ჭილაძის სახელოსნო).
პირველი ნოველები დაბეჭდა 1991 წელს. ამის შემდეგ მისი მოთხრობები სისტემატურად იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში.
1999-2004 წლებში იყო გაზეთ დილის გაზეთის რეპორტიორი, საქართველოსა და კავკასიის კონფლიქტურ რეგიონებში. ხშირად იყო მივლინებული სხვადასხვა ცხელ წერტილებში. აკეთებდა რეპორტაჟებს აფხაზეთიდან (გალის რაიონი, კოდორის ხეობა), ცხინვალის რეგიონიდან (ცხინვალი, ნიქოზი, დიდი ლიახვის ხეობა, თამარაშენი), ჩრდილოეთ ოსეთიდან და ინგუშეთიდან (ვლადიკავკაზი, ნაზრანი, მაგასი), აზერბაიჯანიდან (ბაქო), პანკისის ხეობიდან.
გამოცემული აქვს წიგნები: წერტილი... დაკარგული ტერიტორიის დაკარგული ადამიანები (2004 წ.), სახლი სხვაგან (2005 წ.), შეხვედრა მას შემდეგ (2010), ორი მთვარის ამბავი (2011), ზაფხულის მოკლე ღამე (2012), ქალაქი თოვლში (2013), ჩანაწერები 1993-2011 (2013), ღია კარის ქვეყანა (2014), სამოთხიდან გაქცეულები (2015).
ბექა ქურხულის სამოთხიდან გაქცეულები ლიტერატურული პრემია საბას 2016 წლის გამარჯვებულია „წლის საუკეთესო რომანის“ ნომინაციაში.

Ratings & Reviews
Friends & Following
Create a free account to discover what your friends think of this book!
Community Reviews
Displaying 1 - 1 of 1 review
February 14, 2025
იმედია, ეს ამ წიგნის ბოლო ნაწილია. იმიტომ არა, რომ უინტერესოა (პირიქით). სულ მალე სამი წელი გავა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ღიად გამოუცხადა ომი ცივილიზებულ სამყაროს და დროა, რომ სისხლითა და ცრემლებით სავსე უკრაინული დღეები დასრულდეს. ბექა ქურხული და მისი მკითხველები კი გაერთიანებულ უკრაინაში კიდურებდაკარგული, კანტუზიანი, ფსიქოლოგიურად განადგურებული ადამიანების კი არა, გათავისუფლებული ტერიტორიების აღმშენებლობის სანახავად ჩავალთ.
Displaying 1 - 1 of 1 review