Jump to ratings and reviews
Rate this book

ჭირის მეგობარი

Rate this book
„ჭირის მეგობარი“ ლუკა ხატიაშვილის სადებიუტო წიგნია. მასში თავმოყრილი მოთხრობების მთავარი გმირები ავად გვიყვებიან საკუთარ თავზე – ლაღად, მარტივად, გულწრფელად და იუმორით. ისინი ერთმანეთს განსაკუთრებული თვითირონიით ჰგვანან. შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი ურთიერთობებზეა, იმაზე, თუ როგორ გვჭირდება გვერდით ჩვენი ლხინისა და ჭირის გამზიარებელი ადამიანები. პერსონაჟები გვიყვებიან თავიანთ, თითქოს, არაფრით გამორჩეულ ცხოვრებაზე, წარუმატებლობებზე, ოცნებებზე, მარტოობაზე...

ერთ-ერთი მოთხრობა „ეძღვნება შრედინგერს, უფრო სწორად, მის კატას“. გამომძიებელი გიგო არსენიშვილი ოცდაოთხი წლის ფიზიკოსის, ტელემაქეს, გაუჩინარების საქმეს იძიებს. ამ საქმის მსგავსად, კრებულში მოთხრობილი თითოეული ამბავი დეტექტივივითაა და ზუსტად არ იცი, რა დაგხვდება ბოლოს.

168 pages, Paperback

Published January 1, 2024

1 person is currently reading
35 people want to read

About the author

luka khatiashvili

2 books2 followers

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
26 (53%)
4 stars
13 (26%)
3 stars
7 (14%)
2 stars
2 (4%)
1 star
1 (2%)
Displaying 1 - 18 of 18 reviews
Profile Image for ლუკა ჭყოიძე.
119 reviews7 followers
May 17, 2024
პირველი ვარ, ვინც გუდრიდსზე ეს წიგნი მონიშნა და დიახ, საამაყოდ მაქვს საქმე. ავტორმა კი, თავის მხრივ, იმით უნდა იამაყოს, ასეთი მრავალფეროვანი, გემრიელი, ლაღი, გულწრფელი და ხარისხიანი ტექსტები რომ გამოაცხო.

პ.ს. თუ დააპირებთ, რომ შთაბეჭდილების გასაზიარებლად მისწეროთ, ბეკეტი, ეტვუდი ან ბერნჰარდი დაუძახეთ, გაუხარდება ეს "თიკუნი".
Profile Image for Gode.
139 reviews34 followers
August 20, 2024
“რაც გამომძიებლად დავინიშნე, ვოცნებობ, მკვლელობა მოხდეს” ასე იწყება ერთ-ერთი მოთხრობა და ვფიქრობ მთელ კრებულს გასდევს მსგავსი ვაიბი: უცნაურ მთხრობელთა წყება, რომლებიც იზიდავენ, ისრუტავენ ან იგონებენ კიდეც უცნაურ, ტრაგიკულ, აღმაფრთოვანებელ და კარგა გვარიანად შემაზანზარებელ ამბებსა და პერსონაჟებს.

სიგიჟის, ირეალურობის განცდის, შიშების, მათ შორის მისტიკური საბურველის ქვეშ მყოფი მარტოსული, რაღაცნაირად ცხოვრებისგან დაჩრდილული პერსონაჟების შექმნა ერთია და მეორეა, ამ პერსონაჟების ამბებში იპოვო გემოვნებიანი, დახვეწილი და მოზომილი იუმორი, რის გამოც კიდევ უფრო მეტად ვაფასებ ავტორს.

ჩემო, ჭირის მეგობარო, დებიუტიცაა და დებიუტიც ❤️ !
Profile Image for Mariam Kapanadze.
1 review1 follower
September 21, 2024
იმდენად გულწრფელია ყველა ტექსტი, რომ კითხვის დეოს გრძნობ როგორ უყვარს ავტორს წერა და ეს მერე თავისთავად უფრო გაყვარებს კითხვის პროცესს და წიგნს. ყველა მოთხრობა თავიდან წაკითხვისას კალეიდოსკოპურად გადატრიალდდბა ხოლმე, მაგრამ სტაბილურად ფერადი რჩება✨ ჩაიხედავ და გარშემო ყველაფერი ნაცრისფერი ქრება
August 2, 2024
პირველი რაც შემიძლია ვთქვა არის ის რომ ეს წიგნი ნამდვილად ჭირის მეგობარია.

შედგება ხუთი ერთმანეთისგან განსხვავებული მოთხრობისგან და მგონია, რომ ყველანაირი ისტორიის მოსასმენად მოსულ მკითხველს გაიტაცებს რამდენიმე საათით.

მე პირადად მოგზაურობისას თან წავიღე ეს წიგნი და ფრენისა თუ მატარებელში მგზავრობის რამდენიმე დამღლელი საათი სულ მთლად დამავიწყა.

ზუსტად ამას ამბობენ, რომ მწერალი ისეთი უნდა იყოს მასთან მეგობრობა მოგინდესო, ხოდა მეც ამ კრებულში მოცემული ყველა მოთხრობის შემდეგ მის ავტორთან მეგობრობის სურვილი მიმძაფრთებოდა. ჩემი ფავორიტი კი ნამდვილად არის მეოთხე მოთხრობა.
Profile Image for Loreley.
433 reviews99 followers
December 8, 2025
საშუალო შეფასება 3.5 გამოვიდა
ყველაზე მეტად ბოლო ორი მოთხრობა მომეწონა.
მთლიანობაში მოკლედ: დადებითი - ქრიფინეს ფაქტორი კარგად აქვს, უარყოფითი - ყველა მოთხრობა პირველ პირში რომაა დაწერილი ნერვებს მიშლის, but that's my thing :D
Profile Image for Mickey.
40 reviews4 followers
April 12, 2025
დოჩანაშვილმა მათემატიკაში, ლუკამ კიდე ფიზიკაში შემატანინა ეჭვები<3 მე და ლარო besties ვიქნებოდით, დარწმუნებული ვარ
Profile Image for Tornike Makharadze.
8 reviews
August 27, 2025
„ჭირის მეგობარი“ – ლუკა ხატიაშვილი

ლუკა ხატიაშვილი იმ იშვიათ ავტორებშია, ვინც სიტყვებით ადამიანურ განცდებს ისე ხატავს, თითქოს ფუნჯი ეჭიროს ხელში და ტილოზე უშუალოდ ჩვენს სულს ხატავდეს. „ჭირის მეგობარი“ არ არის ერთი კონკრეტული ამბავი – ეს არის ადამიანების ურთიერთობების ქსელი, სადაც სიყვარულს, ტკივილს, დანაკარგს და სიჩუმეს თანაბარი ადგილი აქვს.

წიგნში თითოეული პერსონაჟი თითქოს ჩვენს მეზობლად ცხოვრობს – ჩვენ ვიცით მათი ჩუმი ტკივილი, ვგრძნობთ იმ დამალულ ემოციებს, რომლებსაც სხვებისგან მალავენ, მაგრამ ჩვენგან ვერაფერს მალავენ. ხატიაშვილის ენა არის ძალიან ემოციური, მაგრამ ამავე დროს მარტივად გასაგები – არ დაგღლის ზედმეტი რთული ტერმინებით, მაგრამ გიტოვებს იმ ფიქრებს , რასაც მარტივად ვერ მოიშორებ.

„ჭირის მეგობარი“ გვაჩვენებს, რომ ჭირი – ტკივილი, ტრაგედია – შეიძლება არ იყოს მხოლოდ მტერი. ზოგჯერ ის გვასწავლის მოთმინებას, გვაჩვენებს, ვინ გვიყვარს ნამდვილად, და გვაიძულებს მივხედოთ საკუთარ თავს. აქ მეგობრობა და სიყვარული არ არის იდეალიზებული – ის ისეთი მკაცრია, როგორიც რეალურ ცხოვრებაშია, მაგრამ მაინც ტოვებს სითბოს.

ეს არის წიგნი, რომელიც კითხვის დასრულების შემდეგაც დაგრჩება გულში, თითქოს პერსონაჟები ისევ იქ არიან, შენთან. და როცა ბოლო ფურცელს დახურავ, მიხვდები, რომ ჭირიც კი შეიძლება გახდეს შენი ყველაზე მნიშვნელოვანი მასწავლებელი.
❤️📚
Profile Image for Artemis.
5 reviews2 followers
October 15, 2024
4.5

ან ავტორს აქვს პიროვნების აშლილობა ან მე. there is no in between!

ას ოთხმოცი მარგალიტი - საყვარელი მოთხრობაა.

ნოვოსელია - მტკივნეული.

სად ხარ რინა? - ისევ საყვარელი

ტელემაქე მოკვდა - აღმაფრთოვანებელი

ჭირის მეგობარი - დამანგრეველი.

ბევრი ემოცია განვიცადე. ეს კარგია, მაგრამ თან დამღლელი.

რეალურად ხუთ ვარკსვლავსაც დავუწერდი ამ კრებულს. ნაშრომია ეტყობა, მაგრამ 0.5 იყოს დაკლებული პაკოს სიკვდილისთვის.

ეჰ, პაკოს ვისურვებდი მართლა ჩემს მეგობრად.


This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Dati.
52 reviews91 followers
November 17, 2024
რომ დავრენქოთ მოთხრობები:

1. ტელემაქე მოკვდა
2. სად ხარ, რინა?
3. “ნოვოსელია”
4. ას ოთხმოცი მარგალიტი
5. ჭირის მეგობარი

არადა თავიდან ისე წავიდა, ყოველი მოკდევნო მოთხრობა ერთმანეთზე მეტად მომწონდა. ბოლოც თავიდან სულ სხვანაირი წარმოვიდგინე, მაგრამ ცოტა გამიცრუა იმედები. ( მაგიტო ვაკლებ 1 ვარსკვლავს ). სხვა მხრივ თხრობის ტაქტიკა, პერსონაჟების კომპლექსურობაც და ფლოთიც ხუთივე მოთხრობაში, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ერთი იდეა აერთიანებთ, ყველა თავისებურად ძალიან ინდივიდუალურია.
Profile Image for Nikoloz Tsiskarishvili.
Author 3 books9 followers
May 20, 2024
აუცილებლად წაიკითხეთ ეს კრებული, განსაკუთრებით, თუ მისტიკური ან დეტექტიური ჟანრი გიზიდავთ. მოთხრობები ერთმანეთთან კავშირში არ არის, მაგრამ ერთ მთლიანობას ქმნის, სტრუქტურულად თითქოს ერთ ხაზს იმეორებს. პირადად ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო "ტელემაქე მოკვდა". აქ კარგი დეტექტივის ყველა ნიშანს იპოვით: გამომძიებელს, რომელიც რაღაცნაირად თვითონვე ხდება "დანაშაულის" მონაწილე, საინტერესო მოწმეებს, რომლებიც თითქოს რაღაცას მალავენ, ამოუცნობ მოტივს, უცნაურ ოჯახს და ა.შ. მოთხრობები ემოციურად მძიმეა, ამბები - სასტიკი და სისხლიანი, მოტივები - გაუგებარი და დაფარული.
Profile Image for Mariam.
3 reviews21 followers
May 17, 2024
"ჭერი ინგრევა - მზე ამოვიდა - ვარსკვლავი ფეთქავს ცის კამარაზე - ფეთქავს - იღვრება - ოქროსფერ წვიმად - სინათლე მწველი - ავხორცი - წმინდა - ჰორიზონტს იქით - მეძახი დედა - ბოლო სიტყვები - ამაღამ ნუ წახვალ - აღარ დაგხვდები.
ხმაური მარწევს.
კვამლი ვარდება.
შალის პლედივით.
სიბნელე - ფარდა."

მეტი რაღა ვთქვა? 🤍
Profile Image for სანდრო გოცირიძე.
24 reviews2 followers
May 1, 2025
ᲠᲐ ᲙᲐᲠᲒᲘᲐ ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲓᲠᲝᲕᲔ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚ ᲛᲬᲔᲠᲚᲔᲑᲡ ᲬᲔᲠᲐ ᲠᲝᲛ ᲨᲔᲣᲫᲚᲘᲐᲗ!

ᲝᲗᲮᲘ ᲞᲐᲢᲐᲠᲐ ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐᲐ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲘᲛᲓᲔᲜᲐᲓ ᲡᲐᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲝ, ᲠᲝᲛ ᲕᲔᲠ ᲛᲝᲬᲧᲓᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲗᲐᲜ ᲫᲐᲚᲘᲐᲜ ᲙᲐᲠᲒᲘ, ᲐᲥᲢᲣᲐᲚᲣᲠᲘ ᲗᲔᲛᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲔᲑᲘᲐ ᲒᲐᲓᲛᲝᲪᲔᲛᲣᲚᲘ ᲧᲕᲔᲚᲐᲨᲘ.

ᲕᲤᲘᲥᲠᲝᲑ, ᲒᲐᲜᲡᲐᲙᲣᲗᲠᲔᲑᲘᲗ ᲛᲘᲚᲔᲜᲘᲐᲚᲔᲑᲛᲐ ᲓᲐ ᲯᲔᲜᲖᲘᲛ ᲣᲜᲓᲐ ᲬᲐᲘᲙᲘᲗᲮᲝᲡ, ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠ ᲗᲐᲕᲡᲐᲪ ᲑᲔᲕᲠ ᲛᲝᲛᲔᲜᲢᲨᲘ ᲓᲐᲘᲜᲐᲮᲐᲕ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘ.
Profile Image for მწვანე კოღო.
143 reviews11 followers
June 2, 2025
კიდევ ერთხელ დავარღვიე საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა, რომ მოთხრობების კრებულს აღარ წავიკითხავდი.

ავტორი თითქოს რაღაც ამბავს ებღაუჭება, თითქოს იჭერს კიდეც, მაგრამ ბოლოს მაინც უსხლტება.

აქვე, პერსონაჟების ფასადურობამ გამაჭაღარავა, ყველა რომ სხვადასხვა გაცვეთილ პატერნს მიჰყვება და თან ყველა მაინც ერთმანეთს ჰგავს.

ცოტა უფრო მეტს ველოდი, მოთხრობების კრებულის კვალობაზეც კი.
Profile Image for Sharle.
28 reviews4 followers
September 22, 2024
წაკითჰვას არ ვნანობ, რადგან ერთი საათი ბევრად უფრო უაზროდაც ბევრჯერ დამიკარგავს )) ტელემაქეს ცოტა არაუშავდა, დანარჩენ ამბებში სად იყო ავტორი, რას აკეთებდა და რის დაწერას ცდილობდა, ვერაფერი გავიგე. ეჭვი მაქვს არც ავტორმა იცის რა დაწერა ან რისი დაწერა უნდოდა. დებიუტისთვისაც ფრიად სუსტია <3
Profile Image for Ana Dvali.
60 reviews7 followers
August 22, 2024
სწრაფად და სახალისოდ იკითხება, პირველი 4 მოთხრობა (ჩემთვის) საინტერესო იყო, თუმცა ბოლო დიდად არა. მომეწონა ენამოსწრებული პერსონაჟები თავისებური იუმორით. წარმატებები ავტორს
Profile Image for Haruka.
13 reviews4 followers
September 22, 2024
კითხვა რომ დავამთავრე, ბევრი ვიფიქრე პერსონაჟების ბედ-იღბალზე. მიხარია და მადლობა საბას ჟიურის, რომ ფინალში გადაიყვანა ეს წიგნი და აღმომაჩენინა.
Profile Image for Howl.
5 reviews4 followers
June 16, 2025
არ გვქონია ურიგო მოთხრობების კრებულები.
Displaying 1 - 18 of 18 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.