წიგნში ასახულია საბჭოთა საქართველოს ისტორია მეორე მსოფლიო ომიდან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. საარქივო წყაროებზე დაყრდნობით, აღწერილია ამ პერიოდის საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენები (საქართველოს ისტორიის პირველი სახელმძღვანელოს დაწერის პროცესი, გასახლებები, 1956 წლის მარტი და 1978 წლის აპრილი). ამასთან ერთად, წიგნს შემოაქვს „ტიტულირებული ერის“ ცნება და გვიჩვენებს, თუ რა გავლენა მოახდინა გვიანი საბჭოთა კავშირის ნაციონალურმა და დემოგრაფიულმა პოლიტიკამ ქართველი და აფხაზი ხალხის თვითიდენტიფიკაცია
ჩემი ახალი გატაცებაა საბჭოთა ისტორიის კვლევა, ჰოდა, ეს წიგნიც კიდევ ერთი დიდებული რესურსი აღმოჩნდა იმ ეპოქის კრიტიკული ანალიზისთვის, რომლის კვლევაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მითუმეტეს ახლა - ქართველი ერის კოლექტიური იდენტობა მტკიცედ ებმის იმ ისტორიულსა და კულტურულ ქვეტექსტს, რომელსაც საბჭოთა კავშირი წარმართავდა და კარნახობდა, შესაბამისად, საფუძვლების გარეშე შეუძლებელია ერის თანამედროვე იერსახის ობიექტური, მეცნიერული აღქმა მაქსიმალურად ეფექტურად.
ერთადერთი, რაც საბჭოთა კავშირს არ უჭირდა, იყო კინო. ბოდიში, თანამედროვე ქართული კინო ძალიან დასახვეწია და მე, განსაცდელის ჟამს, ისევ იმ ეპოქის ინდუსტრიას ვუბრუნდები. ალბათ იმიტომ, რომ ამჟამინდელი ხელოვნება მასების მოგებაზე ორიენტირებული ხდება, და მაშინ, იმ დროს, მთავარი გულწრფელი ექსპრესია იყო და არა - სარგებელი :)
This book shines an interesting light on the case of the Georgian Soviet Socialist Republic (GSSR) and its experiences as a beneficiary and victim of Soviet nationbuilding processes. Its unique relationship to Stalin, Beria, and other patronage networks throughout the Soviet era; its variable minority/entitled nation status; and its unique traits as an SSR make it an interesting case study for both the typical and mold-breaking aspects of Georgia's Soviet existence.
The chapters have a great breadth of focus, which involve interesting and diverse case studies to illustrate Soviet Georgianness. From urban development to deportation, the chapters hinge on interesting anchors to tell a whole story. I appreciated the range of topics presented throughout as it gave great flavor to its survey of Georgian Soviet history. Much of this work is absent in Western English-language literature, making it an all the more interesting book and case study!
საინტერესო ანალიზია პოსტ-სტალინური ეპოქის საქართველოს შესახებ 1956 და 1978 წლების მოვლენების გავლით, თუმცა არის ასპექტები, რომელთა წარმოჩენაც უკეთ შეიძლებოდა. მაგალითად, უფრო მკაფიოდ იმის დაფიქსირება, თუ რას ნიშნავდა რეალურად საქართველოს "პრივილეგირებულ" პოზიციაში ყოფნა და რა შედეგი მოიტანა დღევანდელი საქართველოსთვის როგორც ავტონომიურ რეგიონებში ნელი მოქმედების ნაღმების ჩადებამ, ისე ქართველების ყოფის "ეთნოგრაფიულ სანახაობად" ქცევამ.
როგორც იქნა, ვიღაცამ მოიცალა და სტალინსა და საბჭოთა კავშირზე დაწერა ნაშრომი, რომლის კვლევის მთავარი საგანი არა იმპერიის ცენტრი, არამედ მისი პერიფერიაა. საკმაოდ ღრმად და საინტერესოდაა მიმოხილული საბჭოთა საქართველოში მომხდარი თითქმის ყველა საკვანძო და გარდამტეხი მოვლენა, ასევე სტალინის კულტის შექმნის პროცესი და მისი გავლენა ქართულ ნაციონალიზზე(ეროვნულ თვითგამორკვევაზე).
დიდი მადლობა გამომცემლობა ზიარი პრესს ერთმანეთზე უფრო ძვირფასი წიგნების გამოცემისთვის.
Archival work done by Claire Kaiser is truly fascinating, bringing out often ignored/forgotten stories. She challenges existing narratives and views events in a different perspective. Definitely most fascinating work done on politics of Georgian SSR