What do you think?


სარდაფის ცოლები
„თქვენ წინაშეა პოეტი, რომელსაც წყალი ახრჩობს და ცეცხლი ვერ წვავს. ლექსებს, რომლებიც მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნის და უკვე შეგიძლიათ, წიგნის სახით გულის ჯიბით ატაროთ, მინდა ვუსურვო სიხარული იმდენად, რამდენადაც თვითონ სჯერა მისი არსებობის“, – ნინი ელიაშვილი.
96 pages, Paperback
First published January 1, 2022
Ratings & Reviews
Friends & Following
Create a free account to discover what your friends think of this book!
Community Reviews
Displaying 1 - 1 of 1 review
June 2, 2024
არ ვიცი, წინასიტყვაობის ავტორი დავით ჩიხლაძე რას გულისხმობს იმაში, რომ "ანა ჯავახიშვილის ლექსების კრებული "სარდაფის ცოლები" ერთგვარი სავიზიტო ბარათის გრძნობას გვიტოვებს, სადაც მთავარი სათქმელი შემდგომ, მომდევნო საჟურნალო პუბლიკაციებისა თუ ახალი წიგნების გამოცემისას უნდა გვითხრას." შესაძლოა, ამ ციტატაში ბატონი ჩიხლაძე გულისხმობდა იმას, რომ ანას ბრწყინვალე ნიჭისგან სიხარულით უნდა ველოდოთ მეტ პუბილიკაციას, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე მკაფიოდ არ იკითხება და ქალის პოეზიის კაცური მზერით წაკითხვის მძაფრ ელფერს ტოვებს. ჩემი (არა)მოკრძალებული აზრით, ანა ჯავახიშვილი მთავარ სათქმელსაც ბრწყინვალედ გადმოსცემს პოეზიითაც და ამ კრებულშიც. შესაძლოა, კაცი მკითხველისთვის რჩება საკითხები გაუგებარი. ქალი მკითხველისთვის კი კითხვის ნიშნის მიღმა მცირე მონაკვეთი თუ დარჩება, ყოველ შემთხვევაში, საკუთარი ქალური გამოდილებებიდან ინტერპრეტაციას აუცილებლად მოუძებნის თითქმის ყველა სტრიქონს მაინც. ამიტომ და არამხოლოდ ამიტომ, აჯობებს ხოლმე, ქალი მწერლების ნაშრომებს ქალური წაკითხვის შესაძლებლობის მქონე რედაქტორები და რეცენზენტები ჰყავდეთ, მგრძნობელობით ქალური გამოცდილებების, ემოციების, რეფლექსიების და ტკივილის მიმართ.
Displaying 1 - 1 of 1 review


