მაროკოში, ქალაქ ტანჟერის ლეგენდარულ „კაფე ბაბაში“ ერთმანეთს ორი გადამდგარი მუსიკოსი შეხვდება. ერთი ქართველი ტურისტია, მეორე — ამერიკელი ემიგრანტი. მათ შორის გაჩენილი ქიმია შეუმჩნეველი არ რჩება იქვე ჩამომჯდარ უსიყვარულობით გატანჯულ მწერალს, რომელიც თავის სადებიუტო რომანზე მუშაობს. მწერალი გადაწყვეტს მის თვალწინ გაჩენილი პერსონაჟები თავისი რომანის მთავარ გმირებად გადააქციოს. სხვათა ცხოვრების მოხელთების და საკუთარ ამბავში გაცოცხლების პარალელურად ის ნაცნობ გამომცემელთან ცდილობს საქმიან დიალოგს. შეძლებს მწერალი ჩაფიქრებული სასიყვარულო ისტორიის დასრულებას?
„ტანჟერული სიზმარი“ საკუთარი ადგილისა და საზრისის მაძიებელ ორ ახალგაზრდაზეა, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აფრიკის ჩრდილოეთს მიაშურებენ და ბედის, შემთხვევითობისა თუ შემოქმედის ნებით, მათი გზები გადაიკვეთება. მათ შორის გაჩენილი გრძნობა აგვისტოს ცხელ დღეებში გადაითარგმნება დაუღალავ სექსში, მუსიკის უწყვეტ მოსმენასა და ერთმანეთთან გულწრფელ და ზოგჯერ სულელურ დიალოგებშიც. მათ ადევნებული მწერალი ცდილობს ამბავი სასიყვარულო ისტორიად აქციოს. თუმცა შეიძლება კი დაერქვას ამ ამბავს სასიყვარულო? ეს თავად მკითხველზეა დამოკიდებული.
უთვალავი ჭიანჭველის საბუდარ ქალაქ ტანჟერს მორიგი მწველი ზაფხული აქვს გადასატანი. უშუქნიშნო ქუჩებში ახმიანებული მანქანების, ტურისტების ფოტოაპარატების, ქუჩის ვენდორების, ფეხბურთელი ბავშვების, მლოცველ მუეძინთა თუ სხვა, მზით გათანგული სხეულების ხმებით ამღვრეული ქალაქი გადასარჩენად იბრძვის. ამ დისონანსში მან სახე არ უნდა დაკარგოს, სწორედ ამიტომაა, რომ ტანჟერი მზის ყოველ სხივს იმ ძალისხმევას ახარჯავს, რომლითაც ხმათა ამ მოზაიკას ერთ, მარადიული ახალგაზრდობის სადიდებელ მელოდიად გარდაქმნის. რამდენი ჭიანჭველა შეძლებს მოისმინოს ეს მელოდია?
მუსიკით, კინოთი, სექსით, სახლის ძიების და ბევრი მზით გაჯერებული წიგნი.
წიგნის გმირები ხშირად სევდიანები და დაბნეულები არიან, თუმცა მათი წარსული თავგადასავლები თუ ამჟამინდელი შეხედულებები იმდენად საინტერესოა, რომ ერთი ამოვუნთქვით იკითხება.
NOTE: დრო გადამეტებით მხოლოდ იმაზე შეიძლება დაგეხარჯოთ, რომ მუსიკიდან თუ კინოდან გამოყენებულ რეფერენებს შორის რომელიმე არ იცოდეთ, დაგაინტერესოთ, დაგუგლოთ და მერე მისი მოსმენა/ყურება დაიწყოთ ))))
ჩემთვის წიგნი იმისი მაგალითია, თუ როგორ უნდა გააცნობიერო რთული, მტკივნეული და ამავდროულად ამაღელვებელი წარსულის გავლენა შენს ახლანდელ ყოფაზე, და გაიზარდო ამგვარი გამოცდილებებით.
აქვე, მადლობა ავტორს შედგენილი ფლეილისტისთვისაც, რომელიც წიგნის წაკითხვამდეც მოვისმინე და რთული იყო იმისი განსაზღვრა თუ როგორ მოხვდნენ ამ სიაში შერი და ბობ დილანი ერთად ))
სახელი სინთია ცოტათი სულ მაღიზიანებდა, ისეც, ეგ პერსონაჟი manic pixie dream girl იყო.
ფლეილისთების წიგნისთვის დართვის ტენდენციას ვერ ვიტან, მითუმეტეს ნიკ ქეივით და იან კურტისით რომ არის სავსე, ისეთი ფლეილისთების, ძალიან არაორიგინალური სთეფ.
საკმაოდ საყვარელი საკითხავია, რაჭის ფილმის ტანჟერული ვერსია, მითუმეტეს ჩემნაირი მკითხველისთვის, რომელსაც normal people love trope-ები ძალიან უყვარს
მეტწილად სასიამოვნო საკითხავია, სევდიანი და ღიმილისმომგვრელი მონაკვეთებით, ტანჟერის გონივრულად ზომიერი წარმოჩენითა და რამდენიმე მთავარი გმირით, ქალაქის ჩათვლით, რომლებიც მუდმივად ბედნიერებისა და უბედურების, ძილისა და ღვიძილის, სიზმრისა და რეალობის, პოვნისა და ძიების გასაყარზე არსებობენ, რაც მკითხველისთვის ასე ახლო და თან ასე შორეული და ასე დამღლელი შეიძლება იყოს. ავტორის მიერ გაწეული შრომა და ნაწარმოების შექმნისთვის გადადგმული სარისკო ნაბიჯები თითქოს ზედაპირზევე ჩანს, რის ავკარგიანობაზეც შეიძლება სხვადასხვა აზრი არსებობდეს, თუმცა ჩემთვის მიმზიდველი ფაქტია, ნდობით განმაწყობს ავტორის მიმართ.
მიუხედავად ამისა, თუ ზოგად ფონს გავცდებით, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ავტორმა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრისა და ოცდამეერთე საუკუნის პირველი ორი ათწლეულის საერთაშორისო და ქართული ლიტერატურის სხვადასხვა რჩეული ნაწარმოებებიდან გარკვეული პრინციპები, სიუჟეტური ხაზები, ლიტერატურული ხერხები და საშუალებები შეკრიბა, პირადი თუ ნასესხები ტკივილები და გამოცდილებები დაუმატა, საკუთარი ხელწერა სულ ბოლო ინგრედიენტად შემოინახა და წიგნად გამოსცა. გმირების გასაჭირისა თუ ბედნიერების, მათი პიროვნებისა თუ სულიერი მდგომარეობის წარმოსაჩენად და მკითხველთან მოსატანად მუსიკოსებისა და მწერლების ზედმეტად დიდი დოზით "ნეიმ-დროფინგი" და მათ შემოქმედებასთან უწყვეტი ალუზიები, მომიტევეთ და, ამ მუდამ ცვალებად და განახლებად დროში, უკვე ცოტა მეძველმოდურა. რაც შეეხება ოთახში მყოფ სპილოს, ფლეილისთის რომანში ინტეგრირების ხერხისთვის "ორიგინალური" ალბათ გასული ათწლეულის პირველ ნახევარში თუ შეიძლებოდა გვეწოდებინა (და მაშინაც თავისუფლად დაესმებოდა ამას კითხვის ნიშანი). სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ორიგინალურობაზე არც თავად ავტორს აქვს პრეტენზია, რაზეც წიგნის პირველივე გვერდებიდან გვაფრთხილებს ჯიმ ჯარმუშის ციტატით (რომელიც თავის მხრივ ჟან-ლუკ გოდარის გამონათქვამს ეფუძნება). და მაშინ რაზე აქვს პრეტენზია?
დიალოგი რომ ზოგადად ლიტერატურული ნაწარმოების ყველაზე საფრთხილო ნაწილია ამ რომანშიც კარგად ჩანს - ზოგჯერ გამოდის სათანადოდ მოფრთხილება, ზოგჯერ ვერ.
პატივისცემით, ივნისის სიცხეში უწყლოდ დარჩენილი მკითხველი, რომლისთვისაც თბილისის ვაჟა-ფშაველას გამზირის ხვატსა და ტანჟერის ლიბერტეს ქუჩის ხვატს შორის არსებითი განსხვავება წაშლილია და არც არის მნიშვნელოვანი.
პირველ რიგში, ვიტყოდი რომ უკეთესი იქნებოდა, ეს წიგნი შვებულებაში, უცხო ქვეყანაში მზეზე წამოგორებულს მეკითხა, ზღვიდან ახალამოსულს რომ მარილის კვალი დამემჩნეოდა და წიგნის საკითხავად მცირე ჩრდილის მოწყობა დამჭირდებოდა - მაგრამ არაუშავს.
მეორე რიგში, ბოლო 20 გვერდის ამოკლებით, ჩემს საყვარელ ქართულ რომკომად შემიძლია დავასახელო.
არ ველოდი რომ ასე მსუბუქად წაიკითხებოდა - რეფერენსები დიდად ვერ დავაფასე, არაა ჩემი სტილი, მაგრამ რეზის მოუხდა.
რამდენადაც მწერლის შემოსვლის სიუჟეტურ ხაზს ვერ ვუგულშემატკივრე (ვერც ვანოს და ვერც მის ცისფერმთება რედაქტორს), ლიზიზე მაინც მედარდება.
God, საიდან დავიწყო. ჩემი ჯორნი ძაანნ მოკლე და თან ძაან გრძელი იყო ამ წიგნთან. რომ დავიწყე რამდენჯერმე დავხურე, it was too real. მეც მქონია ეგეთი დეითი, რაღაცეები აი ლამის ზუსტად მიყვებოდა და ცოტა დავიქრინჯე, რამდენჯერმე დავხურე წიგნი, მეთქი აი რავიიი მინდა ამის წაკითხვა?
მერე ძაან საინტერესო გახდა, ძაან მომეწონა მწერლის პასაჟები, ვიხალისე და წიგნი ბევრად კითხვადი გახადა ჩემთვის და თან ოდნავ გამომარკვია ჩემი 16 წლის თავიდანაც.
ბაი დე ვეი, მე მწერალი ნამდვილი არ მგონია, მგონია რეზი და სინთია იმდენს ეწეოდნენ რომ მოელანდათ. აქ პატარა duh მომენტი მინდა :დ
ხოდა, ძაან საინტერესო იყო, ხანდახან ძაან უაზრო და ძაან პირდაპირი და მომწონდა რომ როცა ძააალიან შაბლონური ხდებოდა ავტორი სინთიას ფიქრებით, ნათქვამით ამართლებდა. იეაჰ, საამთაიმს გინდა სულელი და შაბლონური და raw იყო და არ მოგერიდოს შენი ფიქრების გადმოცემა თუნდაააც ზედმეტად და გადაფასებულად მელანქოლიური იყოს ეს ყველაფერი.
მერე რაღაც მომენტში ვინანე მეთქი აი 18 ლარი ამ წიგნში რამ დამახარჯინათქო.
აუ, კიდევ მქონდა მომენტი რომ მინდოდა გამომეცნო შემდეგს რას მოუსმენდნენ და ვსეირნობდი და ვფიქრობდი მეთქი ეხლააა უეჭველი fleetwood macიც უნდა ჩართონთქო ოღონდ მე silver spring წარმოვიდგინე მაგრამ the chainიც წავა.
და როცა წავიკითხე ფლითვუდ მაკის პასაჟი მივხვდი რომ წიგნმა ძაააან დამღალა მეთქი აი მალე მორჩეს.
მერე ისევ ჩამითრია და ისე ჩამითრია რომ როცა წავიკითხე სინ, ძვირფასო
ტირილი დავიწყე ;დდდ აი ძაალიან ამიჩუყდა გული, ვიცოდი, ვხდებო���ი რომ რეზი ესე უნდა წასულიყო მაგრამ ძაან მეტკინა გული თან new orderის leave me aloneს ვუსმენდი და მეგონა მცირე მელთალბრეიქდაუნი მეწყებოდა:დ მეთქი მორჩა აქ უნდა დავასრულო წიგნითქო, გაგრძელება აღარ მინდოდა მაგრამ სინთიას ფინლინგები მაინტერესებდა წერილზე თან.
მომეწონა წიგნი, იყო მომენტები როცა ვფიქრობდი რომ მძულდა და მინდოდა დასრულებულიყო და თან ამდენიიიი წიგნი, ავტორი, მუსიკა, ლექსი, ფილმი. ქაოსი იყო მარა მომეწონა ბოლოს.
აუ ცალკე მცირე ჯორნი მქონდა სიტყვა ტყნაურთან. თავიდან რომ წავიკითხე იკი მქონდა, მეთქი რა ქრინჯია სიტყვა ტყნაურის წაკითხვათქო მერე ნელ-ნელა შევეჩვიე და ბოლოს მეთქი აი ამაზე რომანტიული სიტყვა არარსებობსთქო.
საბოლოოდ 4 ვარსკვლავი იმიტომ რომ გამაწვალა წიგნმა მომენტებში და თან ვტფ დილანით რომ დასრულდა ძაან მომეშალა ნერვები.
თავს ვეჯაჯგურე და ძლივს დავასრულე :) მაღალი მოლოდინები მქონდა შექმნილი ამ წიგნზე (სამწუხაროდ) და ძალიან დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდა. ავტორი უდავოდ "ნაკითხია" და მუსიკალური გემოვნებაც ბარე ორზე უკეთესი უნდა ჰქონდეს, იმდენ ლეგენდარულ თუ არც ისე ცნობილ არტისტსა და სიმღერას იხსენიებს წიგნში. მაგრამ, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ რომანში თითქოს ასე სხვადასხვა ავტორის/წიგნისა და მუსიკალური ნაწარმოებების უსასრულო კორიანტელში სიუჟეტი ძალიან უღიმღამოდ მიდის, თანაც არაერთი, ჩემი აზრით არასაჭირო, სუფთად ეროტიკული სცენის ფონზე. და მეტიც, მგონია რომ ამ წიგნს სადმე ასაკობრივი ზღვარის მინიშნება უნდა ჰქონდეს - მართლა ზედმეტად დეტალური და შემაწუხებლად აღწერილი ეროტიკული სცენებია, რაც ნამდვილად არ მიმაჩნია კარგ საკითხავად ყველა ასაკის ადამიანისთვის. მაღრიბში ნანახი და ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილების დამტოვებელი ხალხის შესახებ მეტი ბუნებრივი და მათი ხასიათის გამომხატველი პასაჟი რომ ყოფილიყო რომანში, გამიხარდებოდა. მგონია, რომ ავტორს საინტერესო ბიოგრაფია აქვს, მითუმეტეს ჩემს საყვარელ ქალაქში, პორტოში ცხოვრობს და იმედი მაქვს, მომდევნო წიგნები ამ ულამაზესი ქალაქისა და მისი კულტურის შესახებაც ექნება და ბევრად უფრო დატვირთულ და მიმზიდველ სიუჟეტს შემოგვთავაზებს.
მომეწონა, მიუხედავად იმისა რომ თავიდან რამდენჯერმე ვიფიქრე რომ შაბლონური რომანტიკა იყო, პანკ როკ, ჯიმ ჯარმუშ, კერაუკ, ნიკ ქეივ, ჰაშიშ რომანტიკა. თუმცა კითხვის პროცესში იმის განცდა მქონდა რომ კი, მუშაობს ეს რომატიკა, მერე რა რომ შაბლონურია, ტრეშია, როგორც ამ წიგნის ერთი პერსონაჟი იტყოდა, მაგრამ ასეც უნდა იყოს, და ეს ტრეში პოზიტიურ შთაბეჭდილებად უნდა გარდაქმნა. (ყოველშემთხვევაში ჩემი აღქმა ასე წავიდა) ალბათ იმან შემომაბრუნა, რომ მიუხედავად ამ შაბლონური ჩარჩოსი ყველაფერი მაინც ნაღდი და რეალურია, განცდები, სურათის აღწერა, შთაბეჭდილებები, საზრისის ძიება.
რაღაცეები ვერ გავიგე, მაგალითად რა საჭირო იყო ეს ავტორის ამბავი და მისი ხვლიკად გადაქცევა, ვერ გავიგე იმიტომ რომ დანარჩენი ამბავი, სცენა, განცდები, თითქოს ხელშესახებია, ძალიან ნაცნობია, წარმოიდგენ რომ შეგიძლია პერსონაჟებს შეეხო, ეს ორი ახალგაზრდა რეალისტურად მატერიალიზდება შენს წინ. კი ავტორი ცდილობს მთელ ამბავს, გარემოს, ატმოსფეროს რაღაც სიზმრისეული ჯადოსნური ელფერი შესძინოს, როგორც ზემოდნახსენებ რომანტიკას შეეფერება, მაგრამ ეს მაგიური რეალიზმი მაინც არაა. და შესაბამისად ხვლიკის ამბავი მაინც ვერ დავუკავშირე საერთო სურათს. საერთო ჯამში კარგია, ვისიამოვნე, ცოტა დავსევდიანდი კიდეც. ორიგინალურია წიგნში პლეილისტის ინტეგრირებაც.
This entire review has been hidden because of spoilers.
„ტანჟერული სიზმარი“ ძალიან სასიამონო საკითხავია, ძალზედ ჩვეულებრივი პერსონაჟებით, ჩვეულებრივი გამოცდილებებით, რომლებიც ამ ამბებს ისე ემოციურად გვიყვებიან, რომ რთული მოწყდე. ეს არის მოგზაურობა პერსონაჟების პირად კულტურულ შეხედულებებსა და მუსიკას შორის და ძალიან საინტერესოა!