Jump to ratings and reviews
Rate this book

იროელთა ქრონიკები #3

ოთხი მხარე და ოთხი სვეტი

Rate this book
„ნატო დავითაშვილი წლების წინ გავიცანი, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი, თავად ოდესმე რამეს თუ დავწერდი. გამოსაცემად ვნახე, როგორ ამზადებდა წიგნს – ფუსფუსებდა, ზრუნავდა, სიტყვებს უფრთხილდებოდა. იმის შემდეგ ლილე იროელის, მისი ფრთოსანი ლომების, მითოლოგიური თუ ჯადოსნური პერსონაჟებისა და თავგადასავლების გულშემატკივარი ვარ, რადგან ვხვდები, რამხელა ძალა, ნებისყოფა და ფანტაზია სჭირდება ერთი პერსონაჟის ისე განვითარებას, რომ მასზე რამდენიმე წიგნი დაწერო, შეუნარჩუნო მკითხველის ინტერესი და დატოვო ის ძალიან მამაც, კეთილშობილ და სამართლიან გმირად, რომელიც ხშირად ახალგაზრდა მკითველისთვის მაგალითის მიმცემი ხდება.

ყველაზე მეტად მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს ქართულ სალიტერატურო სივრცეში არსებობს წიგნი (წიგნები), სავსე მითოლოგიური, ზღაპრული, მაგიური გამონაგონით. ნებისმიერ დროს შესაძლებელია, რეალობით დაღლილმა მკითხველმა მას თავი შეაფაროს, გამოგონილი სამყაროს მშვენიერებით დატკბეს და შეუერთდეს მთავარი პერსონაჟის მარადიულ რბოლას მზისკენ“, – თამარ გეგეშიძე.

476 pages, Paperback

First published May 25, 2012

1 person is currently reading
76 people want to read

About the author

Natalie Davitashvili

14 books114 followers
Natalie Davitashvili
born 3 July, 1964
Natalie is a writer of fantasy fiction. Her first book, ‘The Story of Lile Iroeli’, was published in 2007. In the following year she won first prize in the ‘Golden Feather’ competition for unpublished works of children’s literature with ‘When the Winged Lions Return’, which was published in 2009. In 2011 her third book ‘In the Mist and beyond the Mist’ was published and it won the Tbilisi City Assembly Gala Literary Prize. Next book “Four Lands and Four Pillars” was published in 2012. In 2015 was published her Seventh book “Aia's Way”.
Natalia has created her own unique world. The stories of all four published books unfold within this world which, as a main rule of the fantasy genre, has a strong logic and a firm structure.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
53 (67%)
4 stars
18 (23%)
3 stars
5 (6%)
2 stars
1 (1%)
1 star
1 (1%)
Displaying 1 - 4 of 4 reviews
Profile Image for Orihara Izaya.
49 reviews16 followers
August 21, 2018
4.5/5

ხარისხით შესამჩნევად სჯობდა წინა წიგნებს. ისტორია უფრო დახვეწილი და მრავალკომპონენტიანი იყო, უარყოფითი პერსონაჟებიც მომეწონა, კარგად იყვნენ შესრულებული. თუმცა, ერთ ტენდენციას ვამჩნევ ქალბატონ ნატოს - რომანტიკულ სიუჟეტურ ხაზებში ახტება შეყვარების პროცესს და, ისე გამოდის, რომ პერსონაჟებს ერთი ნახვით უყვარდებათ ერთმანეთი. ასეთი უეცარი სიყვარული ხელს მიშლის იმაში, რომ წყვილს ვუთანაგრძნო. მე არ ვარ რომანტიკის დიდი მოყვარული და რაც ნაკლებია ის წიგნში, მით უკეთესი ჩემთვის, მაგრამ თუ ეს სიუჟეტურ ხაზი არსებობს, მაშინ, ჩემი აზრით, პერსონაჟებს ნელ-ნელა უნდა უყვარდებოდეთ ერთმანეთი, რათა მკითხველმა მათ უგულშემატკივროს.
Profile Image for Giga Gazdeliani.
53 reviews1 follower
December 7, 2020
წინა ნაწილებთან შედარებით ეს წიგნი ბევრად დახვეწილია. რაიმე განსაკუთრებულ ნაკლს ვერ მოუძებნი.
ერთადერთი, ალბათ, ლილეს და ნაის შეყვარების პროცესი ზედმეტად სწრაფად განვითარდა და გაცნობიდან პირდაპირ სიყვარულში გადავიდა, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ისედაც ეგ მაინტერესებდა. რუკაც მერჩივნა ყოფილიყო, წინა ნაწილების მსგავსად, თუმცა მაინც მარტივი საორიენტაციო იყო.
შესაბამისად, რაიმე მნიშვნელოვან მინუსს ვერ ნახავ წიგნში. ყველა ის დადებითი მხარე ჰქონდა, რაც წინა ნაწილებს და არცერთი უარყოფითი. ძალიან კარგი იყო.
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Liko.
375 reviews4 followers
December 3, 2024
🫶🏼🫶🏼🫶🏼🫶🏼🫶🏼
Displaying 1 - 4 of 4 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.