Jump to ratings and reviews
Rate this book

Topographie des Fremden: Studien zur Phänomenologie des Fremden

Rate this book
German

227 pages, Paperback

First published January 1, 1997

Loading...
Loading...

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
5 (27%)
4 stars
9 (50%)
3 stars
4 (22%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 3 of 3 reviews
Profile Image for Peter Atanassov.
11 reviews
March 20, 2026
Gestoßen bin ich auf Waldenfels Denken das erste mal indirekt und am Rande vor drei Jahren in meiner Philosophicumsprüfung bei Prof. Philipp Stoellger. Damals fragte er mich, was denn als Lebenshaltung jenseits von vita contemplativa und vita activa noch denkbar wäre. Ich musste passen. Ein Blick in sein Werk "Passivität aus Passion" hätte es mir verraten: vita passiva. Damals ließ ich diese von Waldenfels inspirierte Denkfigur nach kurzer Irritation links liegen.

Seit ein paar Monaten der peripheren Beschäftigung und spätestens seit der Lektüre von Waldenfels Werken weiß ich: die vita passiva hat nichts mit einem schläfrigen Treibenlassen zu tun, die ich ihr erst verdächtigte. Im Gegenteil: sie wird von einem Pathos gestiftet, der unsere Gesellschaften permanent zu einer Antwort herausfordert. Doch woher rührt dieser Pathos?

Nicht nur in der "Topographie des Fremden", aber hier am prominentesten, verweist uns Waldenfels an das Fremde. Als das radikal Andere. Als das Außer-Ordentliche, das die scheinbare Ruhe aller Ordnungen und Normalitäten stört. Zielte man in der Antike meist darauf den Stachel des Fremden, das man als Feindliches betrachtete, durch offensichtlichere Gesten der Unterdrückung bis hin zur Auslöschung unschädlich zu machen, so nahm die gleiche Unternehmung in der Neuzeit häufig die sublimere Form der Aneignung an. Doch der Logozentrismus, der mit dem Bezug auf das Allgemeine die Grundlage für die eurozentristische Aneignung des Fremden in das Eigene bereitstellt, wurzelt bereits in Platons Philosophie. Waldenfels schlägt eine Alternative vor: nur wenn wir uns vom Fremden her verstehen lernen, statt auf es wie ein vor uns liegendes Objekt zuzugehen, werden wir seinem Anspruch gerecht. Dieser richtet sich an uns nicht nur außerhalb der eigenen Grenzen, sondern auch innerhalb. Was wir antworten, liegt bei uns, worauf allerdings nicht. Und so verstanden wird er immer bleiben, der Stachel des Fremden.

"Am Anfang steht nicht eine Einheit, sondern eine Differenz." Der Satz hat mich in seiner Pauschalität dann doch kurz stocken lassen. Doch sagt das nicht sogar vielleicht etwas ähnliches wie die im ersten Schöpfungsbericht verdichtete Einsicht "Am Anfang schuf Gott Himmel und Erde"? Ob ein ereignishaft gegebenes Überschreiten der Differenz in eine mystisch empfundene Einheit kategorisch ausgeschlossen werden muss, können wir den erst kürzlich verstorbenen Autor nun leider nicht mehr fragen. Einen Einheitswahn zu verfolgen, der ohne bleibende Fremdheit auskommt, davor hat er uns jedenfalls eindringlich gewarnt.
Profile Image for Ninette.
44 reviews1 follower
October 29, 2026
არ ვიცი, რა მრჯიდა, სამაგისტრო ნაშრომის თემად პოლიტიკურ პრიზმაში მოწყვლადი უცხოს ფიგურის კრიტიკული ანალიზი და უცხოს ფენომენოლოგიური კონცეფციის გავლით იმის კვლევა რომ ავირჩიე, ძლიერი უცხოს ფიგურას ცალსახად ქსენოფობიასთან მივყავართ, თუ შეგვიძლია, მისი მოწყვლადობის გარეშეც წარმოვიდგინოთ უცხოს მიმართ მორალური პასუხისმგებლობის შესაძლებლობა... გვიანდელ პატარა გამობრწყინებებს თუ არ ჩავთვლით ჰუსერლსა და ლევინასთან, თურმე ფილოსოფიის უცხოს კონცეფცია იმდენად ცალ ფეხზე ჰკიდია, პრობლემატიკის out of scratch ძერწვა მომიწია! პრობლემა, აშკარად, ჩემს მკვლევარულ უნარებში არაა იმიტომ, რომ 2019 წლის სტატიას “ფიქრი უცხოზე” ჩვენი დროის გერმანული ფენომენოლოგიის მთავარი ფიგურა, ბერნარდ უალდენფელსი, იმავე კედელთან შეჯახებით იწყებს: “ამაში დასარწმუნებლად, საკმარისია, გერმანულ ფილოსოფიის ისტორიულ ლექსიკონს ჩავხედოთ… მეორე ტომში (1972წ.) "უცხო", "უცხოობა" სულ რაღაც 4 ხაზს მოიცავს ლოგიციზმის შესახებ; შემდეგი ჩანაწერები "უცხოს გამოცდილების", "უცხო მეს", "უცხო ფსიქიკისა" და "უცხო სამყაროს" შესახებ ჯამში ერთ გვერდს არ აჭარბებს. მხოლოდ მე-12 ტომში (2004წ.) შეიცვლება სიტუაცია, როდესაც თავად ამ სტატიის ავტორი შეიტანს ჩანაწერს “ქსენოლოგია, უცხოს მეცნიერება".” ჰოდა, როცა დღეს ვფიქრობთ უცხოზე, აუცილებლად ვფიქრობთ ქართულად ჯერჯერობით უთარგმნელ და ფრანგულად საშინლად თარგმნილ, სხვადასხვა დროს დაწერილი 9 სტატიის გადამუშავებით შედგენილ ნაშრომზე “უცხოს ტოპოგრაფია. კვლევები უცხოს ფენომენოლოგიისათვის. 1”

უცხო და არა უცნობი ან სხვა
ფილოსოფიის ისტორიაში უცხოს კონცეფციის უგულებელყოფიის გამოა, რომ ყოველდღიურ აზროვნებაშიც კი ვერ გაგვიგია, რას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ “უცხო”... ქართულს და ინგლისურს კიდევ რა უჭირს, უცხოს უცხოელისა თუ უცხოურისაგან მაინც განვასხვავებთ და stranger-ს - alien-ისა თუ foreigner-ისაგან, მაგრამ ვაი ფრანგულ étranger-სა და გერმანულ fremd-ს!
ვინ უფრო უცხოა ჩემთვის: არაბი ექიმი ჩვენს კლინიკაში თუ გერმანელი ფსიქოპათი? განელი ფეხბურთელი თუ ჩემი სკინჰედი მეზობელი? ძმები გრიმების ავღანელი მთარგმნელი თუ სკანდალური ჟურნალ-გაზეთების მკითხველი ჩემი თანამემამულე?

ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ისაა, რომ როდესაც ვამბობთ “უცხო”, ხშირად ვგულისხმობთ უბრალოდ ჯერჯერობით უცნობს ან სხვას - ორი საბედისწერო გადაცდომა, რომლებსაც უალდენფელსი ცალ-ცალკე ესხმის თავს.
პირველი სამიზნე უცხოს რელატიური გაგებაა, როგორც რაღაცის, რაც ჯერჯერობით სცდება ჩემი ცნობიერების ფარგლებს, მაგრამ, პროგრესის პარალელურად, დაკარგავს ამ განსაზღვრებას; ტყვია კი - ნაშრომის ცენტრალური კონცეფცია, ტოპოგრაფია, რომელსაც ავტორი ფუკოს ხსენებით ამყარებს: “ეს სივრცეზე სწორება ეწინააღმდეგება ცალმხრივ სწორებას ისტორიულ დროსა და პროგრესზე, რითაც ეჭქვეშ აყენებს მოსაზრებას, თითქოს, უცხო მხოლოდ ის ყოფილიყოს, რაც აღარ ან ჯერ არ არის ხელმისაწვდომი. ფუკოს მოკლე ანალიზი: ჩვენ ახლა თანადროულის ეპოქაში ვართ, გვერდიგვერდ განლაგებულის ეპოქაში, ახლოსა და შორეულის ეპოქაში, ჩამწკრივებულის, გაფანტულის."
უცხო არც უბრალოდ სხვაა (ის, რაც მე არ ვარ), თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თვით ყოველდღიურ საუბრებშიც კი იშვიათად თუ მიემართება ადამიანის, ეთნოსის, კულტურის გარდა რაიმე სხვის დასახასიათებლად:
"თანამედროვე ლოგიკაში უცხოს ვუწოდებთ ორ სიმრავლესა თუ ორ ერთეულს, რომელთა გადაკვეთაც ცარიელია. მაგალითად, უცხოობას ვხვდებით მწერებისა და ძუძუმწოვრების სიმრავლეებს შორის." [...] ლოგიკური სიმრავლის წევრები თავს არ გრძნობენ სხვა სიმრავლის წევრებისგან გარიყულად, რადგან, ზოგადად, არც არაფერს გრძნობენ.

ასე იბადება უალდენფელსის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონცეფცია - თანადროული ჩართულობა და გარიყვა:
როცა ვაშლებს მსხლებისგან განვასხვავებთ, ან მაგიდას - საწოლისგან, რთულია იმის მტკიცება, რომ ეს საგნები ერთმანეთისთვის უცხოა. [...] უცხო, რომელიც არა იგივეობის, არამედ საკუთარი თავის საპირისპიროა, ჩართულობისა და გარიცხვის თანადროულობით ოპერირებს. უცხო უბრალოდ სხვაგან არ არის, ის საკუთრისგან ზღურბლითაა გამოყოფილი, როგორც ძილი - სიფხიზლისგან, ჯანმრთელობა - ავადმყოფობისგან და სიბერე - ახალგაზრობისგან.

გამოდის, უცხო ვერც ბოვუარისეული გაგებით იქნება სხვა - მეორე ხარისხის არსება, რომელიც მხოლოდ ჰეგემონიურ არსებასთან მიმართებაში იძენს მნიშვნელობას… მეორე სქესი არ არის უცხო პირველ სქესთან მიმართებაში, რადგან როდესაც ვამბობთ “უცხო”, ვგულისხმობთ არა დომინაციის იარაღს, არამედ ორმხრივ კონტრიბუციას, რამდენადაც უცხოს გარეშე არ არსებობს საკუთარი: “წნული ორნამენტი უპირისპირდება ყველანაირი სიწმინდეს, იქნება ეს წმინდა რასა, კულტურა, იდეა თუ გონი - შეურეველი ყოველგვარ უცხოსთან.”

ეგოცენტრიზმი, ეთნოცენტრიზმი და ლოგოცენტრიზმი
მაგრამ დომინაციის საფრთხე a posteriori მაინც ემუქრება უცხოს სფეროს და, ჯერ ხო, გერმანელი ფილოსოფოსები, ზოგადად, რანაირად წერენ, ახლა ზემოდან ფენომენოლოგიისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ლექსიკა დაამატე - გამაწამა უალდენფელსმა, მაგრამ ყველაფერს ვპატიობ ჰეგელის თვალდაუხუჭავად წაკბენის გამო:
უცხოს რაციონალური ათვისების მაგალითს, მათ შორის, ჰეგელთანაც ვხვდებით, თუმცა თავის “ენციკლოპედიაში” [§459] ძალისხმევას მაინც იჩენს და ანალიზში ითვალისწინებს ჩინური დამწერლობის უცხო ხასიათს. უბრალოდ, ამ ანალიზში იეროგლიფური დამწერლობა, როგორც მარტივი გამოსახულებების დამწერლობა, ცალსახად დაკნინებულია ანბანურ დამწერლობასთან შედარებით, რადგან ეს უკანასკნელი გამოსახავს ბგერებს, რომლებიც თავისთავად უკვე ნიშნებია. დამწერლობა, რომელიც იდეოგრამებით მუშაობს, "აუცილებლად კომპლექსური და არეულია", რადგან გამოსახულებების ცვლილებას უნდა შეეწყოს. და თუ მაინც ასე თუ ისე ასრულებს თავის როლს, მხოლოდ და მხოლოდ ჩინური საზოგადოების, ფილოსოფიისა და კულტურის სტატიკურობის წყალობით.

უბრალოდ, საბოლოო ჯამში, ჰეგელი მხოლოდ ჭანჭიკია დომინაციის იმ საფრთხეში, რომელსაც უალდენფელსი ჯერ ნაციონალიზმის ფორმად წარმოდგენილ “ფუნქციურ რაციონალიზმს” არქმევს, მოგვიანებით კი ევროპეიზაციად მოიხსენიებს და მთლიან მეექვსე თავს უძღვნის :
ამ გზას ტომური კულტურები, ეროვნული კულტურების გავლით, ზე-ეროვნებასთან მიჰყავს, რომელსაც ჯერ კიდევ მონტესკიესთან ვხვდებით და რომელსაც ევროპა ჰქვია. კაცობრიობა ევროპეიზდება, მაგრამ "ჩვენ, კარგად თუ ვიცნობთ საკუთარ თავს, არასდროს გავინდოელდებით, მაგალითად" [ჰუსერლი].


უცხოს ძახილი
ფსევდო-რაციონალურობის, ევროპეიზაციის, სახელით უცხოს შთანთქმა უფრო დიდი პრობლემის ნაწილია - პრობლემის, რომელსაც უალდენფელსი ნაშრომის მიწურულს შლეგელის ციტირებით აყალიბებს: “თითქოს, მათი სურვილი იყოს, ყველა უცხომ ისე ჩაიცვას და ისე მოიქცეს, როგორც მათი წეს-ჩვეულებები ითვალისწინებს, რისი შედეგიც შემდეგია: ისინი არ იცნობენ იმას, რასაც მართლა უცხო ჰქვია.”
უცხოს ათვისების საკითხი ყოველგვარი პოლიტიკური სარჩულის ცრურწმენისგან რომ განათავისუფლოს, უალდენფელსი მის ქსენოლოგიის შესაძლებლობის ეპისტემოლოგიურ პრობლემად გადაკეთებას ირჩევს: “როგორ და რა წერტილიდან უნდა ვისაუბროთ უცხოზე, რომ უცხოობა არ წავართვათ? როგორ გამოდის სცენაზე უცხო, როგორც უცხო, და როგორ ახერხებს მითვისების მრავალნაირი მცდელობისგან თავდაცვას?”
ეს ფენომენოლოგიური ძიება სოციალურ-პოლიტიკურ დასკვნებსაც მოიცავს: უალდენფელსის უცხო აღარ არის უბრალოდ საკუთრის საზღვრებს იქით შობილი სხვა, რომელიც ინტეგრირდება ჩვენს საზოგადოებაში; ის არის ჰუსერლისეული “თავდაპირველი მიუწვდომლობის დადასტურებადი მისაწვდომობა”, უალდენფელსისეული პირველყოფილი ძახილი, რომელიც მუდმივად პასუხს მოითხოვს ჩვენგან.
ამ კონცეპტუალურ განმარტებაში შობილი ძლიერი უცხოს ფიგურაზე აღარ ითქმის: “უცხოს გამოცდილება საფრთხის შემცველია, რადგან უცხო კონკურენციაში შედის საკუთართან და განადგურებით ემუქრება; შიშის ზარს გვცემს, რადგან უცხო აღვიძებს შესაძლებლობებს, რომელიც ნაცნობი ცხოვრების წესრიგმა განდევნა.” უბრალო, ბუნებრივი, წესრიგის ცვლილებისათვის დამახასიათებელი Horror alieni ბერძნულ სინონიმად, ქსენოფობიად, არ გადაიქცევა მანამ, სანამ გვესმის, რომ “უცხოს ნაკლოვანებები, რომელიც სიცოცხლის სამყაროს (Lebenswelt) ნაცნობ და უცხო სამყაროდ აფრაგმენტებს, ზიანი კი არ არის, არამედ სწორედ ეს ბზარავს Lebenswelt-ს, უნარჩუნებს მას სიცოცხლეს და იცავს მას უბრალო ნორმების უნიფორმულობაში მინავლებისაგან.”

* * *
ასე და ამგვარად, ალილუია, უალდენფელსისგან ვიტოვებ უცხოს პირველ სამუშაო განმარტებას: ის არც უბრალო განსაზღვრებაა და არც გამოცდილება, არამედ სტატუსი იმისა,”რაც საკუთარი სფეროს იქითაა”, “რაც ეკუთვნის სხვას”, “რაც უცხო ტიპს მიეკუთვნება და, აქედან გამომდინარე, უცნაურადაა მიჩნეული” - მოკლედ, “უცნაური, რომელიც განდევნილია ჩვენი ცოდნის, სიტყვის, ქმედებისა და გრძნობის წყობიდან, როგორც არაჩვეულებრივი პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით” . ეს უცხო აღარ არის საკუთარი სფეროს მეტასტაზი, რომლის პროგრესის სახელით მოშინაურება თუ ქსენოფობიის სახელით განადგურებაც ჩვენი თვითმიზანი იქნებოდა, არამედ ძახილი, რომელიც თავისი ხელმსიაწვდომი მიუწვდომლობით აცოცხლებს Lebenswelt-ს.
5 reviews
February 6, 2024
Die "Topographie des Fremden" ist eine Abhandlung über die räumliche Dimension der Fremdheit und wie sich diese in unserem Alltag manifestiert. Waldenfels betrachtet die verschiedenen "Orte" oder "Topoi", an denen Fremdheit erlebt werden kann, sei es physisch, sozial, kulturell oder mental. Durch die Analyse dieser topographischen Dimension können wir ein tieferes Verständnis für die Komplexität der Fremdheit gewinnen. Des Weiteren diskutiert Waldenfels die Rolle der Wahrnehmung bei der Konstruktion des Fremden. Er betrachtet, wie unsere Sinne und unser Bewusstsein Fremdheit filtern und interpretieren, und wie diese Prozesse unsere Beziehung zum „Anderen“ beeinflussen und betont damit die Rolle der Phänomenologie als Methode, um die Strukturen und Dynamiken der Wahrnehmung zu erforschen.
Waldenfels reflektiert überdies über Verantwortung, die erwächst im Umgang mit Fremdheit. Er plädiert für eine von Gastfreundschaft und Offenheit gegenüber dem Anderen geprägte Haltung, die es ermöglicht, die Fremdheit nicht als Bedrohung, sondern als Chance zur Begegnung und Bereicherung zu sehen.
Displaying 1 - 3 of 3 reviews