Jump to ratings and reviews
Rate this book

იროელთა ქრონიკები #2

როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან

Rate this book
სად მოიყვანა საიდუმლო კარმა ლილე იროელი, გმირი, რომელიც მუდამ იქაა, სადაც სამყაროს ხიფათი ემუქრება? გადაშალე ეს საოცარი წიგნი, გაიგე შერისხულ მგლისთავიანთა ამბავი, ჩასწვდი სველთვალებიანი ნიღბის საიდუმლოს და მონაწილეობა მიიღე არნახულ ომში, სადაც ადამიანები, ცხოველები და ხეები გვერდიგვერდ იბრძვიან. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, თუკი ის ერთადერთი წამი დადგება, როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან.

398 pages, Paperback

First published January 1, 2010

2 people are currently reading
99 people want to read

About the author

Natalie Davitashvili

14 books114 followers
Natalie Davitashvili
born 3 July, 1964
Natalie is a writer of fantasy fiction. Her first book, ‘The Story of Lile Iroeli’, was published in 2007. In the following year she won first prize in the ‘Golden Feather’ competition for unpublished works of children’s literature with ‘When the Winged Lions Return’, which was published in 2009. In 2011 her third book ‘In the Mist and beyond the Mist’ was published and it won the Tbilisi City Assembly Gala Literary Prize. Next book “Four Lands and Four Pillars” was published in 2012. In 2015 was published her Seventh book “Aia's Way”.
Natalia has created her own unique world. The stories of all four published books unfold within this world which, as a main rule of the fantasy genre, has a strong logic and a firm structure.

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
58 (53%)
4 stars
29 (26%)
3 stars
18 (16%)
2 stars
3 (2%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 - 9 of 9 reviews
Profile Image for Beka Adamashvili.
Author 2 books423 followers
February 3, 2022
მშვენიერი გადასვლა აღმოჩნდა ქართული მითოლოგიიდან საოცარ ახალ სამყაროში. პროტაგონისტები, ანტაგონისტები, თავგადასავლები თუ ამბავთთხრობის ზოგადი სტრუქტურა, ნამდვილად არ დაიწუნება. განსაკუთრებით მომწონს ის ამბავი, რომ ჭკუა (ნასირი) და ძალა (დედა-დედოფალი) ორ სხვადასხვა ანტაგონისტზეა გადანაწილებული და პირადი ამბიციების დაძლევის შემთხვევაში, თითქოს გამარჯვების მოპოვებაც ადვილად უნდა შეძლონ. ასევე მომწონს სიკეთის არაერთი ელფერი პროტაგონისტებში, "ბედნიერი ოჯახების" მსგავსად თითქოს ყველა ერთნაირად კეთილი რომ უნდა იყოს, მაგრამ მაინც სხვადასხვაგვარი სიკეთე რომაა თითოეულის ბუნებაში. აქვე, ცოტაოდენ გული დამწყდა რუფიაზე, რომელსაც წინა წიგნის შემდეგ ტირიონ ლანისტერის ხასიათის პერსონაჟად ჩამოყალიბების პერსპექტივა ჰქონდა, მაგრამ მზრუნველ მშობლად იქცა, რომელსაც უბრალოდ ჩიტის ფორმა აქვს.

ისე საინტერესო კია რამდენი ხანი დაისადგურებდა მშვიდობა აბარდაგანის მხარეში და რამდენ ხანს მოითმენდნენ ბედნიერებას, თუმცა იქ დარჩენას მაინც არ ვისურვებდი, რადგან ლილესთან ერთად მოგზაურობა ბევრად საინტერესოა. ბესანჯსაც რომ იგივე არჩევანი გაეკეთებინა ბევრად უკეთესი იქნებოდა, მაგრამ რა გაეწყობა - ძაღლია და გუნება.
Profile Image for George Kharaishvili.
Author 12 books44 followers
May 8, 2016
მოკლედ: წინა წიგნთან შედარებით უფრო მომეწონა, სტილი უფრო დახვეწილია, როგორც მწერალს ხელწერა გაცილებით უკეთესი აქვს და ა.შ.

ყურადღება, რევიუ შეიცავს სპოილერებს.

სიუჟეტი ცოტა უფრო დაძაბული და კომპლექსური იყო, საერთო ჯამში გემრიელი პროგრესი დაიდო. რაც არ მომეწონა, იყო რომ სადღაცა შუა ნაწარმოებში პერსონაჟები მომრავლდნენ და ძალიან დაბოდიალობდნენ, რთული იყო იმისი გახსენება, ვინ ვინ იყო ან კონკრეტულ მომენტში სად დაძრწოდა, ამიტომ ზედმიწევნით მიყოლა ძალიან გაჭირდა, უბრალოდ დინებას უნდა მიჰყოლოდი საკმაოდ პასიურად.

რუფია მომეწონა ნაკლებად, წინაში უფრო გათახსირებული და ოხერი იყო და აქ ძალიან მოშინაურდა, აღარავითარი ღვარძლი, ირონია, ცინიზმი, ამ წიგნში მართლა მოლაპარაკე ყვავი იყო. გარდა ამისა, ასაის ამბავი არ მომეწონა, ანუ, რამდენადაც ჯამას ისტორიის დასასრული იყო კარგი, იმდენად არ ვარგოდა ასაის ამბავი. ხელოვნური მეჩვენა ძალიან, თანაც მანდ სულას დამოკიდებულებაც გაუგებარია. ბავშვის მიერ იორუბათი ჩანაცვლებაც არ მომეწონა.

ვილანები კარგი იყო, განსაკუთრებით პირველი წიგნის უმანიქსი სამსალას მერე. დედოფალს და ნასარს ვერ დავიწუნებ. რამდენიმე მომენტში კიდე შეიძლებოდა ათასი გათახსირებულის დამატება და საკმაოდ რეალისტური იქნებოდა, მაგრამ ნუ, საბოლოო ჯამში, ზღაპარის სტილია და შესაბამისად, დასაწუნს და გასაკრიტიკებელს აქ ვერაფერს ვხედავ.

და ბავშვი მიშლიდა ერთი პერიოდი ნერვებს, ძალიან რო გაბლატავდა და თავის ჭკუაზე დაათრევდა ყველას, განსაკუთრებით, მოლაპარაკე ყვავს, მარა ნუ, that is personal.

ჯამში წიგნი კაია, 4 ვარსკლავი გაქაჩა და შემდეგი წიგნის ინტერესი დატოვა.
Profile Image for Orihara Izaya.
49 reviews16 followers
June 21, 2018
არ ვიცი, 2008-ში რომ წავიკითხე მაშინ რატომ არ მომხიბლა დიდად ამ წიგნმა, მაგრამ ხელახლა წაკითხვისას აღმოვაჩინე, რომ სიუჟეტიც ძალიან მრავალშრიანი და საინტერესოა, პერსონაჟებიც არაჩვეულებრივად დაწერილი და ფენტეზის ელემენტებიც უმაღლეს დონეზეა.
1 review
Currently reading
February 2, 2015
ნატო დავითაშვილი ჩემი მასწავლებელია ძალიან კარგი ქალია თუ მას ეს მიუვა მინდა უთხრა რომ ყველაზე მაგარი მასწავლებელი ხართ მე ამოვიცერე კველა მისი ან თქვენი წიგნების სახელწოდებები კარგათ <3 <3:)
Profile Image for Natalie.
38 reviews
July 19, 2023
ნეტა ვინმე მადლიანმა ფილმი გადაიღოს.
Profile Image for Marita Khulelidze.
16 reviews
February 22, 2024
შესანიშნავი ნახტომი ქართული მითოლოგიიდან სრულიად განსხვავებულ სამყაროში.

წიგნს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგს ბოლომდე განვითარება არ ,,დასცალდა"(ჩემს თვალში), საკმაოდ საინტერესო პერსონაჟები ჰყავს. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ქალი პერსონაჟები. აი, პატარა გოგონები რომ წაიკითხავენ და თავიანთ ,,წილ" გმირებს გააღვიძებენ გულის სიღრმეში. ყველაზე მეტად კი მაინც იორუბას განვითარება მომეწონა, უსუსური ,,მარიონეტი" გოგოდან ძლიერ დედოფლამდე.

სხვათაშორის, რამდენიმე პარალელიც ვიპოვე სხვა ნაწარმოებებთან თუ ისტორიასთან. მაგალითად, ტუალანუს მისადგომებთან გრძნეულთა ლაშქარში ასი მებრძოლის ვითომ-ელჩად შეგზავნამ დიდგორის ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდი გამახსენა. ასევე, დედა-ტარუტო და საერთოდ ტყე ტოლკინის ენტებს მივამსგავსე, დედა-დედოფალი კი- სარუმანს. სალიტულა, რომელიც ჭეშმარიტ მფლობელს ელის- გონდორს და ასე შემდეგ. თუმცა კი, აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ ჩემი, როგორც მკითხველის, დანახული პარალელებია და, ცხადია, რჩება პარალელებად. ავტორი ინდივიდუალობას არ კარგავს და წამითაც არ იფიქრებ, რომ ნაწარმოები რომელიმე სხვის ,,გადმომღერებაა" - გონდორი გონდორია, სალიტულა კი სალიტულა, მიუხედავად მსგავსებისა.

საერთო ჯამში, საკმაოდ კმაყოფილი ვარ<3
This entire review has been hidden because of spoilers.
Profile Image for Giga Gazdeliani.
53 reviews1 follower
November 25, 2020
ქართველი ლილეს ხევსურეთის მთებიდან აბერკრომბის გურკჰულის მაგვარ სამეფოში მოგზაურობა ძალიან საინტერესო იდეაა და პირველი წიგნისგან ამდენად განსხვავებული გარემო და გმირები საკმაოდ მოულოდნელი და მიმზიდველია.
გმირები ობიექტურად ძალიან საინტერესო არიან, მაგრამ კარგად გაცნობას ვერ ასწრებ კითხვისას. ზოგის ფუნქცია გაუგებარია საერთოდ და არავითარ ემოციას არ ტოვებენ.
სიუჟეტიც ბევრად კომპლექსურია, შედარებით უფრო მოულოდნელად ვითარდება და ყველა საიდუმლო ისევე მარტივი საწინასწარმეტყველო აღარაა. პრობლემებსაც ბევრად რთულად ჭრიან გმირები და ბავშვურობის აღქმა ნაკლებად ჩნდება.
ბევრი ისეთი იდეა და სიუჟეტური ხაზია, რომელიც სხვა ფენტეზიში არ შემხვედრია, აშკარად ავტორის მოფიქრებულია და სიახლეა.
დამაკლდა რასების უფრო დეტალური აღწერა და მნიშვნელოვანი მოვლენების უფრო სიღრმისეულად და განვრცობილად გადმოცემა. ���ირველ წიგნთან შედარებით ნაკლებად, მაგრამ მაინც აკლია ინტრიგა და სიმძაფრე.
სიუჟეტი შედარებით უფრო მძიმე, ნაკლებად ზედაპირული და მოცულობოთი რომ იყოს, 5 ქულიანი წიგნია.
Profile Image for Mariam.
224 reviews33 followers
September 17, 2014
მართალია პირველ ნაწილთან შედარებით აქ ნაკლები ნამდვილი მითოლოგიაა, მაგრამ საინტერესო ორიგინალური სამყაროა შექმნილი. ისტორიაც უფრო ჩამთრევია და ადვილად იკითხება. ისე სწრაფად წავიკითხე, დამენანა ასე მოკლე რომ იყო.
Displaying 1 - 9 of 9 reviews

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.