ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითმხილველის მოწოდებულ ამბებს. ტყუილ-მართალი ერთმანეთში აურიეს. ნაწილი ამბობს, რომ ომი რუსებმა დაიწყეს, როდესაც შემოვლითი გზები დანაღმეს და ქართველი პოლიციელების მანქანები ააფეთქეს. თურმე აგვისტოს დასაწყისში შუა სოფელში რუსების მიერ გამოსროლილი ჭურვები ცვიოდა… თქვენ რას იტყვით, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, ვინ დაიწყო ომი?
თედომ ცრემლიანი თვალები მჯიღით ამოიმშრალა და გოგოს შეხედა.
მე დავიწყე, შვილო, მე… ამოიხავლა ყელში ბაწარწაჭერილივით, რით ვერ გაიგეთ, კაცო… –
გიორგი სოსიაშვილი ქართველი მწერალი და ისტორიკოსია. იგი რამდენიმე პროზაული კრებულისა და ერთი რომანის ავტორია. მისი ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემულია თურქულ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ და პოლონურ ენებზე. ავტორი დაჯილდოებულია რამდენიმე სხვადასხვა ლიტერატურული პრემიით, ხოლო პროზაულმა კრებულმა „ოთხი მოთხრობა“ 2021 წლის ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო.
„ზღვა და ალუბლები“ მწერლის უკანასკნელ პერიოდში გამოქვეყნებული მოთხრობების კრებულია. ისინი ომზე, სიყვარულსა და ადამიანურ ურთიერთობებზე მოგვითხრობს.
ქართველი მწერალი, ისტორიკოსი და პროფესორი. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი 2011-2019 წლებში. 1994 წელს დაამთავრა გორის რაიონის სოფ. დიცის საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დევნილობის გამო ფუნქციონირებდა გორში. 2005 წელს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ქართლის სათავადოების ისტორიიდან (სამაჩაბლო)“ და მიენიჭა ისტორიის დოქტორის აკადემიური წოდება. 2006 წლიდან ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორია. ცხინვალისა და გორის უნივერსიტეტების გაერთიანების შემდეგ 2007 წლიდან გორის უნივერსიტეტის პროფესორი. 2012 წლიდან 2019 წლის 15 იანვრამდე იყო გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი.
შემოქმედება მისი პირველი მოთხრობების კრებული გამოვიდა 1996 წ „ძმათა მახვილი“. 2008 წლის ომის თემას უძღვნა მოთხობების კებული „2008 წლის შვებულება“, რომელის მიხედვითაც 2009 წელს გორის გიორგი ერისთავის სახელმწიფო თეატრმა განახორცილეა დადგმა. 2015 წელს გამოიცა ერთი მოთხრობა „ნატყვიარი“, რომელიც წარდგენილი იყო 2015 წლის ლიტერატურულ პრემიაზე „საბა“. სულ გამოცემული აქვს 15 პროზაული კრებული. გარდა პროზაული კრებულებისა გამოცემული აქვს 15 მონოგრაფია და 70-მზე სამეცნიერო ნაშრომი. 2021 წლის პრემია "საბას" გამარჯვებული საუკეთესო პროზაული კრებულისათვის "ოთხი მოთხრობა"
წიგნი კარგად აღწერს რუსეთის ოკუპაციას და მის შედეგებს, იმ მძიმე ყოფას რაც საზვრისპირა სოფლებში მცხოვრებმა ხალხმა გამოიარა და გადის დღემდე, რადგან ოკუპაცია გრძელდება და არაფერი შეცვლილა. ჩვენი, ყველა ქართველის ტკივილი თავმოყრილია ამ წიგნში მოცემულ ოთხ პატარა მოთხრობაში. სოსიაშვილის თხრობის სტილიც ძალიან სასიამოვნოა წასაკითხად.
ცრემლებად დავიღვარე და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჭრილობებიდან ნაკერები გამეხსნა, არარსებული ჭრილიბებიდან…
მაინც მჯერა რომ ვიცხოვრებთ ისეთ საქართველოში სადაც ოკუპაცია და მასთან ბრძოლა არა ყოველდღიური გამოწვევა არამედ მხოლოდ წარსულის მძიმე გამოცდილება იქნება .